მთავარი > Music > ნიკოლო პაგანინი (Niccolò Paganini)

ნიკოლო პაგანინი (Niccolò Paganini)

Niccolò Paganini ( 1782- 1840)


ნიკოლო  პაგანინი (იტალ. Niccolò Paganini) (დ. 27 ოქტომბერი, 1782, გენუა, იტალია — გ. 27 მაისი, 1840, ნიცა, საფრანგეთი), იტალიელი მევიოლინე, გიტარისტი და კომპოზიტორი განთქმული ვიოლინოს ერთ სიმზე დაკვრით. მისმა 24 კაპრიზმა გავლენა იქონია ბრამსის, რახმანინოვის და ლისტის მუსიკაზე.

ნიკოლო პაგანინი დაიბადა იტალიის ქალაქ გენუაში,ღარიბ ოჯახში. ის იყო ანტონიო და ტერეზა პაგანინის მესამე შვილი. მამამისი ანტონიო კაზინოში თამაშობდა და ოჯახის ბოლო ფულს ხარჯავდა. ფულს ის მანდოლინაზე დაკვრით იღებდა. 5 წლის ასაკში ნიკოლო პაგანინიმაც დაიწყო მანდოლინაზე დაკვრა. მისი მასწავლებელი მამამისი იყო, ხოლო შვიდი წლიდან ვიოლინოზე დაკვრის სწავლას შეუდგა. ნიკოლო მალე დაეუფლა ამ ინსტრუმენტს. ბავშვობიდანვე გადიოდა კონცერტებზე რის შედეგადაც მამამისმა ბევრი ფული იშოვა. ახალგაზრდა ნიკოლოს პირველი მასწავლებლები იყვნენ ჯოვანი სერვეტო და ჯიაკომო კოსტა,მაგრამ მისმა ტექნიკამ მალე გაუსწრო მასწავლებლების ტექნიკას. მამამისმა ნიკოლო პარმაში წაიყვანა რათა განთქმულ მევიოლინე ალესანდრო როლასთან ესწავლებინა, მაგრამ როდესაც მევიოლინემ ნიკოლოს დაკრული მოისმინა,ურჩია ფერდინანდო პაერთან წასულიყო სასწავლებლად.

http://ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლო_პაგანინი

——————————————————————————————–

Niccolo Paganini Quotes

“იტალიელები იმისთვის გაჩნდნენ, რომ ლაჟვარდოვან ზღვის სანაპიროზე იმღერეონ, გიტარაზე დაუკრან… იტალიაში მიწაც მღერის, ზღვაც და მცენარეც. ღარიბსა თუ მდიდარ ოჯახებში, ყველგან ყველაზე ფუფუნებით მორთულ სასახლეებშიც ერთავად მუსიკა ისმის. ხალხს პური არა აქვს მაგრამ მღერის, ხალხი უბედურია, მაგრამ მაინც მღერის… მელოდია იბადება ცეცხლში, იტალიის მიწა, ჰაერი და ცა – ეს ხომ ცეცხლია, გიზგიზა ცეცხლი… “

“იმედი მრჩება, მტრებს ჩემი სიკვდილის მერე მაინც შეაწუხებთ სირცხვილის გრძნობა და თავს დამანებებენ, ასე სასტიკად რომ მისწორდებოდნენ და მყუდროებას კუბოში მაინც არ დამირღვევენ. (ინტერვიუ პაგანინისთან)”

“ძლიერად უნდა განიცადო, რომ სხვასაც განაცდევინო.”

ეპიტაფია: აქ განისვენებს ნეშტი ნიკოლო პაგანინისა, რომელიც ვიოლინოს ღვთიური ჰანგებით აჟღერებდა, მთელი ევროპა უბადლო გენიით მოაჯადოვა და იტალია ახალ ბრწყინვალე გვირგვინით შეამკო

———————————————————————————————

კატეგორიები:Music
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: