მთავარი > Art > პოლ გოგენი (Paul Gauguin)

პოლ გოგენი (Paul Gauguin)

Paul Gauguin (1848–1903), Self-Portrait


პოლ ეჟენ ანრი გოგენი (დ. 7 ივნისი, 1848, პარიზი — გ. 8 მაისი, 1903, დაბა ატუონა, მარკიზის კუნძულები), ფრანგი ფერმწერი.პოლ ეჟენ ანრი გოგენი 1848 წლის 7 ივნისს დაიბადა პარიზში, ნოტრ დამ დე ლორეტის ქუჩის 52 ნომერში, გაზეთ ,,ნასიონალის” რედაქტორის -კლოვის გოგენის ოჯახში.
1862 წ. დედას პარიზში მიყავს და დ’ანფერის ქუჩაზე პანსიონში მიაბარებს, ხოლო ორი წლის შემდეგ ისევ ორლეანში აბრუნებს, ამჯერად-კოლეჯში.ყველაფერი ლაფტის ქუჩიდან დაიწყო, რომელიც განთქმული იყო სამხატვრო სავაჭროებით. დაწესებულება, რომელშიც გოგენი მსახურობდა, იმ ქუჩაზე მდებარეობდა და იქვე, სხვადასხვა ბედის მხატვრებთან და მათ ქმნილებებთან ყოველდღიურმა შეხვედრებმა სადღაც მის სულშიც წლების მანძილზე მიძინებული მხატვარი გააღვიძა. განსაკუთრებით იმპრესიონისტებმა მიიპყრეს მისი ყურადღება. იგი სისტემატურად იძენდა მათ საუკეთესო ნიმუშებს და თვითონაც, თითქოს ისე, სასხვათაშორისოდ, ხატვასა და ფერწერაში ხელს ავარჯიშებდა.

მისი მხატვრული ნიჭი პირველად კამილ პისარომ აღმოაჩინა. მისგან მიიღო პოლმა პირველი გაკვეთილები და, ბუნებრივია, თავდაპირველ ფერწერულ ქმნილებებსაც, იმპრესიონისტებისათვის იმ ძვირფასი წინაპარი მხატვრების გარდა, რომელთა შესწავლასაც პისარო ურჩევდა, თვით პისაროს ზეგავლენაც ემჩნევა.
მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, მაინც ახერხებს 1886 წ. 19 სურათით წარსდგეს იმპრესიონისტების, უფრო სწორედ, თითქოსდა იმპრესიონისტების მერვე, უკანასკნელ გამოფენაზე და ცნობილი კრიტიკოსის, ფელიქს ფენეონის საუკეთესო შეფასებასაც იმსახურებს. 1886 წ. ზაფხულში იგი პატარა ბრეტონულ ქალაქ პონტ-ავენში ცხოვრობს და საკმაოდ ნაყოფიერადაც მუშაობს ფერწერაში. ზამთარში კი ისევ პარიზშია და კვლავ შიმშილის, სიცივისა და აუტანელი სიღატაკის ტყვეობაში იმყოფება. აქვე ხვდება იგი ვინსენტ ვან გოგს, რომელიც ბელგიური ბორინაჟიდან ჩამოვიდა, სადაც მას არანაკლები ტანჯვა და მწუხარება გადაუტანია.

http://ka.wikipedia.org/wiki/პოლ_გოგენი
http://en.wikipedia.org/wiki/Paul_Gauguin


——————————————————————
Paul Gauguin Quotes:
“A compromise is the art of dividing a cake in such a way that everyone believes that he has got the biggest piece.”
“Art is either plagiarism or revolution.”
“Civilization is what makes you sick.”
“We never really know what stupidity is until we have experimented on ourselves.”
——————————————————————-

Paintings:

10. Paul Gauguin

09. Paul Gauguin

08. Paul Gauguin

 07. Paul Gauguin

06. Paul Gauguin

05. Paul Gauguin

04. Paul Gauguin

03. Paul Gauguin

02. Paul Gauguin

01. Paul Gauguin

კატეგორიები:Art
  1. May 7, 2011 at 13:17

    ახალი Background მომეწონა, უხდება აქაურობას. ))

    Like

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: