მთავარი > Personal > ადამიანი…

ადამიანი…

ადამიანის სახე ანარეკლია მისი შინაგანი სულიერი განცდებისა         – ვიქტორ ჰიუგო –

ყოველთვის ვამბობდი, რომ ადამიანი ყველაზე საინტერესო არსებაა ამ ქვეყანაზეთქო… ვერცერთი ფილმი, მუსიკა, ნახატი, წიგნი თუ სხვა გასართობი საშუალებები ვერ გადამიფარავს ადამიანებთან ურთიერთობის და მათი შესწავლის ინტერესესს. ვაკვირდები მათ სახეებს, ქცევას, მოძრაობას, მიმიკებს, ჟესტებს, საუბრის მანერას, ჩაცმულობას, სიცილს, ტირილს, სიჩუმეს და ვცდილობ ამოვიცნო მათი ხასიათი… ვცდილობ შევძვრე მათ გონებაში, ფიქრებში, ჩავწვდე მათ აზრებს და ქმედებებს. თავიდან ამ ყველაფერს პროფესიულ ჩვევას მივაწერდი (იურისტი ვარ), მაგრამ ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ როგორცკი დავინახავ ადამიანს (არ აქვს მნიშვნელობა, უცნობი იქნება თუ ნაცნობი), ინსტიქტურად ვიწყებ “ხელების ფათურს” მის გონებაში🙂 რა თქმა უნდა, ცუდი განზრახვა არ მამოძრავებს და შორს ვარ ყოველგვარი ბოროტი ქმედებებისაგან, უბრალოდ ამ ყველაფრისგან საოცარ სიამოვნებას ვღებულობ…

ღმერთები უკვდავი ადამიანები არიან, ხოლო ადამიანები მოკვდავი ღმერთები  –ჰერაკლიტე ეფესელი–

ვაკვირდები ყველგან: ქუჩაში, ტრანსპორტში, უნივერსიტეტში, მაღაზიებსა თუ კაფე–ბარებში… სახე, თვალები და მზერა – ეს არის ის წყარო, საიდანაც ყველაზე მეტ ინფორმაციას ვღებულობ, თუ გავესაუბრე და ერთი–ორი სიტყვა მითხრა უკვე საკმარისია მისი ჩემეული დახასიათება დავდო… თავის ქებაში თუ არ ჩამეთვლება იმასაც ვიტყვი, რომ კარგად გამომსდის, იშვიათად თუ შევმცდარვარ და არასწორად დამიხასიათებია ისინი (ამას ბევრი დამიდასტურებს)… ეს ალბათ გამოცდილების ანუ “სტაჟის” დამსახურებაა. იმდენ საინტერესო, უცნაურ და იშვიათ თუ სტანდარტული ხასიათის ადამიანებთან მქონია შეხება, რომ გარკვეული მეთოდიც და მიდგომაც კი გამომიმუშავდა მათთან ურთიერთობის.

ყველაზე საშიშნი სიკეთეს მოკლებულნი ადამიანები არიან  –ფრანსუა დე ლაროშფუკო–

ამას წინათ მივდიოდი ქუჩაში მარტო (მიყვარს მარტო სეირნობა, ალბათ ცოტა რომანტიკოსი ვარ ბუნებით🙂 ) და ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთმა გოგომ, რომელიც თავის მეგობართან ერთად მოდიოდა… ძალიან ლამაზი სახე ჰქონდა, იმდენად ლამაზი რომ თვალი ვერ მოვწყვიტე. გარკვეული მანძილი გვაშორებდა ერთმანეთისგან… თვალები “დავამწვრილე”, ასე ვთქვათ “მოვჭუტე”, რომ უფრო უკეთ დავკვირვებოდი და აღმექვა მისი სილამაზე… ნელ–ნელა მიახლოვდებოდა (შემხვედრი მიმართულებით მოდიოდა) მე კიდევ იმდენად მოვინუსხე მისით, შემრჩა ეს მოჭუტული  თვალები… უცებ, ზუსტად ჩემსავით მანაც მოჭუტა თვალები და მომაჩერდა ისე როგორ მე მივჩერებოდი… იმდენად ზუსტად და ლამაზად გადაიტანა ჩემი მიმიკა, თან წამებში მოახერხა ეს ყველაფერი – გამეცინა… მას გაეღიმა და ასე ჩავუარეთ ერთმანეთს გვერდზე… ის უცნობი გოგონა თავისი სილამაზით და ეშმაკობით სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში…

ყველაზე უფრო ადამიანის ხასიათს ის ამჟღავნებს, თუ რა მიაჩნია მას სასაცილოდ  –გოეთე–

ამ ბოლო დროს იმდენ სევდიან, ჩაფიქრებულ და გაწამებულ სახეებს ვხედავ, რომ ცოტა არ იყოს მაფიქრებს ეს ამბავი… იშვიათად თუ ვინმე გაგიღიმებს ან თავაზიანად დაგელაპარაკება… დატვირთულია ხალხი პრობლემებით და საფიქრალით… გუშინ გვიანობამდე შევრჩი საქმეებს და სახლში ტაქსით ავედი. მძღოლს მთელი გზა ხმა არ ამოუღია, ვცადე საუბრის წამოწყება, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს  ვეკითხები: “რამდენი უნდა მოგცეთქო?!” არ მპასუხობს არაფერს, გათიშულია… შევხედე სახე გაყინული, გაქვავებული ჰქონდა; მერე როგორც იქნა გამოვიდა ფიქრებიდან და ეტყობა ბრაზიც გამოყვა ხმაში და აგდებულად: “რამდენიც გინდა იმდენი მომეციო”. მეც იგივე ტონით:  “ხოდა არაფერს არ გაძლევ–მეთქი” და გადმოვედი მანქანიდან. გადმოვედი თუ არა ეგევე ფული გავუწოდე და სახეს დავაკვირდი. წამოწითლდა, ვერაფერი ვერ მოიფიქრა რა ეთქვა, თან გააცნობიერა რომ უხეშად მოუვიდა. მადლობა გადამიხადა, რომელიც უფრო ბოდიშის მოხდას გავდა. ვფიქრობ, შენი გასაჭირი, ბრაზი, საფიქრალი თუ პრობლემები  სხვას თავს არ უნდა მოახვიო, თავი უნდა აკონტროლო…

ღამე ისეთი ბნელი არ არის, როგორც ადამიანი   –ვიქტორ ჰიუგო–

მეცინება, როცა ადამიანები თამაშობენ, მსახიობობენ ვითომდა ასეთები არიან… ფიქრობენ რომ სხვები ამას ვერ ამჩნევენ, ვერ ხედავენ მაგრამ ცდებიან… იშვიათად თუ დაინახავ ადამიანს, რომელიც ის არის ვინც სინამდვილეშია და არა ის ვინც უნდა რომ იყოს…

რაც უფრო ცივილიზებულია ადამიანი, მით უფრო მსახიობობს  –კანტი–

     ყველა უმნიშვნელო დეტალი, რომელიც ერთი შეხედვით არ შეიძლება დაგამახსოვრდეს კაცს, მე მამახსოვრდება. სიტყვები…  ყოველთვის ვაკვირდები რას ამბობს ადამიანი, როგორ ამბობს, რა სიტყვებს იყენებს, როგორი ინტონაციით და რა განზრახვით საუბრობს… შეიძლება  ერთს ამბობდეს, მეორეს ფიქრობდეს და მესამეს აკეთებდეს… სწორედ ის არის ამოსაცნობი, თუ რა იმალება მისი სიტყვების უკან!

ადამიანის შეცნობას ვერ ისწავლი, ვიდრე სიტყვების ნამდვილ მნიშვნელობას არ ჩაწვდები  –კონფუცი–

შეცნობა ყველამ საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ და მერე ვატაროთ ექსპერიმენტები სხვებზე… ვერ დამარწმუნებთ იმაში, რომ ამის მიღწევა ბოლომდე შესაძლებელი იყოს, მაგრამ ჩვენი მხრიდან ცდას რა უდგას წინ… რაც უფრო უღრმავდება ადამიანი საკუთარ თავს, მით უფრო ფართოვდება მისი კვლევა–ძიების არეალი და რწმუნდება მის უძლურებაში. ხშირად ისეთ რამეს აღმოვაჩენ ხოლმე საკუთარ თავში, რომლის არსებობაც კი წარმოუდგენლად მიმაჩნდა… მიუხედავად ყველა ცდა–ექსპერიმენტისა, რამდენიც არ უნდა ეცადონ  “ფროიდები” და “იუნგები”  ადამიანი შეიმეცნონ –  შეუძლებელია,  მისი ბუნება  ამოუწურავია  და ბოლომდე შეუცნობელი… ჩემთვის კიდევ ყოველთვის დარჩება გამოცანად…

ჰოი, ორფეხო ცხოველო, რომელსაც ადამიანს გეძახიან!  –ილია ჭავჭავაძე–

Copyright © Jazzmena’s Blog

კატეგორიები:Personal Tags:
  1. February 20, 2012 at 13:17

    Hmmm.. ra kargiii postiii iyooo <3<3<

    Like

  2. Hemi
    February 20, 2012 at 13:17

    მე როგორც ოდნავ რუხი ადამიანი,დამეთანხმებით ალბათ ბატონო იუნგ (თუ გნებავთ ფროიდ) სრულიად ვეთანხმები ბატონი ვიქტორის 3 სტრიქონიან მოსაზრებას!

    Like

  3. February 20, 2012 at 13:17

    მომეწონა.
    პირველი მოხუცის ფოტომ შემძრა,თვალი ვერ მოვაშორე 10 წუთი.

    Like

  4. February 24, 2012 at 13:17

    გიორგიი გიორგიი გიორგიი : )) რაღაც ერორს მიგდებდა და ვერ შემოვდიოდი რამდენიმე დღე შენს ბლოგზე..

    არაჩვეულებრივი პოსტია და მინდა გითხრა ჩემი თავიც ვიპოვე შენს სიტყვებში… და დიდი მსგავსება აღმოვაჩინე. მეც მიზიდავს ადამიანებზე დაკვირვება საოცრად და მათ გონებაში ხელების ფათური .. ;დ )) არაჩვეულებრივი პოსტია მართლაც.

    ხანდახან თავში კითხვა მომდიოდა და ფრაზა მახსენდებოდა “ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობსო” და ვფიქრობდი ადამიანობა მართლაც ასეთი ძვირფასია? როგორ? ადამიანი ხომ ყველაზე დიდი ცხოველია ამ ქვეყნად, როგორ როცა “ცხოველთა სამყარო გაღარიბდა, როცა ის ადამიანმა დატოვა” მაგრამ ბოლოს ვხვდებოდი რომ ადამიანი მაინც მთელი სამყაროა… მასში ყველაფერია… და როგორც შენ აღნიშნე მასზე საინტერესო არაფერი არსებობს დედამიწაზე….

    Like

    • February 24, 2012 at 13:17

      სალომეე სალომეე სალომეეეე🙂 მიხარია და მსიამოვნებს შენი კომენტარებიიიი…
      ადამიანობა მართლაც ასეთი ძვირფასია ჩემთვის…
      მაგრამ ყველა ადამიანი როდია ადამიანიიი…
      ”როგორ ბევრია ადამის შვილი, როგორ ცოტაა ადამიანი” – გალაკტიონი
      შეინისთანა საინტერესო ადამიანი სანთლით საძებარი გამიხდააა…

      Like

  5. February 24, 2012 at 13:17

    მეცც მსიამოვნებს შენი პასუხები :დ … და მეც საძებარი გამიხდა ჩემნაირი გემოვნების მქონე ადამიანი… უფ კარგი ბიჭი ხარ შენ თან ჯაზი გიყვარს (მმ)

    Like

  6. March 3, 2012 at 13:17

    ყველაზე მეტად რაც მიყვარს ფიქრია და საკუთარ თავთან მსჯელობა, ხანდახან იმდენად გამიტაცებს ხოლმე, ვერ ვგებულობ დრო როგორ გადის და 2-ედან კოლმეურნეობამდე შეიძლება ისე ჩავიდე ვერ მივხვდე, ხან უბრალოდ ასე მინდა, ამ დროს კი ისეთი სიმშვიდე მოდის და ისეთი ძალა მემატება მგონია ქვეყანას შემოვივლი ფეხით. შენი არ იყოს გამვლელებს ვაკვირდები და თავში ათასი აზრი მომდის, თუმცა ადამიანის გონებაში ძრომიალი როგორც შენ ამბობ ისე წარმატებულად ეჭვი მეპარება გამომდიოდეს. ეს დიდი ნიჭია, ადამიანი უცებ ამოიცნო. ერთი რამ კი მახასიათებს, ადამიანზე შექმნილი ჩემი პირველი შთაბეჭდილება იშვიათად აღმოჩნდება ხოლმე მცდარი. და მაინც ადამიანი მართლა ძალიან დიდი გამოცანაა. ბოლოს და ბოლოს საკუთარ თავს არ ვიცნობთ სრულყოფილად და სხვას მითუმეტეს სრულად ვერ ამოვიცნობთ. მთავარი ალბათ ურთიერთგაგებაა და შემდეგ ურთიერთობაში მოდის ერთმანეთის შეცნობა მეტ-ნაკლებად სრულად.

    ეს სიტყვები მომეწონა და არ შემიძლია არ დავეთანხმო: “ყველაზე უფრო ადამიანის ხასიათს ის ამჟღავნებს, თუ რა მიაჩნია მას სასაცილოდ –გოეთე–”

    P.S. მიხარია რომ უფრო ხშირად წერ ამ ბოლო დროს, კერესას მოშორება დაგეტყო😛😀 და დღეს საკითხავი მასალა დამიგროვდა, ჩავუჯდები ახალ პოსტებს, ნუ ჩემთვის ახალ პოსტებს :))

    Like

  7. March 4, 2012 at 13:17

    აბა აბა, კერესა მოვიშორე და გავშალე ფრთებიიიიიი🙂😉

    Like

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: