მთავარი > Personal > ”ცხოველების ფერმა” ქართულ პოლიტიკაში..

”ცხოველების ფერმა” ქართულ პოლიტიკაში..

Animal Farm

Animal Farm

არ მიყვარს პოლიტიკა..

ყოველთვის ვერიდები პოლიტიკაზე საუბარს.. თუ სხვა გზა არა მაქვს, მოსმენით ვკმაყოფილდები და ვცდილობ მოზომილი და ნეიტრალური პოზიცია დავიკავო თანამოსაუბრესთან..

გვინდა თუ არა, მაინც პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენს დღევანდელობას. მასზეა დამოკიდებული ქვეყნის კეთილდღეობა, ოჯახების ეკონომიკური სტაბილურობა და შესაბამისად ინდივიდების სულიერი თუ ხორციელი მდგომარეობა.

დღემდე ვადევნებ თვალ-ყურს პოლიტიკურ პროცესებს, მაგრამ არასდროს აქტიურად არ მიმიღია მონაწილეობა მასში, არ ვყოფილვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და ქომაგი!

ვხედავ ძალაუფლების მოყვარულ ინდივიდებს, რომლებიც პოლიტიკაში მოდიან არა ხალხზე ზრუნვისათვის, არამედ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად.. ვხედავ ბევრი ფულის მქონე ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკაში მოდიან, რათა უფრო მეტი ფული იშოვონ და გაიმყარონ თავიანთი კაპიტალი და გავლენა.. ვხედავ ამაზრზენ და ბინძურ განზრახვებს, რომლებიც მათ ამოძრავებთ და ამიტომ ვერიდები ამგვარ თემებზე საუბარს..

ერთი საინტერესო წიგნი წავიკითხე ეხლახანს და გამაკვირვა იმ მსგავსებებმა დღევანდელობასთან და ქართულ სინამდვილესთან, რაც ჯორჯ ორეულის ”ცხოველების ფერმაში” ამოვიკითხე. მართალია იგი დაწერილია საბჭოთა კავშირის ტოტალიტარიზმზე, მაგრამ თუ დავაკვირდებით დიდად არც ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური შეხედულებები არ შეცვლილია.

წიგნი ლაკონურად და ალეგორიული სატირით გადმოგვცემს, თუ როგორ ცვლის ძალაუფლება ნებისმიერ ”დემოკრატიული სულისკვეთებით გაჟღენთილ” ადამიანს და აქცევს მას დიქტატორად.

ცხოველები მოინდომებენ რომ გათავისუფლდენენ ადამიანთა ბატონობისაგან და მოიპოვონ ნანატრი თავისუფლება. მოაწყობენ აჯანყებას და დაეპატრონებიან ფერმას. მწერალს აჯანყების ორგანიზატორად ღორები ჰყავს გამოყვანილი, რომლებიც წიგნის მიხედვით ყველაზე ჭკვიანები არიან სხვა ცხოველებთან შდარებით. მართლაც, განდევნიან ფერმიდან მეპატრონეს, შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას და კედელზე მიაწერენ შვიდ მცნებას, რომელიც მათთვის კონსტიტუციის ტოლფასია:

“შვიდი მცნების მიხედვით:
1. ყველა, ვინც ორ ფეხზე დადის ცხოველის მტერია
2. ყველა ვისაც ოთხი ფეხი ან ფრთები აქვს ცხოველის მეგობარია
3. არც ერთმა ცხოველმა არ უნდა ატაროს ტანსაცმელი
4. არც ერთმა ცხოველმა არ უნდა დაიძნოს ლოგინში
5. არც ერთმა ცხოველმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი
6. არც ერთმა ცხოველმა არ უნდა მოკლას მეორე ცხოველი
7. ყველა ცხოველი თანასწორია.”

ცხოველების სათავეში ერთ-ერთი ღორი ჩადგება, სახელად – ნაპოლეონი. ორეულმა, როგორც ამბობენ, ეს პერსონაჟი სტალინთან გააიგივაო, მაგრამ მე უფრო ზოგადი სახე მგონია. ნებისმიერი წინამძღოლი ჯდება ნაპოლეონის პერსონაში, რომელიც ძალაუფლების მოხვეჭის მანიით არის დაავადებული. ერთხანს  ბედნიერად მცხოვრები ცხოველების მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვლება. ნაპოლეონი ცოტა ხანში არათუ არღვევს ცხოველების ”კონსტიტუციას”, არამედ მას თავისი ინტერესების მიხედვით ცვლის და ვინც ეწინააღმდეგება სიკვდილით სჯის. მას ძაღლები იცავენ, რომლის ბრძანებას უყოყმანოდ ასრულებენ. ჭკვიანი ნაპოლეონი სახლში მოკალათდება, მაგიდასთან საუზმობს და ლოგინშიც მშვენივრად იძინებს. სულ გადაავიწყდება რისთვის იბრძოდა თავდაპირველად. შეშინებული ცხოველები ხმის ამოღებასაც ვერ უბედავენ ძლევამოსილ წინამძღოლს. გაბატონებული ცხოველების ამბიციები იქამდე მივა, რომ ტანსაცმლის ტარებას და ორ ფეხზე სიარულასც კი ისწავლიან. მალე ჩვეულებრივი მშრომელი ცხოველები, რომლებიც ღორებს ემორჩილებიან მიხვდებიან რომ მსგავსი ბატონობის ქვეშ ადრეც იყვნენ ადამიანების ხელში და მეტიც, ბევრად უკეთ გრძნობენ თავს. ნაპოლეონი და მისი დამქაშები კი ჭამა-სმას არ იკლებენ და დიპლომატიურ ურთიერთობებსაც კი  ამყარებენ, როგორც მეზობელი ფერმის ცხოველებთან, ისე – ადამიანებთან.
“ახლა კი მიხვდნენ ცხოველები, რა ემართებოდათ ღორებს, რატომ ეცვლებოდათ სახეები. ფანჯარასთან გაყუჩებულები ხან ღორებს აკვირდებოდნენ, ხან – ადამიანებს და ვეღარ არკვევდნენ, ვინ ვინ იყო, რომელი იყო ღორი და რომელი – ადამიანი.”

მე ვფიქრობ, მსგავსი იმედგაცრუება სუფევს დღეს საქართველოში. მომრავლდა ორ ფეხზე მოსიარულე ნაპოლეონები, თუმცა მათ ნაკლებობას არც აქამდე ვუჩიოდით. რა ჰქნან უმუშევრად, ულუკმაპუროდ და უიმედოდ დარჩენილმა მოსახლეობამ, რომლებიც იმ ცხოველების მსგავსად მისჩერებიან მათ და ვერ გამორკვეულან ვინ – ვინ არის?!

რამდენი წელი სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ სიტუაცია შეიცვალოს?!.. მძიმე სენით ვართ დაავადებულნი, რომლის წამალი ალბათ მაინც დროა..

Animal Farm

Animal Farm

                                                                                                                                                                    Copyright © Jazzmena’s Blog

  1. June 20, 2014 at 13:17

    კარგი რამ წაგიკითხავს გიო შენ :)) თავის დროზე ნამგალზე და უროზე დაიწერა ეს წიგნი (ჩლიქი და რქა) თუმცა ჩვენს ყოფიერებას მუდამ ზედ “აკვდებოდა” და “აკვდება”…

    იგივე:

    Like

  2. June 20, 2014 at 13:17

    ra kargi klipi iyo, momewona😀 kreatiulii😀 shen es gaqvs niniko nanaxi?

    Like

    • June 22, 2014 at 13:17

      მწარე რეალობა😦 არ მქონდა ნანახი…

      თავისუფალი აზროვნება ბავშვობაშივე რომ იზღუდება, უკვე ზრდასრულს რაღა უნდა მოსთხოვო, ის მიჩვეულია უკვე ნასწავლი აზრების ფრქვევას.

      Like

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: