მთავარი > Personal > Happy New Year!!!

Happy New Year!!!

Happy new year!!!

Happy new year!!!

არ მიყვარს ახალი წელი…
არ მიყვარდა არასდროს! ბავშვობაში ახალი წელი წესიერად არც მახსოვს, სამოქალაქო ომი უფრო უკეთ მახსოვს.. სანტა კლაუსის “არსებობა-არარსებობის” საკითხსაც არ შეუწუხებია ჩემთვის, იმიტომ რომ დრო გაიყინა და ახალი წელიც თითქოს არ არსებობდა..
შუქი თვეში ერთხელ მოდიოდა (10 წუთით).  აი,  ეგ მომენტი იყო ჩვენთვის ახალი წელი..

დავაკვირდი, შუქის მოსვლა ახლაც უწინდებურად მიხარია.. იმდენად ინსტიქტურ დონეზე ჩაიბეჭდა ჩვენს ქვეცნობიერში მსგავსი შემთხვევები, რომ თითქმის შეუძლებელია მათი ამოშლა. ახალი წელიც, მსგავსად შუქის მოსვლისა, მიხარია მაგრამ ამ გაუაზრებელი სიხარულისა და გაღიმებული სახის უკან ბევრი ფიქრი და ემოცია იმალება.
სევდიანი განწობა მეუფლება..
მაინც რა არის ასეთი სასიხარულო ახალი წლის დადგომაში? რატომ ხვდებიან ამ დღეს ასე განსაკუთრებულად?
დრო გადის…
რომ დავფიქრდეთ ძალიან ცოტა დრო გვაქვს მოცემული და ჩვენ დიდი სიხარულით ვაცილებთ დღეებს, თვეებს, წლებს… ველოდებით შემდეგს და კიდევ შემდეგს..

მაფიქრებს ჩემი მეგობრები, ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები, ხალხი…
ზოგჯერ ისეთ ლამაზ ურთიერთობას და ქცევას წავაწყდები გულში ვფიქრობ – მთლად დაღუპულებიც არავართ-თქო.. სამწუხაროდ, უფრო ხშირად ყალბ ურთიერთობებს, შურიან და გაბოროტებულ ხალხს ვხედავ, რომლებიც ყველაფერზე წავლენ ოღონდ რამე სარგებელი ნახონ..

გაცხოველდა ადამიანი..  ჭამა, სმა, ძილი.. ინსტიქტებით მოქმედება..

ზოგი ცდილობს თავს დააჯეროს  რომ უყვარს, გრძნობს და ბედნიერია.. სინამდვილეში, გულის სიღრმეში ხვდება რომ ეს ასე არაა, მაგრამ სხვა გზა არა აქვს,  რომ არ დაარწმუნოს თავი – შეიშლება და ურჩევნია ტყუილში ცხოვრება ვიდრე სიგიჟეში..

ყოველდღიურად ვიტყუებთ თავს.. იმდენად მომრავლდა წვრილმანი საყოფაცხოვრებო პრობლემები ხალხში (მატერიალურზე რომ არაფერი ვთქვა), ადამიანებიც კი შეცვალა.. პრინციპში, ზოგი ფარისეველი იყო ისედაც და უბრალოდ უფრო პროფესიონალი გახდა..

ჭორაობა ერთმანეთზე და სხვისი პირადი ცხოვრებით ზედმეტი დაინტერესება..

უტვინო საქციელი..

მონობა..  მონური ფსიქოლოგია..

დროის უაზროდ ფანტვა..

არ-შემდგარი და ვერ-ჩამოყალიბებული ადამიანები.. საზოგადოება.. სახელმწიფო..

ამაზრზენია..

 “მოთენთლი, უწესო სქესობრივი ცხოვრება; საკუთარ სისუსტეებზე ხელის დაფარება; ჯანმრთელობისთვის საზიანო სპორტი, ჭეშმარიტ დახვეწილობას მოკლებული სული; ენამახვილობა ენამახვილობისათვის; დაღლილი სისხლი, ირონიაში, სასიყვარულო ინტრიგებსა და წვრილმან სიხარბეში, მოჩვენებით ფატალიზმში, უღიმღამო და უმიზნო არსებობაში რომ იხარჯება. ამისგან არ უნდა ელოდეს კაცობრიობა ხსნას.”

კატეგორიები:Personal
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: