მთავარი > Poetry > შაირები – ვახუშტი კოტეტიშვილი (Vakhushti Kotetishvili)

შაირები – ვახუშტი კოტეტიშვილი (Vakhushti Kotetishvili)

ვახუშტი კოტეტიშვილი

შაირ-სიტყვანი:

1.
გამომივლია ცხოვრება
ისე, ვით ველი დიღმისა,
გამომყოლია ვალები
უქმად ნაფლანგი სიყმისა.
ტალღებზე ატივტივებულს
არ-რა მცოდნია სიღრმისა,
რა გაიგება გამოღმა
ამ წუთისოფლის მიღმისა!
2003.

2.
სიცოცხლე ვისთვის ტანჯვაა,
ვისთვის კი _ ნათლის სვეტია,
ზოგი ბევრ წლებსაც ვერ ჰკმარობს,
ზოგისთვის _ ცოტაც მეტია.
ჩემი ნატანჯი ტანიდან
სული ვერ ამოეტია,
ამ ტიალ წუთისოფელში
თურმე სიკვდილიც ბედია.
2003.

3.
ანასებური

ცაზე პატარა ვარსკვლავი
სულ ციმციმებს და ციმციმებს,
ალბათ არც დარდი აწუხებს,
არც საკუთარი სიმძიმე,
ცალკე გაკიდეგანებულს
არ აკრთობს სიცხე-სიცივე.
_ რა აციმციმებს ნეტავი?
_ რა ვი, უნდა და ციმციმებს.
2003.

4.
გოგოვ, ვისი ხარ ეგეთი?
ან ვინა გყავდა ნათლია?
მაგ სატანფეხო მასალას
რომელ ალვის ხეს ათლიან?
ეგ შენი თითო წამწამი,
მე მგონი, თითო ადლია.
ბებერს რო მესურვილები,
ცოდვა კი არა, მადლია!
2003.

5.
ხევსურულივით

ერთ ქალა დამისწორფერდა
ძუძუკოკობი, ბატარა,
ხან სამოთხეში მაფრინა,
ხან ჯოჯოხეთში მატარა,
მაუნდა _ ბალღად მაქცივა,
მაუნდა _ დევ-გმირს მადარა,
ერთ ყლუპად დამაცლევინა
მთელი სიცოცხლის მათარა.
თუ მკითხავთ: რაად გინდაო?
მე გიპასუხებთ: რად არა?!
1995.

6.
ქსნის ციხის ნათქვამი:

ჩემს ფხაზე ნისლი იხევა,
გულზე მინთია ძახველი,
იქნება «რავქნის» ციხე ვარ,
რომ ვერ მომიდგა მნახველი.
ფიქრებს წარსულში მივყევარ,
მაინც ვერ მძალავს ნაღველი,
მე «ყლემომჭამეს» ციხე ვარ,
მქვია კაცური სახელი.

  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: