მთავარი > Interesting > ბენჯამინ ფრანკლინის 13 სათნოება

ბენჯამინ ფრანკლინის 13 სათნოება

Benjamin Franklin (1706–1790)


ბენჯამინ ფრანკლინი (დ. 17 იანვარი, 1706, ბოსტონი — გ. 17 აპრილი, 1790, ფილადელფია) — აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი დამფუძნებელთაგანი, ადრეული პოლიტიკური ფიგურა და სახელმწიფო მოღვაწე; მეცნიერი, გამომცემელი; ამერიკის რევოლუციის სულისჩამდგმელი.

ერის მამად წოდებული, ფრანკლინი ცნობილი იყო განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით, წერის ნიჭითა და ინტერესთა ფართო სპექტრით. აქტიურმა საზოგადო მოღვაწემ და დიპლომატმა, მან ნიადაგი მოამზადა ამერიკის რევოლუციისთვის.

ბენჯამინ ფრანკლინი — ერთ-ერთია აშშ ფუძემდებლებიდან, რომელმაც ხელი მოაწერა სამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ დოკუმენტს და ამ გზით საფუძველი ჩაუყარა ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ეს დოკუმენტებია:

  1. აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაცია;
  2. აშშ-ის კონსტიტუცია;
  3. 1783 წელს ვერსალის სამშვიდობო ხელშეკრულება (მეორე პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულება), რომელმაც ფორმალურად დაასრულა ბრძოლა ამერიკის 13 კოლონიის დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობისათვის.

დაიბადა ბოსტონში. მიიღო დამოუკიდებელი განათლება. 1727 წელს დააფუძნა ფილადელფიის ტიპოგრაფია. (1729-1748) გამოსცემდა ”პენსილვანიის გაზეთს”. 1731 წ. დააფუძნა აშშ-ში პირველი საჯარო ბიბლიოთეკა, 1743 წ. – ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოება, 1751 წ. – პენსილვანიის უნივერსიტეტი, 1737-1753 წლებში – პენსილვანიის პოჩტმაისტერი (ფოსტის უფროსი), 1753-1754 ჩრდილო ამერიკული კოლონოიების პოჩტმაისტერი.

წყარო: ბენჯამინ ფრანკლინი

Franklin on the Series 1996 hundred dollar bill

ფრანკლინმა ჩამოაყალიბა 13 სათნოება, რომელიც მისი აზრით, ადამიანებისათვის აუცილებლად მისაღები ნორმებია:

1. თავშეკავება  – არ ჭამო მოყირჭლებამე, არ დალიო დათრობამდე.

2. დუმილი – ილაპარაკე მხოლოდ ის, რაც სასარგებლო იქნება შენთვის ან სხვისთვის, თავი აარიდე ლაქლაქს.

3. წესრიგი – ყველა ნივთს მიუჩინე თავისი ადგილი, ყოველი საქმისთვის თავისი დრო გქონდეს.

4. გაბედულება – გადაწყვიტე შეასრულო ის, რაც გასაკეთებელია. განუხრელად შეასრულე ის, რაც გადაწყვეტილია.

5. მომჭირნეობა – ფული დახარჯე მხოლოდ იმაზე, რასაც შენთვის ან სხვისთვის სიკეთე მოაქვს, არაფერი გაფლანგო.

6. სიბეჯითე – არ დაკარგო დრო ტყუილუბრალოდ, ყოველთვის რაიმე სასარგებლო საქმით იყავი დაკავებული, უარი თქვი უსარგებლო მოქმედებაზე.

7. გულწრფელობა – არ იცრუო ბოროტად, გქონდეს წმინდა და სამართლიანი აზრები, საუბრის დროს მისდიე ამ წესს.

8. სამართლიანობა – არავის მიაყენო ზიანი, არ ჩაიდინო უსამართლობა და არ გამოგრჩეის ის კეთილი საქმეები, რომლებიც შენს მოვალეობაში შედის.

9. ზომიერება – მოერიდე უკიდურესობას, შეძლებისდაგვარად შეეცადე იყო მიმტევებელი.

10. სისუფთავე – არ დაუშვა სხეულის, ჩაცმულობის და ადგილსამყოფლის უსუფთაობა.

11. სიდინჯე –  არ აგაღელვოს წვრილმანმა, ჩვეულებრივმა და გარდამავალმა ამბებმა.

12. უმწიკვლობა – იყავი ზნეობრივად წმინდა.

13. თავმდაბლობა – მიბაძე ქრისტეს და სოკრატეს.

Signature

  1. April 3, 2012 at 13:17

    კარგი პოსტია:) განსაკუთრებით ფრანკლინისეული 13 სათნოება მომეწონა

    Like

    • April 4, 2012 at 13:17

      ძალიან კარგი თუ მოგეწონა:) იდეას გთავაზობ, რომელიც მე ვერ განვახორციელე ჩემი სიზარმაცის გამო… ჩამოაყალიბე შენი 13 სათნოება, შენეული ვერსია შესთავაზე შენს მკითხველს😉

      Like

      • April 4, 2012 at 13:17

        მშვენიერი იდეააა:):)მადლობა

        Like

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: