მთავარი > Personal > არ დაიფიცო!!!

არ დაიფიცო!!!

“… კიდევ გსმენიათ, რომ უთქვამთ ძველებისთვის: არ დაფიცო ტყუილად, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე. მე კი გეუბნებით თქვენ: სულ არ დაიფიცოთ არც ცა, რადგან ღვთის ტახტია იგი; არც დედამიწა, რადგან მის ფეხთა სადგომია იგი; არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი. არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავება არ შეგიძლია. არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო – ჰო, არა–არა. რაც ამაზე მეტია, ის ბოროტისაგანაა …”  –მათეს სახარება

რაც თავი მახსოვს, ღრმა ბავშვობიდან მომსდევს ეს წესი… არასოდეს არ დამიფიცებია არავინ და არაფერი. მაშინ არც მათეს სახარება მქონდა წაკითხული და არც არავის უსწავლებია ეს ჩემთვის… დღემდე ეს წესი კანონად მაქვს… ერთ–ერთი რამაც შეიძლება გამაბრაზოს და წყობიდან გამომიყვანოს არის ის, რომ ჩემს სიტყვაში ეჭვი შეიტანოს ადამიანმა და მის  დასადასტურებლად დაფიცება მომთხოვოს. ამ დროს იმდენად შეურაცყოფილად ვგრძნობ  თავს, მზად ვარ ისე ცუდად მოვექცე ამ ადამიანს, რომ სამუდამოდ დაამახსოვრდეს. მე არასოდეს დამჭირვებია ფიცი და სხვა გარეგანი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ნდობა მომეპოვებინა… ჩემი სიტყვა ჩემი სიმართლეა, ჩემი ღირსება და ავტორიტეტია. ვერავის მივცემ მისი დაკნინების უფლებას!!!

“თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო თავდაპირველად ღმერთთან. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი. ნათელი ბნელში ანათებს  და ბნელმა ვერ მოიცვა იგი…”   –იოანეს სახარება

ვიქნებოდი ასე მეხუთე–მეექვსე კლასში… მახსოვს ჩემმა ძმაკაცმა ოდნავ იუმორ–ნარევი ტონით მკითხა: შენ რატო არასდროს იფიცები ან იგინებიო?! მაშინ  “ბიჭობის” პერიოდი გვქონდა და როგორც დღეს ისე მოდაში იყო  “ჩემი დედა… “.  დავისვი   ჩემი ძმაკაცი და ჩემებურად ავუხსენი, მაგრამ როგორც მახსოვს   ვერ გავაგებინე ვერაფერი. გავიდა წლები… უნივერსიტეტიც კი დამთავრებული მქონდა… მე და ის ჩემი ძმაკაცი სუფრაზე მოვხვდით ერთად… თვითონ გაიხსენა ჩვენი ძველი დიალოგი და მითხრა, რომ აბსოლუტურად მართალი იყავიო. მე გამიკვირდა, რომ ეს საერთოდ ახსოვდა, თან  ძალიან გამიხარდა მისი აღიარება…

არ არსებობს ერი, ქვეყანა ჩვენს გარდა, სადაც ადამიანები  ყოველ მეორე სიტყვაში თავის დედას აგინებდნენ. პირველ რიგში,  ამით შეურაცყოფენ თავიანთ თავს და შემდეგ  ოჯახს…

“ადამიანს ბილწავს არა ის რაც პირში შედის, არამედ ის რაც პირიდან გამოდის. ეს ბილწავს ადამიანს.”  –ლუკას სახარება–

მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც ამ ჩანაწერს წაიკითხავს: არ დაიფიცო !!!

“… ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები  პასუხს აგაებენ… ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით გამტყუნდები …  ”   –მათეს სახარება–

  1. March 3, 2012 at 13:17

    “დავისვი ჩემი ძმაკაცი და ჩემებურად ავუხსენი, მაგრამ როგორც მახსოვს ვერ გავაგებინე ვერაფერი.” _ როგორც ჩანს გააგებინე, თორემ ამდენი ხნის შემდეგ თვითონაც არ ემახსოვრებოდა და მითუმეტეს არ გაგახსენებდა.

    Like

  2. March 4, 2012 at 13:17

    ხო, მე იმ დროს მეგონა რო ვერ გავაგებინე, თორე ეხლა ისე “წმინდად” ლაპარაკობს ანაფორა და მკერდზე დიდი ჯვარიღა აკლია…🙂😉

    Like

  3. April 16, 2012 at 13:17

    Great share. Thanks!

    Like

  4. maia
    May 6, 2012 at 13:17

    დედის გინება ღვთისმშობლის გინებასაც ნიშნავს((((, ყველა სიტყვას უნდა დაუფიქრდეს ადამიანი, რადგან ყველაფერი იწერება ანგელოზების მიერ და მერე პასუხს ვაგებთ ყველაფერზე

    Like

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: