Estas Tonne

Estas Tonne

Estas Tonne

***

“On the Path of Love I have been falling and falling, standing up again and again and keep on walking…this magnificent walk called Life.” ( E.T.)

“სიყვარულის ბილიკზე მრავალჯერ წაქცეული და კვლავ აღმართული”  ესტას ტონი იმდენად  საინტერესო პიროვნებაა თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში, რომ ჩემი ყურადღებაც კი მიიქცია და პატივი ერგო ჩემს ბლოგზე აღმოჩენილიყო😀

სიმართლე გითხრათ, რომ არა ნინაკას აღფრთოვანება ამ გიტარისტის შესრულებით, რომელიც მე გამიზიარა და მამაცნო, ეჭვი მეპარება, რომ ამ “ფსიქოპატით” ოდესმე დავინტერესებულიყავი…

—-

“მე დამეკარგა საკუთარი გზა… დავკარგე გონება… მაგიურობა, რომელიც მაკავშირებდა მე ყველაფერთან… როგორ მოხდა ეს? გავიღვიძე… გავიზარდე… მითხრეს თუ როგორ მეცხოვრა… მითხრეს თუ როგორ უნდა ჩამეცვა… მითხრეს თუ როგორ უნდა მეშოვნა ფული… ყველაფერი მითხრეს, გარდა ერთისა… როგორ გამეგო თუ რა არის ეს ცხოვრება საერთოდ… მე დავიკარგე… რისთვის უნდა დავბადებულიყავი ხელახლა? რომ გავიმეორე ეს ყველაფერი ისევ და ისევ? რისთვის უნდა დავბრუნდე სხვადასხვა პერსონაჟებად,  რომ  ვისწავლო ეს ცხოვრება ისევ და ისევ  ერთიდაიგივე ფილმივით?.. რომ ისევ მოვკვდე, მერე ისევ დავიბადო… მერე ისევ მოვკვდე – ისევ დავიბადო… რომ დავბრუნდე  და ისევ დავიძინო, ისევ დავიკარგო… რომ ისევ  დავკარგო გზა, რომელსაც ცხოვრება ქვია…

რამდენი ცოდნაა ირგვლივ, რამდენი ტექნიკაა რომ გავიხსენო ვინ ვარ? როგორ გავიგო თუ რისთვის ვარ აქ? ნათელია, რომ აქ მარტო  ჭამა და ძილისთვის  არა ვარ… ნათელია, რომ მე აქ ვარ რაღაც  დიდი მიზეზით, შეილება ეს იყოს ცხოვრება? სიცოცხლე – რომელიც შედგება ბევრი პატარა ნაწილისაგან,  პატარა სიხარულისაგან,  რომელთაც  ვიხსენებთ… რას ნიშნავს  ცხოვრება სინამდვილეში… მჭირდება რამე გამოცდილება,  მაინც და მაინც ხელი ან ფეხი უნდა დავკარგო რომ ცხოვრება დავაფასო? უნდა დავკარგო საყვარელი ხალხი, რათა მივხვდე ნამდვილად მიყვარდა ისინი თუ არა?  მართლა ყველაფერი უნდა დავკარგო?.. რომ ვიმხიარულო ცხოვრებით.. რომ გავიღიმო…

დავკარგე გზა… ბევრჯერ… ბევრჯერ…

მაგრამ ერთ დღეს გავიღვიძებ… მოვა დრო რომ გავაცნობიერებ თუ რატომ ვარ აქ…  მოვა დრო როცა შევხედავ ჩემს ახლობლებს და ვეტყვი: მადლობა! მადლობა რომ არსებობთ! მადლობა, რომ ყოველდღიურად მახსენებთ თუ რა არის სიყვარული! მადლობა, რომ მახსენებთ თუ რატომ ვარ აქ! მადლობა ყველას ამ სიმართლისთვის! ჩვენ ყველა ერთნი ვართ, გაერთიანებულები ვართ!

დავიკარგე… რათა გავაანალიზო, გავიგო… რომ მე სწორ გზაზე ვარ…  “

ასე “ფილოსოფიურად” გამოვიდა ესტას ტონი 2010 წელს მოსკოვში კონცერტზე  მრავალფეროვანი მუსიკის თანხლებით. მისი გარეგნობა აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას: მაღალი, გრძელი თმა და წვერი, მეტყველი თვალები… როცა პირველად ვნახე მისი ვიდეო, გავიფიქრე სადღაც ჩემთვის – როგორ გავს იესო ქრისტეს პერსონაჟსთქო ფილმებიდან. გიტარაში ჩაჩრილმა სურნელოვანმა ჩხირმა, რომელსაც კვამლი ასდიოდა მისი დაკვრის პარალელურად,  მაფიქრებინა რომ ეს ადამიანი სულ მცირე არაორდინალური შემსრულებელი მაინც იქნებოდა…

ჩემი ეჭვები გამართლდა! ტეკნიკურად ძლიერი შესრულება, რომელიც რამოდენიმე მუსიკალურ ჟანრს აერთიანებს, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მსმენელზე.. მოგზაური “ფსიქოპატი”, რომელიც უკრავს ქუჩაში, ფესტივალებზე,  ეკლესიებში და უამრავ ადგილას სადაც ის მოგზაურობს, ნაკლებად ცნობადია დღეს საზოგადოებისთვის.

წარმატებები მინდა ვუსურვო!!!

Copyright © Jazzmena’s Blog

e.t.

e.t.

***

“As a modern-day Troubadour Estas Tonne’ travels countless places and finds himself in several cultural references without identifying himself with a single nation or country, rather with the cultural richness of the world. His music is therefore a reflection of many approaches. A fusion of classical structure, technique of Flamenco, roots of Gypsy, characteristics of Latin and Electronic Soundscape – a variety of styles flowing into each other almost unnoticed and showing up as surprises in a harmonious structure of sound to which the guitar is producing its wavelength – reaching out differently in each performance, yet always uniquely formed in melody.

His music is getting shaped by emotional expression and a wide range of audible elements, coming not from various music genres only, but from the access to emotions itself. They weave the sparkle of joy into the music, the tension of challenges, the gentleness of openheartedness, the grace of divine connection and the fire element springing from human’s anger, from doubt or from the passion that life has to offer.

Two opposites are the fields from where the music is formed. It is the underlying structure of “I know“ and the additional uniqueness of improvisation with the starting point of “I don’t know“. This particular approach of creating music encompasses both, the foundation and freedom in the same time.

Estas Tonne’ performs at concerts, conferences, Street, Yoga, Art or other Festivals etc., yet he is involved in collaborations that range from different film projects, poetry, meditation to dance, circus or bubble art. In his recent involvement in the film project “Time of The Sixth Sun“ he is featuring the traveling musician and the Troubadour‘s co-creational meaningful impact in society and in the world.”

source: Facebook Page

E.T

E.T.

estas tonne

estas tonne

კატეგორიები:Music, Personal Tags:
  1. November 5, 2014 at 13:17

    მშვენიერი პოსტია და მეც ძალიან კმაყოფილი ვარ❤😀

    Like

    • November 5, 2014 at 13:17

      მთავარია დამკვეთი იყოს კმაყოფილი😀😉

      Like

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: