მთავარი > Poetry > –|პასუხი გალაკტიონს!..|–

–|პასუხი გალაკტიონს!..|–

Galaktioni

Galaktioni

***

“გენიოსო, შენ ამბობ რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება!
მე მაოცებს რად იგონებ ყველა ტრფობის მლანძღავ ზღაპარს,
რომ მუდმივი ტრფობის გლოვა აღარავის არ უნახავს,
რომ ივიწყებს ყველა ხსოვნას,ვისაც სატრფო მოუკვდება,
რომ სუყველას გლოვის შემდეგ სხვა ტრფიალი მოუნდება
რომ თითქოსდა აღარავის აღარ ჰქონდეს წრფელი სული,
რომ ერთ სატრფოს სამუდამოდ შემოავლოს სიყვარული!
რაღად გინდა ეგ ცინიზმი რომ მღერიხარ დიდო გონო
ან ვის გინდა ცოდვიანი სტრიქონები გააგონო?!
მილიონში რომ ერთია ვიცი ჩემი ლექსის ქება,
მაგრამ სწორედ იმ ერთშია ტრფიალების უკვდავება!
სკოლის მერხთან მუდამ ერთად იჯდა ლაღი გოგო-ბიჭი,
და უბოძა მათ უფალმა ერთმანეთის ტრფობის ნიჭი
უბოძა და გაიხარა ორმა ნორჩმა,წრფელმა გულმა
და ამაყად იწყო წინსვლა ამ უბადლო სიყვარულმა
ზეიმობდა და ხარობდა სილამაზით ორი გონი
ტრფობის ცაზე ნავარდობდა უკვდავების ფაეტონი
მაგრამ ბედმა ვარდის კოკრებს გადაფურჩქვნა არ აცალა
მოუვლინა მიწიერი უკვდავების გამოცანა,
სამუდამოდ შეაჩერა ვაჟის გულში სისხლი ცხელი
ქალიშვილს კი მიუსაჯა ურთულესი განსაცდელი
დაითუთქა მწუხარებით თოთხმეტი წლის გოგოს გული
მიაცილა სამარემდე უკოცნელი სიყვარული
დაიტირა შავი ძაძით მოუსველა გულზე მიწა
უწრფელესი ცრემლთა ღვარით შეაძრწუნა დედამიწა
ვაჟის დედას ეახლა და უთხრა თქვენი ვარო რძალი
და მიიღო დედამთილმა ქალიშვილი პატარძალი!
გენიოსო კიდევ იტყვი რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?!
და მის მერე სატრფოს საფლავს არ სცილდება გოგო_ქალი
მიწიერი მწუხარების ,მგლოვიარე დედოფალი
ზეციური სილამაზის სახეს ადებს ვაჟის გულზე
აღარც ფიქრობს ამ უზომო მწუხარების დასასრულზე
თმას გაიშლის დაემხობა საცოდავად ტირის,კვნესის
მის ცრემლების სიკამკამეს ვეღარ იტევს ჩემი ლექსი
განა მისთვის არ უნდოდათ მიერთმიათ ნორჩი ვარდი?!
და მწუხარედ ეჩურჩულათ შემიყვარდი, შემიყვარდი?!
მაგრამ როგორ კადრებ ტრფობას როცა გიდგას თვალწინ ქალი
ღვთისმშობელი მარიამის თვალებიდან მომზირალი!
ვაჟის დედაც დასტრიალებს უბადლო რძალს მუდამ თავზე
არავინ ჰყავს მისი ფასი გამოცდათა პლანეტაზე
მოხიბლულა მისი ქცევით დედის გული მგრძნობიარე
სიგიჟემდე უყვარს რძალი უკვდავების მოტრფიალე!
ამოწურა მიწიერი წლების რიცხვი დედა_ქალმა
ღირსეულად დაიტირა დედამთილი ქვრივმა რძალმა!
გენიოსო არ გეცვლება ხედვა შენი დიდი ნიჭის?!
ნუთუ არ გშურს სიმდიდრისა გარდაცვლილი ლაღი ბიჭის?!
და მის მერეც წლების რისხვას ქალიშვილი ებრძვის მარტო,
რაღათ უნდა ამ სრულყოფას სხვა სიტყვები მივუმატო
ვაჟის ხსოვნა,წმინდა გრძნობა ააცურა მაღლა ცაზე
ამაყად და ღირსეულად დააბიჯებს ქვეყანაზე
კვლავ ერთგული არის ხსოვნის კვლავ ერთგული არის ღვთისა
როგორ გინდა არ იწამო ამ განგების რჩეულისა!
მიილია მისი წლებიც მიწიერი გამოცდისა
წლეულს გახდა მშვენიერი ქალიშვილი სამოცისა!
შენკი ამბობ არ არსებობს უკვდავება დაგიკარგავს
ჩემულობდი მაგრამ ნუთუ არასოდეს არ გინახავს?!
ან გმირები მოღალატე,უერთგულო როცა ნახე
მაშინ ერთი ღირსეული ქართველი ვერ გამონახე
გამაგონე გენიოსო ამ ღალატით რის თქმა გსურდა
რომ თქვენს დროში ერთგულება აღარავის არ ძალუძდა
როგორ ამბობ სულ ერთგული რომ არავინ იყო უწინ,
და თუ იყო რატომ გახდი მისთვის ასე სიტყვაძუნწი”!
რატომ ცდილობ უკვდავ ტრფობას გაუჩინო შავი ბზარი
მილიონში იმ ერთისთვის ვერ გამოყავ ერთი ბწკარი?!
აღარ იყო?ვერ გიცვნია არ გცოდნია ტრფობის ფასი,
ნუთუ აღარ დაგიცლია უკვდავების თავად თასი
ნუთუ თავად არ ძალგიძდა ერთგულება მარად მწვანე,
ნუთუ მერის რომ ეტრფოდი სხვა ტრფიალზე გადაცვალე,
ნუთუ ის სხვა მოგიკვდა და ვერ შეძელი გლოვა მისი,
ნუთუ ისე გაბოროტდი რომ შეგძულდა გლოვა სხვისი,
ღირსეულს რომ ყვარებოდი არ ყოფილხართ თურმე ღირსი
მერისთანაც გახდებოდი მოტრფიალე ალბათ სხვისი
ვხედავ ვეღარ შეგიცვნია ჭეშმარიტი უფლის მრწამსი
რომ ღალატი მრავლობს მიტომ ერთგულებას ჰქონდეს ფასი
განკითხვამდე უსაზღვროა ცდუნებების რიგთა წყება
ერთგულების ღირსება კი არასოდეს იფარგლება
მაგრამ, ვხედავ გენიოსი ამ სიწმინდეს ვეღარ მისწვდა
და ვაი შენ რომ სიკვდილი სიცოცხლეშივ დაგავიწყდა!
დაგავიწყდა რადგან ასე მსჯელობს შენი დიდი გონი
გსურს უფრსკულში გადაჩეხო უკვდავების ფაეტონი
სხვა რად მინდა ჩემი გითხრა ერთგულების სიმფონია
რა სატრფო ვარ გარდაცვლილი სატრფო თუ ვერ მიგლოვია
დამიფაროს ღმერთმა მაგრამ თუ წამერთვა სატრფოს სული
მის საფლავზე მიჯაჭვული მეყოლება სიყვარული
მიჯაჭვული მეყოლება სანამ სუნთქვის მექნა ნება
ასე მესმის გენიოსო მიწიერი მე ცხოვრება
ვუერთგულებ სატრფოს საფლავს ვუერთგულებ უფლის ნებას
ვუერთგულებ ღირსებას და ტრფიალების უკვდავებას?!
ზარსა სცემენ იმ ქალს ვინაც დაამარცხა ბედი მწარე
მოწიწებით სულ უბრალო კუბოში შჭედს მესაფლავე
შჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე ეხლა კი არ იღიმება
სტირის ჩვენი მესაფლავე ასე უნდა ეგრეც ხდება
ეახლება ქალი ედემს თუ მიგიწვდა მასთან სული
უპასუხე გენიოსო რად ატკინე ოქროს გული
უპასუხე რად უარყავ არ გინდოდა მხელა რისი
უპასუხე რად არიყავ სიყვარულის თავად ღირსი
და უთხარი რომ შეიცან ჭეშმარიტი უფლის მრწამსი
რომ არსებობს რომ არსებობს ერთგულება ქვეყნად მსგავსი
რომ გრცხვენია რომ გრცხვენია მოიფიქრე კიდევ რამე
რომ აკლია “მესაფლავეს” სიყვარულის სიკამკამე
თავად ხედავ აღარა გაქვს ნება რაც თქვი კვლავ იგი თქვა
ვერასოდეს შეიწირავს წმინდა ტრფობას სამარის ქვა
მეკი გეტყვი განა გჯიბრობ და გიცხადებ ლექსით მტრობას
გედავები მარადიულ უერთგულეს გრძნობის გმობას
გიღიარებ გატოლება ლექსით შენთან არის ძნელი
მაგრამ, გკითხავ რად ირგუნე უკვდავების სავარძელი?!
წამოდექი სავარძლიდან ჩამომართვი ხელზე_ხელი
არ მელოდი გენიოსო? უკვდავება გეახელი!!!!”

/samwuxarod avtori  chemtvis ucnobia/

         ,,პასუხად უცნობს” ,,მომაკვდავო”
“მომაკვდავო შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
მომავალში მისი ჩრდილი რომ არავის ავიწყდება?
გამაოცა შენმა აზრმა ლექსში ტრფობით დაწერილმა,
რომ არავის ბედისწერა ქვეყანაზე არ ეღირსა,
რომ სულ ყველა გლოვობს იმას, ვინც დაკარგა სიცოცხლეში,
რომ სულ ყველა გლოვის ნაცვლად მიაბიჯებს სამოთხეში,
რომ სულ ყველას შეუძლია ტრფობის გლოვა სინანული
,,რომ ერთ სატრფოს სამუდამოდ შემოავლოს სიყვარული”
არა, არა მომაკვდავო ამაში ვერ შევთანხმდებით,
რაღად გინდა ეგ სიცრუე მოკვდავ კაცთა ცრემთა დენით,
რატომ გინდა იცრუო და ააცურო მაღლა ცაზე,
დაწერილი შენი ლექსი დააბიჯებს ქვეყანაზე.
ახალგაზრდა ქალი-ვაჟი ისხდნენ ერთურთს ეხვეოდნენ
უთბილესი ცრემლთა ღვარით ერთმანეთში ნავარდობდნენ,
არ ახსოვდათ არვის გლოვა, არ ახსოვდათ სინანული
და სჯეროდათ, რომ ამქვეყნად მუდამ იყო სიყვარული,
მაგრამ ბედმა მათ სიყვარულს აღზევება არ აცალა
და წაართვა სინანულმა სიყვარულის ტრფობის ძალა,
ვაჟის ხელებს გამოჰგლიჯა უნაზესი გოგო-ქალი
და მის გულში კი დამკვიდრდა სინანულის დედოფალი.
დასტრიალებს ვაჟი კუბოს, თავს ევლება თავის სატრფოს,
აღარ იცის რომ ამქვეყნად ვინ აძაგოს ან ვინ აქოს,
დატანჯულა მისი სული, დატანჯულა მისი გული
დააბჯებს სამოთხეში გარდაცვლილი გოგოს სული…
ბედისწერამ მიუსაჯა გულმოკლულ ვაჟს სინანული,
რასაც თვითონ ვერ აღწერდა ტავჯვის, გლოვის სიყვარული,
დაიტირა საცოდავმა მიაყარა გულზედ მიწა
და ცრემლების სიკამკამით გააბრწყინა დედამიწა.
ვიცი, ვიცი კიდევ იტყვი, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
მომავალში მისი ჩრდილი რომ არავის ავიწყდება.
მე კი გეტყვი, რომ იმ ვაჟმა მიატივა სატრფოს სული
და ახლა კი ულამაზეს ქალწულსა აქვს მისი გული,
უბედურმა დაივიწყა სატრფოს გლოვა გარდაცვლილის
და მის მკერდში გული ნორჩი აღარ კვნესის, აღარც ტირის,
დაანგრია სიყვარული ვით ნაშენი სახლი ტირის,
სამოთხეში გოგოს სული მოსთქვამს მოსთქვამს, ტირის, ტირის..
ვეღარ ხვდება ლაღი ბიჭი , თუ რა სცოდა ქვეყანაზე
და მის გულში კაეშანი მთლად შესცვალა სილამაზემ,
შეაძრწუნა დედამიწა, შეაძრწუნა ქვეყნად ხალხი,
ამ უიღბლო სიყვარულმა დაიხურა თავზედ თალხი.
კიდევ იტყვი მომაკვდავო, რომ ამქვეყნად ვინც კი კვდება,
მომავალში მისი ჩრდილი არავის არ ავიწყდება?
ახლა მითხარ დიდო გონო, რად უარყავ მესაფლავე
და ტაბიძის სილამაზე ქვეყანაზე ასე რად აძაგე?!
ნუთუ შენში რელობა არ ასახა მგოსნის ლექსმა,
რომ უარყავ მისი სიტყვა, ვინაც შექმნა დიდმა ღმერთმა,
რომ ნიშანი ფუფუნების შეურაცხჰყვე ქვეყანაზე,
დაწერილი შენი ლექსი დააბიჯებს ,,აი ასე”
დადის დადის დაიკავა ხალხის გულში რომ ადგილი,
გადაფარა მესაფლავე, ვითა მზემან კაკლის ჩრდილი,
რომ სულ ყველას მან აუწყა ქვეყანაზე მწარე ფიქრი
რომ თითქოსდა მესაფლავე კუბოსა სჭედს, და თან სტირის..
არა, არა მომაკვდავო ვეღარ მსჯელობს შენი გონი,
ახლა მივხვდი რომ ნამდვილად გადაბრუნდა ფაეტონი,
არვის შესწევს იმის ძალა, დაამარცხოს ბედი მწარე,
რომ მათ გულებს შემოავლოს ვით ნათელი მზე და მთვარე.
ციდან მოდის წვიმის წვეთი, ქალს თვალთაგან ცრემლი სცვივა
და მე ამის შემხედვარეს მკერდში გული მტკივა, მტკივა,
მოასველა დედამიწა, შეაძრწუნა არემარე
ჩემი ლექსით მას ვარგუნე უკვდავების მე სამარე.
დავამკვიდრე გულმოკლული სამუდამოდ სამოთხეში,
მისი გლოვა, სინანული გამოვსახე მე ჩემს ლექსში,
წმინდა გრძნობა, ტრფიალება ავაცურე მაღლა ცაზე,
სიამაყით დავაბიჯებ ამ უბედურ ქვეყანაზე.”

                                        /ლაშა მეტრეველი/

  1. January 13, 2015 at 13:17

    me gaxlavar meore leqsis avtori.. leqss saxelad qvia ,,pasuxad genioss,, ,,momakvdavo”

    Like

    • January 14, 2015 at 13:17

      dzalian kargi leqsia… leqsis saxeli romelia ufro damizuste: “pasuxad genioss” tu “momakvdavo” ?

      Like

      • January 24, 2015 at 13:17

        ლექსს სახელად თავდაპირველად ვუწოდე ,,პასუხად გენიოსს” ,,მომაკვდავო” თუმცა შემდეგ შევცვალე და ვუწოდე ,,პასუხად უცნობს” ,,მომაკვდავო”

        Like

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: