მთავარი > Art > რენე მაგრიტი (René Magritte)

რენე მაგრიტი (René Magritte)

Portrait of Magritte by Lothar Wolleh, 1967

რენე მაგრიტი (21 ნოემბერი, 1898 – 15 აგვისტო, 1967), ბელგიელი სიურრეალისტი მხატვარი.
ბავშვობა გაატარა არც თუ ისე დიდ ქალაქ შარლერუაში. ცხოვრება საკმაოდ რთული ჰქონდა. 1912 წელს დედამისმა თავი დაიხრჩო მდინარე ცამბრეში, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მომავალ მხატვარზე.

ორი წელი მაგრიტმა ისწავლა ბრიუსელის ხელოვნების სამეფო აკადემიაში, რომელიც 1918 წელს დატოვა. ამ დროს მან გაიცნო ჟორჟეტა ბერგერი, რომელზედაც იქორწინა 1922 წელს და გაატარა მთელი თავისი ცხოვრება 1967 წლამდე.

მაგრიტი მუშაობდა აფიშებისა და რეკლამების მხატვრად ქაღალდის ქარხანაში 1926 წლამდე, სანამ ბრიუსელის გალერეა “სენტომ” არ მისცა მას სრული უფლება მთლიანად მხატვრობაში ჩართულიყო.

1926 წელს მაგრიტი ქმნის თავის პირველ სიურეალისტურ ნახატს “დაკარგული ჟოკეი”, რომელსაც თვლის პირველ წარმატებულ ნახატად ამ სტილში. 1927 წელს აკეთებს თავის პირველ გამოფენას. კრიტიკოსები თვლიან მას არაწარმატებულად და მაგრიტი ჟორჟეტასთან ერთად მიემგზავრება პარიზში, სადაც ეცნობა ანდრე ბრეტონს და შედის მის სიურეალისტურ რგოლში. ამ გაერთიანებაში მაგრიტმა არ დაკარგა თავისი ინდივიდუალურობა, მაგრამ ამ გაერთიანებაში შესვლა დაეხმარა მაგრიტს თავისი სტილი შეექმნა, რითიც იცნობა მისი ნახატები. მხატვარს არ ეშინოდა შეკამათებოდა სხვა სიურეალისტებს: მაგალითად, მაგრიტი უარყოფითად არის განწყობილი ფსიქოანალიზთან და მით უფრო მის ხელოვნებაში გამოვლენასთან. მართლაც, მისი შემოქმედება არაა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენადაც ფილოსოფიურ-პოეტურია, ასევე ინტელექტუალური.

გალერეა “სენტოსთან” კონტრაქტის გაუქმების შემდეგ მაგრიტი ბრუნდება ბრიუსელში და კვლავ იწყებს მუშაობას რეკლამასთან, შემდეგ კი ძმასთან ერთად ხსნის სააგენტოს, რომელიც მათ სტაბილურ შემოსავალს აძლევს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მაგრიტი ცვლის თავისი ნახატების ფერს და სტილს, უახლოვდება რენუარის სტილისტიკას: მხატვარი თვლის უმთავრესად ხალხისთვის იმედის მიცემას.

თუმცაღა ომის შემდეგ მაგრიტი წყვეტს ასეთ მზიან ფერებში წერას და უბრუნდება თავისი ომამდელი ნახატების სტილს და საერთო აღიარებას აღწევს.

მაგრიტი გარდაიცვალა სიმსივნისგან 1967 წლის 15 აგვისტოს, დატოვა დაუმთავრებელი ახალი ვარიანტი თავისი, შესაძლოა, ყველაზე ცნობილი ნახატისა “სინათლის იმპერია”.

http://ka.wikipedia.org/wiki/რენე_მაგრიტი

  

___________________________________________________________________________________________________________________

Rene Magritte Quotes:
 “Art evokes the mystery without which the world would not exist.”
 “Everything we see hides another thing, we always want to see what is hidden by what we see.”
 “If the dream is a translation of waking life, waking life is also a translation of the dream.”
 “Life obliges me to do something, so I paint.”
 “My painting is visible images which conceal nothing… they evoke mystery and indeed when one sees one of my pictures, one asks oneself this simple question ‘What does that mean’? It does not mean anything, because mystery means nothing either, it is unknowable.”
 “Only thought can resemble. It resembles by being what it sees, hears, or knows; it becomes what the world offers it.”
 “The mind loves the unknown. It loves images whose meaning is unknown, since the meaning of the mind itself is unknown.”
 “The present reeks of mediocrity and the atom bomb.”
 “To be a surrealist means barring from your mind all remembrance of what you have seen, and being always on the lookout for what has never been.”
 “We must not fear daylight just because it almost always illuminates a miserable world.”


Paintings:
10. René Magritte

09. René Magritte

08. René Magritte

07. René Magritte 06. René Magritte05. René MagritteThe Human Condition, 1935

05. René Magritte

04. René Magritte

03. René Magritte

02. René Magritte


01. René Magritte


კატეგორიები:Art
  1. May 27, 2011 at 13:17

    🙂🙂🙂

    მე მომწონს

    Like

  2. February 26, 2012 at 13:17

    ორიგინალურია..

    Like

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: