მთავარი > Music > ცნობილი ადამიანების გამონათქვამები 2

ცნობილი ადამიანების გამონათქვამები 2

Honoré de Balzac

“თუ იცი, რატომ გიყვარს, ესე იგი არ გიყვარს.”

“სიყვარული ერთადერთი გზაა,რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ.”

“გიყვარდეს ის, ვინც გირჩევს და არა ის, ვინც გაქებს.”

“ყოველი დიდი წარმატების უკან დანაშაული იმალება.”

“ხალხის მართვა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ის სულელია.”

“არავინ არ ხდება ქალის მეგობარი, თუ მას შანსი აქვს, მისი საყვარელი გახდეს.”

– ონორე დე ბალზაკი

 

 

 

 

————————————————–

Ludwig van Beethoven

“მუსიკა შუამავალია გონების სამყაროსა და გრძნობათა სამყაროს შორის.”

“მე რომ ერთის თვალის გადავლებით ყველა ჩემს ნაწარმოებს გადავხედავ, ზოგჯერ მეჩვენება, რომ რამდენიმე ნოტის მეტი არაფერი დამიწერია.”

“მე ყველაზე უფრო კომპოზიცია მაინტერესებს, ვიდრე შემსრულებლობა. უკეთესად თუ უარესად დაკვრა ყველას შეუძლია, მუსიკის შეთხზვა კი მამაკაცის ღირსების საქმეა.”

“ჭეშმარიტი ხელოვანი, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარს ხელოვნება, არასოდეს არ არის კმაყოფილი თავისი თავით და დღენიადაგ წინსვილისკენ ისწრაფვის.”

“გენიოსობა ოდნავ მაღლა დგას შრომისმოყვარეობაზე.”

 ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი

 

——————————————-

Johann Wolfgang von Goethe

“თუნდაც აუსრულებელი მაღალი მიზნები უფრო ძვირფასია, ვიდრე აღსრულებული მდაბალი მიზნები.”

“ყოველდღე უნდა მოისმინო თუნდაც ერთი სიმღერა, შეხედო კარგ სურათს, წაიკითხო ერთი ბრნული აზრი მაინც.”

“ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს.”

“მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი.”

“ცისარტყელა ცაზე 15 წუთის განმავლობაში რომ ჩანდეს, არავინ მიაქცევდა მას ყურადღებას.”

– იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე

 

 

———————————————

Audrey Hepburn

“როდესაც ბერდები აღმოაჩენ რომ შენ გაქვს ორი ხელი, ერთი იმისთვის რომ შენს თავს დაეხმარო, მეორე კი იმისთვის, რომ სხვებს დაეხმარო.”

“თუ გინდათ გქონდეთ ლამაზი თვალები ეძებეთ მხოლოდ კარგი სხვებში; თუ გინდათ გქონდეთ ლამაზი ტუჩები – ილაპარაკეთ მხოლოდ სიკეთე; და თუ  წონასწორობა გინდათ შეინარჩუნოთ – იარეთ ისე თითქოს არასდროს არ ხართ მარტო.”

მე ჩემს თავს არასდროს ვუყურებდი ისე როგორც ხატს. ის რაც არის ხალხის გონებაში არ არის ჩემს გონებაში. მე მხოლოდ იმას ვაკეთებ რაც ჩემს გონებაშია.

შესაძლებლობები ხშირად არ მოდიან. ამიტომ როცა ისინი მოდიან, შეეცადე ისინი დაიჭირო.

როდესაც არავის ჭირდები, ვფიქრობ რომ ამ დროს სიცოცხლე დამთავრებულია.”

ოდრი ჰეპბერნი

 

——————————————————

Woody Allen

“ტვინი ჩემი მეორე ყველაზე საყვარელი ორგანოა.”🙂

“არაფერი თქვა მასტურბაციის საწინააღმდეგოდ — ბოლოს და ბოლოს, ეს არის სექსი ადამიანთან, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს.”🙂

“სექსი კაცსა და ქალს შორის შეიძლება იყოს შესანიშნავი, რაღა თქმა უნდა მხოლოდ იმ შემთხვევში, თუკი სწორად შეარჩევთ საჭირო კაცსა და ქალს.”

“ლომს და კრავს ერთად შეუძლიათ დაწვნენ დასაძინებლად, მაგრამ საეჭვოა, რომ კრავმა კარგად გამოიძინოს.”🙂

ვუდი ალენი

  1. May 23, 2012 at 13:17

    თუ იცი რატომ გიყვარს ესეიგი არ გიყვარსო (?!) ჩემი ქიმიის მასწავლებელი გამახსენდა, რომელიც მიმტკიცებდა რომ სიყვარული ქიმია იყო მარტო :დ და რაღაცეების ცვლა ორგანიზმში :დ

    კი, როდესაც ადამიანებს უყვართ ერთმანეთი რაღაც მომენტში ვერასდროს ვერ ხსნიან რატომ, მაგრამ თუ ნამდვილი სიყვარულია ჩემი აზრით ამას მიზეზი აქვს და მიზეზიც ნაპოვნი აქვთ ადამიანებს. მე მიყვარს ერთი ბიჭი მაგალითად სიგიჟემდე მეგობრულად და უცებ რომ მკითხონ რატომო ვერ ვუპასუხებ, მაგრამ სინამდვილეში ვიცი რომ მისი აზროვნების, ხასიათის გამო მიყვარს.

    ხოლო თუ საერთოდ არ აქვთ ნაფიქრი მიზეზებზე და საერთოდ აზრზე არ არიან რატომ უყვართ, მაშინ ჩემი აზრით ეს გატაცებაა. აი აქ უკვე მართლა ქიმია არის შუაში :დ იმიტომ რომ უყვარდებათ ვთქვათ ადამიანის სუნი, ან გამოხედვა ან დგომა ან მანერები და მოკლედ ეს გატაცებაა )) სიყვარულს კი მიზეზი აქვს ასე რომ არ ვეთანხები ბალზაკს )

    Like

  2. May 23, 2012 at 13:17

    ისე კოხტად და ლამაზად ჩამოაყალიბე, თვით ბალზაკიც უკან წაიღებდა თავის სიტყვებს🙂😉

    Like

  3. May 23, 2012 at 13:17

    ჰმ :დ
    გიორგი ♥

    Like

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: