მთავარი > Cinematographic Art, Personal > სიყვარული – გასპარ ნოე (Love – Gaspar Noé)

სიყვარული – გასპარ ნოე (Love – Gaspar Noé)

Love

Love

     საფრანგეთში მოღვაწე არგენტინული წარმოშობის რეჟისორმა გასპარ ნოემ (Gaspar Noé) გადაიღო ფილმი – “სიყვარული“, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია საქართველოში.  თამამ ეროტიკულ სცენებს ფილმში ქართული საზოგადოების აღშფოთება მოყვა. სტენლი კუბრიკის ნამუშევრებით ინსპირირებულმა ნოემ შეძლო წყობიდან გამოეყვანა საზოგადოების ისეთი ნაწილიც კი რომელსაც ფილმი ნანახიც კი არ ჰქონდა, თუმცა სხვისი მონაყოლი საკმარისი აღმოჩნდა მის გასაკრიტიკებლად.

     ტელევიზიით ვგებულობ, რომ ამ ფილმთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლით (პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღება). გამიკვირდა როდესაც გავიგე რომ ორგზის პალმის რტოს მფლობელი რეჟისორის ეს სკანდალური ფილმი თურმე კანის ფესტივალზე უჩვენებიათ და საქართველოში პროკურატურის მიერ დანიშნულმა ექსპერტებმა კი (ექსპერტების ვინაობა – ??? – უცნობია…)  პორნოგრაფიად შერაცხეს.

     დავინტერესდი ფილმით და ძიებისას აღმოვაჩინე რომ ქართულ საიტებზეც იყო განთავსებული, მიუხედავად აკრძალვისა… ჩემი კინემატოგრაფიაში დაგროვებული დილეტანტური ცოდნითა და კრიტიკული თვალით ვუყურე ფილმს:

   ფილმი დასაწყისშივე სახტად დაგტოვებთ… მოულოდნელი კადრი პირველივე წამიდან მიგახვედრებთ რომ საქმე გაქვთ საკმაოდ თამამ, ეროტიკულ, ტექნიკურად მაღალი ხარისხის, დახვეწილ ფილმთან და მერწმუნეთ ეს შთაბეჭდილება ფილმის დასასრულამდე გაგყვებათ. მთავარი პერსონაჟები – მერფი და ელექტრა – ერთმანეთზე სიგიჟემდე არიან შეყვარებულები. იმდენად დიდია ვნება და უსაზღვრო მათი სექსუალური  ფანტაზიები, არც “ექსპერიმენტებს” ერიდებიან. მიუხედავად იმისა რომ უღალატეს ერთმანეთს, ეს სულაც არ გამხდარა განშორების მიზეზი მათთვის. წყვილი შორდება ერთმანეთს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ელექტრა გაიგებს რომ მერფი სხვა ქალისგან ბავშვს ელოდება. ელექტრა გაუჩინარდება, მერფი კი მეორე ბავშვს ელოდება, თუმცა მაინც მარტოსულად გრძნობს თავს და სიგიჟემდე ენატრება ელექტრა.

      ფილმი ძალიან მარტივ და გასაგებ ისტორიას გვიყვება. ჩემი აზრით, სკანდალურობა გამოიწვია მხოლოდ ეროტიკული სცენების დეტალურად გადმოცემამ. გასაკვირი არაა ჩემთვის ის, რომ ისეთ ქვეყანაში სადაც სექსუალური განათლება და სექსუალური ცხოვრება ძალიან დაბალია და ძირითადად სხვისი პირადი ცხოვრების გარჩევით ცხოვრობს ხალხი, ეს ფილმი ბუნებრივია პორნოგრაფიად “მოინათლებოდა”. პორნოგრაფიის ყურების უსაზღვრო გამოცდილების მქონე ქართველებმა როგორ ვერ გავარჩიეთ პორნო –  მხატვრული ფილმისაგან ?! რატომ გებულობს ჩვენი “განათლებული” საზოგადოება ფილმის ყურებისას თითქოს რომელიმე პერსონაჟს აუცილებლად უნდა მივბაძოთ ან როგორც ტელევიზიით გასულ გადაცემაში მოვისმინე,  ჯგუფურ სექსში მივიღოთ მონაწილეობა ?! ვინ ეუბნება ამას, ვინ თავაზობს ან ვინ ეწევა ამის პროპაგანდას ?! მთავარი პრობლემა ჩემი აზრით ის არის, რომ არ გვაქვს ანალიზის უნარი. ფილმს ვუყურებთ ბრმად და არ ვაანალიზებთ თუ რისი თქმა უნდოდა რეჟისორს, რა აწუხებდა ან რას მიგვახვედრა ფილმით საერთო ჯამში… ვერ ვიტყვი რომ დიდი მხატვრული ღირებულების მქონე ფილმია, არც რაიმე განსაკუთრებული აღმოჩენა არ გამიკეთებია ფილმის ყურებისას, მაგრამ არც მიუღებელია ჩემთვის. არასრულწლოვნებისთვის არარეკომენდებულია და ვფიქრობ რომ ასაკობრივი ცენზი გასათვალისწინებელია, თუმცა დღეს იმდენად თავისუფლად არის შესაძლებელი ამ ფილმზე ბევრად უხამსი და პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეობის ყურება ინტერნეტ სივრცეში, ძალიან ფორმალურს და სასაცილოს ხდის სახელმწიფო ორგანოების მიერ კონტროლის განხორციელების მცდელობას.

P.S.  იმედია პროპაგანდად არ ჩამეთვლება ეს პოსტი და მინდა კიდევ ერთი  დავამატო… როდესაც სატელევიზიო შოუს დაგეგმავთ და თემა შეიძლება შეეხოს კინემატოგრაფიას, პატარა აზრი გოგი გვახარიასაც  შეეკითხეთ ხოლმე…

Love

Love

Copyright © Jazzmena’s Blog

  1. March 31, 2016 at 13:17

    ერთი შეხედვით თითქოს აქცენტი ეროტიულ სცენებზეა გაკეთებული, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით, პირველი ეპიზოდი გიყალიბებს უეცარ, გაურკვეველ შთაბეჭდილებას, რომელიც შემდეგ ყურების დროს იცვლება და სხვა სახეს ღებულობს. აქ აქცენტი ემოციაზეა, მარტოობის განცდაზე და სიყვარულზეა, რომელსაც ყველა ადამიანი ინდივიდუალურად გამოხატავს.
    ყველა იმას ამჩნევს და ხედავს ყურების დროს რაც მისთვის ღირებულია. ჰოდა იმ ადამიანებმა, ვისზეც შენ საუბრობ, დაინახეს მხოლოდ ის რისი დანახვა და აღქმაც შეეძლოთ/სურდათ.
    თუ ვინმე გადაწყვეტს უყუროს ამ ფილმს, იმედია მხოლოდ იმ თამამი სცენების გამო არ გადაწყვეტს რამაც სრული ისტერია გამოიწვია საზოგადოებაში, იმედია დაინახავს იმაზე მეტს ვიდრე მხოლოდ ფიზიკური კავშირია და დაუწყებს ყურებას ადამიანური, ყოფიერი თვალით.🙂

    Like

    • March 31, 2016 at 13:17

      გეთანხმები, მართალს ბრძანებთ😉🙂

      Like

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: