მთავარი > Personal > მე, ურწმუნო…

მე, ურწმუნო…

ადამიანთა სამი გვარი არსებობს: ერთნი ემსახურებიან ღმერთს, იმიტომ რომ უკვე იპოვეს; მეორენი ეძებენ ღმერთს, იმიტომ რომ არ უპოვიათ; მესამენი – არც ეძებენ და არც უპოვიათ. პირველნი ბედნიერნი არიან და კეთილგონიერნი; მეორენი – უბედურნი და კეთილგონიერნი; მესამენი – უბედურნი და უკეთურნი.”

-პასკალი-

რაც უფრო ვუღრმავდები რელიგიას, მით უფრო არარელიგიური ვხდები… რაც უფრო ვცდილობ ვირწმუნო,  უფრო ურწმუნო ვხდები… რაც უფრო ვუკვირდები ცხოვრებას, მით უფრო მატულობს ჩემში ათეიზმი… მშურს ღრმადმორწმუნეების და მეცოდებიან ცრუ-მორწმუნენი… არ მესმის ეკლესიის ”დოგმა-კანონების” და იმ ადამიანების ვინც გაუცნობიერებლად, თავდახრილად ასრულებს მათ… არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ეკლესიის ან ჯვრის დანახვისას ფორმალურად იწერენ პირჯვარს, მხოლოდ იმიტომ რომ ეკლესია ან ჯვარი დაინახეს… სასაცილოა ადამიანი,  როდესაც მარხვას დიეტაში  ურევს: არ ჭამს, არ სვამს და თან არც ლოცულობს… სასაცილოა, როცა ვითომ-მორწმუნე სხვის რელიგიას, აღმსარებლობას შეურაცყოფას აყენებს, აბუჩად იგდებს და ეს ნორმალურად მიაჩნია… მეცინება, როცა მღვდელს ისე უყურებენ თითქოს არაამქვეყნიურს და მისი სიტყვა წყალგაუვალი, აუცილებლად შესასრულებელი, ჭეშმარიტება ჰგონიათ… მიუღებელია ჩემთვის ფანატიკური დამოკიდებულება ნებისმიერი საკითხისადმი. მიუღებელია ჩემთვის ნებისმიერი საგნის თუ ცოცხალი არსების გაფეტიშება, გაკერპება, გაღმერთება…

არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყნისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ”.   – უფლის მეორე მცნება –

გაუგებარია ჩემთვის, რატომ უნდა დადიოდე ყოველ კვირას ეკლესიაში და თან თავს იკატუნებდე ვითომ მორწმუნე ხარ… მაკვირვებს და მანცვიფრებს საეკლესიო პირები, რომლებიც გაიძახიან: დაეხმარეთ უქონელებს, მათხოვრებს, გაეცით მოწყალება და ა.შ. თვითონ კი ამ დროს ტიტანის ნოკიით და ML_ის ჯიპებით დადიან… თან კისერზე იმხელა ოქროს ჯვრები კიდიათ, რომ სქოლიოზი უვითარდებათ… მანცვიფრებს მრევლი, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან პატრიარქის სურათის ”დაშეარება-გაზიარებაში”…   მაკვირვებს მორწმუნე ხალხის აგრესია ”ვითომ-თავისუფლად” მოაზროვნე ადამიანების მიმართ. სასაცილოა როდესაც ადამიანი პირადობის მოწმობას მხოლოდ იმიტომ არ ცვლის, რომ სასულიერო პირმა უთხრა: მასში ეშმაკის ციფრია და თუ აიღებ შენც სატანის ქვეშევრდომი გახდებიო (დაჩიპვით აშინებენ).

როცა ადამიანი ლოცულობს ერთი დღე და შემდეგ 6 დღე ცოდვას ჩადის, დიდი სული მრისხანებს, ხოლო ბოროტი სული – იცინის”

ჩვენ არ გვინდა ეკლესიები, იმიტომ რომ ისინი გვასწავლიან ვიკამათოთ ღმერთზე” -ინდიელი ბელადები –

არსებობს რაღაცები, რაც ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია… შეუცნობელია… დაფარულია… რთულია გწამდეს ის, რასაც ვერ წვდები… ვერ ხვდები… ვერ ხედავ… არ გესმის…  რთულია დაუჯერო ადამიანს, როდესაც იცი რომ შეუძლებელია მან იცოდეს…

ზოგი საგანია ისეთი თუ არ დაინახე ვერ ირწმუნებ და ზოგი კი იმისთანაა, თუ არ ირწმუნე ვერ დაინახავ…”   – ილია ჭავჭავაძე –

Copyright © Jazzmena’s Blog

  1. maia
    March 18, 2012 at 13:17

    iare eklesiashi da geshveleba, roca uflis madli shemova shenshi bevr kitxvaze ipovi pasuxs

    Like

  2. March 19, 2012 at 13:17

    ის რომ რელიგია ფანატიზმად არ უნდა იქცეს ახალი ამბავი არ არის.. შენ ჩამოთვლილი გაქვს ის პრობლემები რაც დღეს ასე შესამჩნევია ქართულ საზოგადოებაში, იგივე ფორმალურად პირჯვრის გადაწერა, მარხვის გაუაზრებლად დაცვა და ა.შ. ასეთი ადამიანი მართლაც ბევრია, თუმცა ნამდვილად მორწმუნენიც არიან და სწორედ მსგავს ადამიანებთან გაქვს ალბათ ნაკლები ურთიერთობა და შეხება. მე მაგალითად არასდროს მებადება რაღაც კითხვები, რომლებიც ეჭვს გამიჩენს რაიმეს რელიგიის მიმართ. არ მებადება რადგან ჩემში ზის ის, რომ უნდა მწამდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ არც ასე ჩაღრმავება შეიძლება რელიგიასთან ,რადგან რომელი მეცნიერიც მას ჩაუღრმავდა ბოლოს ყველა გაგიჟდა😉 და ყველა იმ დასკვნამდე მივიდა, რო მყველაფერი ღმერთის შექმნილია.

    კვირას ტაძარში სიარულს რაც შეეხება. არ ვიცი ვინ დადის მოჩვენებითად და ვინ მართლა გულით, მაგრამ ფაქტია რომ არ იცი რატომ არის აუცილებელი კვირაობით სიარული იქ და ახლანდელი კანონი გგონია. – არა! კვირაობით სიარული ნიშნავს 1 დღის შეწირვას უფლისთვის… ნამდვილი ქრისტიანი ყოველთვის უნდა ცდილობდეს კვირაობით ეკლესიაში სიარულს.. და დროის დათმობას ღვთისათვის.

    მღვდლებს რაც ეხება.. მათ ჯიპებსა და მობილურებს.. ეს მართლაც აქტუალური თემაა ცალკე პოსტის დაწერაც მინდოდა, და ფაქტიურად ამ კომენტარით პოსტი დავწერე ;დ იცით რა.. რომ გაიძახით აი ამ მანქანით დადიოდა და ისაო და ესაო… როგორ სისულელეს ამბობთ ვერც კი ხვდებით. მოიცა აბა რა გინდათ, რომ ადრე როგორც იყო ისე იარონ? ვირებით? ცხენებით? მაშინ მოგეწონებათ და იტყვით რომ იცი აი ის მართლაც უფლის მსახურია… კარგით რა.. დღევანდელმა ყოფამ მოიტანა ყველაფერი.. გამარტივეა.. ერთმანეთთან დაკავშირებისთვის მერე რა რომ მობილურები აქვთ.. ძალიან კარგიც თუ აქვთ ის მრევლმა შეწირა მინდა გითხრა … მერე რა რომ მანქანებით დადიან… რატომ იბრმავებთ ასე თავს.. რატომ …

    თუმცა მღვდლის გაიდეალება და გაკერპებაც სისულელეა, რადგან ისიც ჩვეულებრივი მოკვდავია. რა თქმა უნდა.

    ასე ფიქრი კი… და ასეთი პრობლემები, მოჩვენებითად მორწმუენ ადამიანები და ა.შ. არსებულმა ყოფამ მოიტანა.. ყველაფერი აი ყველაფერი ტელევიზია, პრესა.. გადაცემები დასვენების და დროის გატარების მოწოდებაა! ერთი ეკლესია რჩება მარტო ისეთი რომელიც ცოტა მოაბრუნებს ადამიანს და იქაც ასეთი ძალით მორწმუნეები დადიან ხშირად.. მაგრამ გარემოსაც მნიშვნელობ ააქვს და მე ბედნიერი ვარ, რომ არ მებადება ეგეთი კიტხვები რომლებცი ეჭვს გამიჩენენ რამეში ამ თემასთან დაკავშირებით და ბედნიერი ვარ რომ ეკლესიაში ან იგივე მონასტერში ყოფნით ვმშვიდდები და არ ვცდილობ რაღაცეებში ჩავეძიო რელიგიას, ღმერთს..

    უფალს აქვს ნათქვამი რომ ნეტარ იქნებიან ისინი, ვინც ვერ მხედავენ და მაინც მირწმუნებენო… ჰოდა როცა დრო მოვა.. მართლა დააფასებს უფალი მათ …
    😉

    Like

  3. March 20, 2012 at 13:17

    სალომე მე არ ვამბობ მამაოებს ტელეფონი არ უნდა ჰქონდეთ და მანქანებით არ უნდა დადიოდნენ-მეთქი… მე ხაზი გავუსვი იმას რომ ფუფუნებაში არ უნდა ცხოვრობდნენ, სხვებს მაგალითს უნდა აძლევდნენ, ის შეწირული ბოლო მოდელის ჯიპი თუ ტელეფონი გაყიდონ, ჩვეულებრივი ტელეფონი და საშუალო დონის მანქანა იკადრონ და მორჩენილი ფულით რასაც ქადაგებენ ის კეთილი საქმეები აკეთონ აჯობებს… ამაზე მაქვს აქცენტი…
    ნაწილობრივ სხვა ყველაფერში გეთანხმები…

    Like

  4. March 20, 2012 at 13:17

    ძალიან ცუდი თუ ნაწილობრივ მეთანხმები.. ვერ ვიტან ასე რომ ფიქრობენ და დღეს 10 თინეიჯერიდან 9 ამას ამბობს და მობილურებზე და მანქანებზე იწყებს ლაპარაკს😉 ძალიან ახლოს ვიცნობ მათ ცხოვრებას და რასაც აკეთებენ იმასაც სხვებზე გაცილებით კარგად ვხედავ შეხება მაქვს და მაგიტომ და რაც ზედაპირულად იცი.. იმაზე ასე არ უნდა იმსჯელო …

    Like

  5. March 20, 2012 at 13:17

    მათ ცხოვრებაში – მღვდლები, ბერები, მონაზვნები ვიგულისხმე ))

    Like

    • Hemi
      March 20, 2012 at 13:17

      სალომემ მე კარგად ვიცნობ მათ ცხოვრებასო და ბევრ რამეში არ დაეთანხმა ამ კაცს და ერთ კითხვას გასცეს პასუხი რასაც ახლა მე დავსვავ და ყველაფერი გაიშიფრება ამით.

      რას ნიშნავს დაყუდებული ბერი.

      Like

      • March 21, 2012 at 13:17

        იმედია მართლა ყველაფერს “გაშიფრავ” მაგით, თორემ კითხვა პასუხის რეჟიმში კომენტარების წერას არ ვაპირებ იმის გამო რომ ვიღაცამ გადაამოწმოს რამდენად შეხება მაქვს ზემოთ ნახსენებთან :დ

        დაყუდებული ბერი არის განდეგილი ბერი : ) უფრო მარტივად კი ბერი, რომელიც განცალკევებულად ცხოვრობს და სხვა მონასტრის წევრებთან ერთად არ არის : )

        Like

    • March 20, 2012 at 13:17

      სალო თინეიჯერობის ასაკიდან მე დიდი ხანია გამოვედი, თუ არ მეთანხმები და არ იზიარებ ჩემს აზრს, ჭაღარას მაინც ეცი პატივი🙂😉 ეს ხუმრობით, ისე სერიოზულად მინდა გითხრა, რომ არასდროს ზედაპირულად არ ვამბობ არაფერს, ჩემზე მეტი შეხება სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ღმერთმა ნუ მოგცეს, თორე შენი თქმის არ იყოს, შენც გაგიჟდები🙂😉 უფრო სერიოზულად რომ გითხრა, ვერ მივიღებ შენს შენიშვნებს ზედაპირულობასთან და მათთან შეხებასთან დაკავშირებით!😉 სხვამხრივ მომწონს შენი მსჯელობა…😉

      Like

  6. March 21, 2012 at 13:17

    გიორგი .. “ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი მასში სიმართლე რომ არ იმალებაო” და.. სად დაინახე უპატივცემულობა ან რაიმეს “ისე” თქმა.. უბრალოდ შენი ნათქვამიდან გამომდინარე მივიჩნიე, რომ ზედაპირული იყო ეგ ნათქვამი, ზოგადად როგორ ლაპარაკობ კი ეგ მე არ ვიცი : )

    და რატომ ღმერთმა ნუ მომცეს? მე შეხება მაქვს მეთქი თორემ ის კი არ მითქვამს ვეძიები და ათასგვარი კითხვები მიჩნდება… მეთქი … გარედან უბრალოდ ყველაფერი სხვანაირად ჩანს და ყველაფერს სხვანაირ ახსნას უძებნით. გიცდია ოდესმე ამ თემაზე მოძღვართან ლაპარაკი? იმედია ოდესმე ცდი და ის გაგცემს პასუხს ამ კითხვებზე ; ) მე სხვებთან შედარებით ხშირად მიწევს მონასტერში ყოფნაც… ამა თუ იმ მიზეზის გამო (თუ ძალიან დაგაინტერესებს მიზეზები გეტყვი) და ამიტომ ვამბობ, რომ ვიცი მათ როგორი ცხოვრება აქვთ… და სინამდვილეში როგორ არიან და ყველაფერი ისე არაა როგორც ჩანს.

    Like

  7. March 21, 2012 at 13:17

    სალომე.. ”კარგის მთქმელს კარგი გამგონე უნდაო”… მე ყველას ერთ ქვაბში არ ვხარშავ და ყველა სასულიერო პირზე არ მაქვს საუბარი… საბედნიეროდ არიან გამონაკლისებიც, რომლებთანაც როგორც ჩანს შენ გაქვს ხშირი შეხება და მესმის რატომაც იცავ მათ ავტორიტეტს კბილებით… მიხარია, რომ ღრმად ხარ დარწმუნებული ყველაფერში რასაც ამბობ!!!😉😉 მე კიდე ჩემი აზრი გითხარით, ხომ მაქვს უფლება?!🙂😉

    Like

  8. March 21, 2012 at 13:17

    რა თქმა უნდა გაქვს, ვინ წაგართვა შენი აზრის გამოთქმის უფლება.. უბრალოდ ჩემი აზრით ცუდია რომ მასე ფიქრობ მეთქი ეგ ვთქვი (მხოლოდ მღვდლებზე ხომ არ არის რამდენი რაღაც გეწერა კიდევ სხვა):/:/:/

    კიდევ კარგი რომ ყველას ერთ ქვაბში არ ხარშავ ; ))

    Like

    • March 22, 2012 at 13:17

      ჩემთვის სრულიად გასაგებია შენი პოზიცია 😉😉

      Like

    • Hemi
      March 22, 2012 at 13:17

      მაშინ რაც არ გინდა ღმერთმა ნუ მოგცეს სალომე😀 დავკარგე ხალისი.

      Like

  9. March 22, 2012 at 13:17

    ფრიად მოხარული ვარ😉

    Like

  10. March 26, 2012 at 13:17

    გეთანხმები ყველანაირად, მეც ეგრე ვთვლი და ეგრე ვფირობ… :))) ისეთ რაღაცეებს ვგებულობ უკვე რომ სულ დავკარგე იმის სურვილი ეკლესიაში ვიარო… ჭორებს არ დავუჯერებდი არც სხვის ლაპარაკს ჩემიანს რო არ დაენახა და რომ არ მოესმინა🙂 ღმერთის მწამს და მჯერა. მორწმუნე რომ გახდე დიდი დრო სჭირდება ამას, ეხლა ყველა დადის ეკლესიაში და სინამდვილეში კი ეკლესიის გასვლის შემდეგ იმ ცოდვას ჩადის, რაც მორწმუნეს არ ეკადრება, იმაში ხომ მაინც დამეთანხმებით რომ 80% არ არის ისეთი მორწმუნე როგორიც ჩანს და ეს პრობლემა აშკარად შესამჩნევი აგხდა 21საუკუნეში.. იტყვით ადამიანი უცოდველი არ არისო მაგრამ შენ თუ საღმრთო ცხოვრებას ირჩევ, უნდა გქონდეს გათვიცნობიერებული ის, რომ უარი უნდა თქვა მიწიერ სიამოვნებაზე და შენთვის აზრი უნდა დაკარგოს ყველანაირმა ამქვეყნიურ სიამოვნებამ🙂

    Like

  11. March 28, 2012 at 13:17

    აბსოლუტურად გეთანხმები, მიხარია რომ ჩემს აზრს იზიარებ😉

    Like

  12. March 30, 2012 at 13:17

    🙂

    Like

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: