მთავარი > Interesting > ცნობილი ადამიანების გამონათქვამები

ცნობილი ადამიანების გამონათქვამები

Rodin – The Thinker


“დიპლომატი ადამიანია, რომელიც ორჯერ დაფიქრდება, სანამ არაფერს არ იტყვის.”

“დემოკრატია ყველაზე საშინელი ფორმაა მმართველობის, მაგრამ უკეთესი არ არსებობს.”

“კომუნისტი ნიანგს ჰგავს: როცა იგი პირს აღებს, ვერ გაარკვევ, გაღიმებას ცდილობს თუ შენს გადასანსლად ემზადება.”

“როცა არწივნი სდუმან, თუთიყუშები იწყებენ ყბედობას.”

“პოლიტიკოსს სჭირდება უნარი, იწინასწარმეტყველოს, თუ რა შეიძლება მოხდეს ხვალ, შემდეგ კვირას, შემდეგ თვეს, ან, შემდეგ წელს და კიდევ ერთი უნარი, მომავალში იმის ასახსნელად, თუ რატომ არ მოხდა ეს ყოველივე.”

“ვფიქრობ ისტორია ლმობიერი იქნება ჩემს მიმართ, რადგან თავად ვაპირებ დავწერო იგი.”

– უინსტონ ჩერჩილი

———————————————-

Charlie Chaplin

“ვერასდროს იპოვი ცისარტყელას, თუკი მუდამ მიწას დაჰყურებ.”

“ცოდნამ ჩვენ ცინიკოსებად გვაქცია, ჭკუამ- გულქვა და ბოროტ არსებებად. ვფიქრობთ ზედმეტად ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება. საჭიროა ვიყოთ კეთილები და მიმტევებლები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოზე ძალადობა გაბატონდება და ყველანი დავიღუპებით.”

“ცხოვრება ახლო ხედიდან- ტრაგედიაა, ხოლო შორი ხედიდან- კომედია.”

“ჭეშმარიტმა მსახიობმა გრიმის, მისაწებებელი ცხვირისა და ნიღბის გარეშეც უნდა შეძლოს ხალხის გაცინება.”

“მე ტაშს მიკრავენ იმიტომ, რომ ყველას ესმის ჩემი: თქვენ კი იმიტომ გიკრავენ ტაშს, რომ არავის ესმის თქვენი.” (ნათქვამია ალბერტ აინშტაინის მისამართით).

“მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ სულ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი,ეცადე შენც…!”

ჩარლზ ჩაპლინი

—————————————————-

George Bernard Shaw

“ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი უსწავლია.”

“სანამ სურვილი მაქვს, მაქვს მიზეზი სიცოცხლისთვის… კმაყოფილება სიკვდილია…”

“დაკარგული რეპუტაცია დამსხვრეულ ბროლის ჭურჭელს ემსგავსება: ნამუსრევის დაწებება შეიძლება,მაგრამ დაზიანებული ადგილები გამოჩნდება.”

“პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება; ოპტიმისტი კი იცინის,რათა ზოგი რამ დაივიწყოს.”

“სიგარეტი – ეს არის ძაფი, რომლის ერთ ბოლოზე ცეცხლია, მეორეზე კი სულელი.”

“რომელ ნახატს გადავარჩენდი ნაციონალურ გალერეაში, თუკი იქ ხანძარი გაჩნდებოდა? რაღა თქმა უნდა იმას, რომელიც კართან ყველაზე ახლოს ეკიდებოდა.”

“რატომ უნდა გავითვალისწინოთ რომის პაპის რჩევები სექსის შესახებ? ის ხომ წესით ამაში საერთოდ ვერ უნდა ერკვეოდეს?!”

“ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება ერთმანეთს  შეყვარებულმა ადამიანებმა გაუკეთონ, ქორწინებაა.”

“როცა მსურს ვიხუმრო, ვამბობ სიმართლეს – ეს ყველაზე სასაცილო ხუმრობაა მთელს მსოფლიოში.”

                                   – ჯორჯ ბერნარდ შოუ

————————————————–

Arthur Schopenhauer

“ყოველი ბავშვი მცირეოდენად მაინც გენიოსია,ყოველი გენიოსი მცირეოდენად მაინც ბავშვია.”

“ყველა ჭეშმარიტება გადის სამ საფეხურს. თავდაპირველად, მას დასცინიან, შემდეგ მას უხეშად თელავენ და ბოლოს მას აღიარებენ, როგორც უდაო ჭეშმარიტებას.”

“ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენი პიროვნების სამ-მეოთხედზე, რათა დავემსგავსოთ სხვებს.”

“ყოველი დღე- პატარა ცხოვრებაა, ყოველი გამოფხიზლება- პატარა დაბადება, ყოველი დილა- პატარა სიჭაბუკეა და ყოველი ძილი- პატარა სიკვდილი.”

“მარტოსულობა გამორჩეულ გონებათა არჩევანია.”

“იმისთვის, რომ შევიცვალოთ უკეთესობისაკენ, აუცილებლად დაგვჭირდება სარკე.”

არტურ შოპენჰაუერი

————————————————-

Coco Chanel

“20 წლამდე ქალს აქვს სახე, რომელიც ბუნებამ უბოძა; ხოლო 50 წლამდე კი სახე, რომელსაც იმსახურებს.”

“ქალი მაშინაა ყველაზე ახლოს სიშიშვლესთან, როცა ის უზადოდაა ჩაცმული.”

“მას შემდეგ, რაც თავს შეიმკობთ აქსესუარებით, ყოველთვის მოიხსენით ის, რაც ბოლო გაიკეთეთ.”

“იმისათვის, რომ იყო ელეგანტური, სულაც არაა აუცილებელი, ახალი კაბა გეცვას.”

“თუ მამაკაცი ცუდად საუბრობს ყველა ქალზე, ეს ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ერთმა ქალბატონმა ატკინა გული.”

“ტყუილად ნუ გაფლანგავთ დროს კედელზე კაკუნით, იმ იმედით, რომ კედელი კარად გადაიქცევა.”

“იმისათვის, რომ იყო შეუცვლელი, იყავი ყოველთვის განსხვავებული.”

კოკო შანელი

—————————————————-

Andy Warhol

“ადამიანებს უნდა უყვარდებოდეთ თვალდახუჭულებს. უბრალოდ დახუჭეთ თვალები…. ასეთი სიყვარული ხომ უბრალო სასწაულზე მეტია!”

“მეშინია იმისა, რომ თუ ზედმეტად დიდხანს ვუცქერ რაიმე საგანს, ის ჩემს თვალში გაუბრალოვდება და ყოველგვარ მნიშვნელობას დაკარგავს.”

“როცა უკვე აღარ გაინტერესებს ის, რაც ცოტა ხნის წინ სიგიჟემდე გინდოდა შენი ყოფილიყო, ის მაშინვე თავისსთავად გივარდება ხელში. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ეს აბსოლიტური აქსიომაა.”

“როცა მე ვიყურები სარკეში, დანამდვილებით ვიცი, რომ საკუთარ თავს არ ვხედავ ისე, როგორც სხვები მიყურებენ, იმიტომ, რომ ისეთად აღვიქვამ თავს, როგორიც მინდა, რომ სხვებმა დამინახონ.”

“წარმოდგენაც კი არ მაქვს, სად მთავრდება ხელოვნება და იწყება რეალობა.”

ენდი უორჰოლი

  1. April 7, 2012 at 13:17

    “მას შემდეგ, რაც თავს შეიმკობთ აქსესუარებით, ყოველთვის მოიხსენით ის, რაც ბოლო გაიკეთეთ.” ამ პრინციპით ხშირად ვსარგებლობ :დ

    ძალიან კარგი იყო, მე მაქვს დღიური ფრაზებისთვის და იქაც ამოვიწერ რამოდენიმეს..

    “წარმოდგენაც კი არ მაქვს, სად მთავრდება ხელოვნება და იწყება რეალობა.” ♥ ♥ ♥

    Like

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: