მთავარი > Cinematographic Art, Personal > გიყვარდეთ და გეშინოდეთ ჰიჩკოკის!!! (Alfred Hitchcock)

გიყვარდეთ და გეშინოდეთ ჰიჩკოკის!!! (Alfred Hitchcock)


გიყვარდეთ და  გეშინოდეთ ჰიჩკოკის!!!

ჰიჩკოკი – გავლენიანი კინორეჟისორი, რომლის ფილმების მთავარი თემაა: შიში, დანაშაულის გრძნობა, იდენტობის დაკარგვა, დაძაბულობის დაკავშირება იუმორთან…

ჰიჩკოკმა – კონოს ტექნიკური და ინტელექტუალური მხარე აიყვანა მწვერვალზე, იგი საკუთარი დრამატურგიის გასაძლიერებლად აქტიურად  იყენებდა სხვადასხვა ტრიუკებსა და მუსიკას

ჰიჩკოკს – ეკუთვნის სასპენსისა და მაკგაფინის ცნებები, ჰიჩკოკი ქმნიდა სასპენსის სიტუაციას, რათა მოულოდნელობის ეფექტით მაყურებელი შოკში ჩაეგდო. მაგალითად ”ფსიქოში” ჰიჩკოკისეული ფილმის მთავარი ფიგურა ყველასათვის მოულოდნელად კვდება ფილმის პირველ ნახევარში. ასევე აგებს ჰიჩკოკი შხაპის სცენას იმავე ფილმში. მაკგაფინი ის საშუალებაა, რასაც ჰიჩკოკი ხშირად მიმართავს თრილერებში. ესაა ელემენტი, რომელიც ინიცირებას უკეტებს ფილმის მოქმედებას, თუმცა ის პერსონაჟების განვითარებისათვის შინაარსობრივად უმნიშვნელოა. ასეთებია სახელმწიფო საიდუმლოება (”ჩრდილოეთისაკენ, ჩრდილო-დასავლეთის გავლით”), ფული (”ფსიქო”), საიდუმლო აგენტურული ორგანიზაცია (”39 საფეხური”), ხალხური სიმღერა (”ქალბატონი იკარგება”) და სხვ.

ჰიჩკოკის – თრილერების პერსონაჟთა უმრავლესობა ჩვეულებრივი მოქალაქეა, რომელთაც კრიმინალურ მაქინაციბთან საერთო არაფერი აქვთ. ისინი შემთხვევითობის, ან უცნობი გარემოებების გამო საიდომლო და საშიშ მაქინაციებში აღმოჩნდებიან ჩათრეულნი. საგანგაშო შეგრძნება გადაედება მაყურებელსაც, რომელიც ასევე შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში. ბევრ ფილმში იგი იყენებს კლასიკურ მოტივს სუსტი და დასაცავი ქალისა. მაგრამ როცა კლიშე ითხოვს, რომ ქალი ბრწყინვალე გმირმა გადაარჩინოს, ჰიჩკოკთან ის მარტო აღმოჩნდება ხოლმე. ცალკეულ შემთხვევებში სავარაუდო მხსნელი სუსტი ან ზედმეტად დაკავებულია, რათა საფრთხის ქვეშ მყოფ ქალს დაეხმაროს (”უაზრო დიდება”). სხვა შემთხვევებში ფაქტობრივი ან სავარაუდო საშიშროება მამაკაცი გმირებისგან, როგორც წესი, ქმრებისგან, მომდინარეობს (”ეჭვი”, ”მკვლელობის შემთხვევაში აკრიფეთ ”მ””). ცალკეულ ფილმებში ჰიჩკოკი მთლიანად ცვლის მამაკაცსა და ქალს შორის როლების განაწილებას. ქალი ხდება პასიურ მამაკაცზე უპირატესი და მისი ქმედება სიკეთის მოხდენისკენაა მიმართული (”ახალგაზრდა და უმანკო”, ”მოხიბლული”, ”ადამიანი, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცოდა”).

ჰიჩკოკით – დღესაც აღფრთოვანებულია არამარტო მისი მშობლიური ინგლისი არამედ მთელი მსოფლიო… იმ რეჟისორებს შორის, რომლებზეც ჰიჩკოკმა მეტ-ნაკლებად პირდაპირი გავლენა მოახდინა აღსანიშნავია ბრაიან დე პალმა, სტივენ სპილბერგი, ჯონ კარპენტერი, დევიდ ფინჩერი, დევიდ მამეტი, დევიდ ლინჩი, კვენტინ ტარანტინო, მარტინ სკორსეზე.

ჰიჩკოკად – ყოფნას არამგონია ბევრი რეჟისორი ინატრებდეს  :) , მაგრამ მისი გამოსცდილება, ნიჭი და სახელი ბევრისთვის საოცნებოა…  მისი  მუშაობისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი უმინშვნელოვანესი გარემოება ის იყო, რომ ის საკუთარი ფილმების წარმოებას აკონტროლებდა მასალის შერჩევიდან მონტაჟამდე და არაფერს აკეთებდა შემთხვევითობის ხარჯზე. როცა ჰიჩკოკს არსებული მოდელები, მაგალითად პიესები ან რომანები სჭირდებოდა, ის იღებდა მხოლოდ მოქმედების ძირითად მოტივებს და ქმნიდა ახალ ისტორიას. ის თავად მონაწილეობდა სცენარის დამუშავებაში, მაგამ 1932 წლის შემდეგ ტიტრებში არ მოიხსენიებოდა, როგორც ავტორი. შესაძლებლობის შემტხვევაში ჰიჩკოკი ცვლიდა დიალოგებს სცენებში დაძაბულობის მისაღწევად (”სამაშველო ნავი”) ან ავტობიოგრაფიული შინაარსის მისანიჭებლად (”მე მოვინანიებ”). ყველაზე დახვეწილ დიალოგებშიც კი, როცა ეს მნიშვნელოვანი იყო, ჰიჩკოკი ყურადღებას ამახვილებდა კადრის გამომსახველობაზე.

ჰიჩკოკო – მე არ მეგულება შენზე “გონიერი” კინორეჟისორი, რომელმაც შეძლო ადამიანების ფსიქიკაში შეღწევა და მნიშვნელოვანი  კვალის დატოვება… გიყვარდეთ და  გეშინოდეთ ჰიჩკოკის!!!😉

იგი არამარტო ერთ-ერთი მუდმივად წარმატებული და საზოგადოდ ცნობილი კინორეჟისორი იყო მსოფლიოში, არამედ დღემდე ითვლება თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ გამოჩენილ პიროვნებად.

ჰიჩკოკის  გამონათქვამები:

“მიყვარს,როდესაც ჩემი მაყურებლების ნერვებზე ისევე ვუკრავ, როგორც პიანინოზე. “

“მე რომ „კონკია“ გადამეღო, ეტლში გვამს დაუწყებდნენ ძებნას. “

“ფილმის ხანგრძლივობა ზუსტად უნდა ემთხვეოდეს მაყურებლის შარდის ბუშტის გამძლეობას.”

“სასპენზის ჩვეულებრივ ფორმათა შორის უმთავრესია, რომ პუბლიკა სრულყოფილად ინფორმირებული იყოს მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ,. წინააღმდეგ შემთხვევაში სასპენზი არ იქნება.”

“მე ფილანტროპი ვარ – ვაძლევ ხალხს იმას, რაც მათ სურთ. ხალხს უყვარს, როდესაც მათ ვინმე აშინებს.”

“ქერათმიანები ყველაზე კარგად ერგებიან მსხვერპლის როლს. ისინი სპეტაკ თოვლს გვანან, რომელზეც სისხლიანი ნაფეხურები რჩება.”

“ფილმებში მკვლელები ყოველთვის ძალიან სუფთა არიან. ჩემს ფილმებში მე ვაჩვენებ, როგორი რთული და ჭუჭყიანი საქმე არის მკვლელობა.”

“ადამიანი მთლად ღარიბი არ არის, სანამ ჯერ კიდევ შეუძლია გაღიმება.”

“იმისათვის, რათა შეიქმნას დიდებული ფილმი, აუცილებელია სამი რამ: სცენარი, სცენარი და კიდევ ერთხელ სცენარი”

“მხატვრულ ფილმში რეჟისორი გვევლინება ღმერთად, ხოლო დოკუმენტურში ღმერთი გვევლინება რეჟისორად”

“Always make the audience suffer as much as possible.”

“I am scared easily, here is a list of my adrenaline – production: 1)  small children, 2)  policemen, 3)  high places, 4)  that my next movie will not be as good as the last one.”

“I’m not against the police; I’m just afraid of them.”

“When an actor comes to me and wants to discuss his character, I say, ‘It’s in the script.’ If he says, ‘But what’s my motivation?, ‘ I say, ‘Your salary.’ “

“A lot of movies are about life, mine are like a slice of cake.”

ფილმოგრაფია:

ბრიტანული პერიოდი, მუნჯი ფილმები (1925-1929)
1925 – სიამოვნების ბაღი (The Pleasure Garden)  
1926 – მთის არწივი (The Mountain Eagle)
1927 – მდგმური (The Lodger)
1927 – მცდარ გზაზე (Downhill)
1927 – მსუბუქი ყოფაქცევა (Easy Virtue)
1927 – რინგი (The Ring)
1928 – ფერმერის ცოლი (The Farmer’s Wife)
1928 – შამპანური (Champagne)
1929 – ადამიანი კუნძულ მენიდან (The Manxman)

ბრიტანული პერიოდი, ხმოვანი ფილმები (1929-1939)
1929 – შანტაჟი (Blackmail)
1930 – იუნონა და ფარშევანგი (Juno and the Paycock)
1930 – მკვლელობა! (Murder!)
1930 – უსამართლო თამაში (The Skin Game)
1931 – ნომერი 17 (Number Seventeen)
1931 – მდიდრები და უცნაურები (Rich and Strange)
1933 – ვენის ვალსები (Waltzes from Vienna)
1934 – ადამიანი, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცოდა (The Man Who Knew Too Much)
1935 – 39 საფეხური (The 39 Steps)
1936 – საიდუმლო აგენტი (Secret Agent)
1936 – საბოტაჟი (Sabotage)
1937 – ახალგაზრდა და უმანკო (Young and Innocent)
1938 – ქალბატონი იკარგება (The Lady Vanishes)
1939 – ტავერნა ”იამაიკა” (Jamaica Inn)

პირველი ჰოლივუდური პეროდი, შავ-თეთრი ფილმები (1940-1947)
1940 – რებეკა (Rebecca)
1940 – უცხოელი კორესპონდენტი! (Foreign Correspondent) 
1941 – მისტერ და მისის სმიტები (Mr. & Mrs. Smith)
1941 – ეჭვი (Suspicion)
1942 – დივერსანტი (Saboteur)
1943 – ეჭვის ჭია (Shadow of a Doubt)
1944 – სამაშველო ნავი (Lifeboat)
1945 – მოჯადოებული (Spellbound)
1946 – უაზრო დიდება (Notorious)
1947 – პარადინის საქმე (The Paradine Case)

მეორე ჰოლივუდური პერიოდი, ფერადი ფილმები (1948-1963)
1948 – თოკი (Rope)
1949 – თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ (Under Capricorn)
1950 – სცენის შიში (Stage Fright)
1951 – უცნობი მატარებელში (Strangers on a Train)
1953 – მე მოვინანიებ (I Confess)
1954 – მკვლელობის შემთხვევაში აკრიფეთ ”მ” (Dial M for Murder)
1954 – ფანჯარა ეზოს მხარეს (Rear Window)
1955 – ქურდის დაჭერა (To Catch a Thief)
1955 – უთანხმოება გარისთან (The Trouble with Harry)
1956 – ადამიანი, რომელმაც ზედმეტად ბევრი იცოდა (The Man Who Knew Too Much)
1956 – ეს ის კაცი არ არის (The Wrong Man)
1958 – თავბრუსხვევა (Vertigo)
1959 – ჩრდილოეთისაკენ, ჩრდილო-დასავლეთის გავლით (North by Northwest)
1960 – ფსიქო (Psycho)
1963 – ჩიტები (The Birds)

ბოლო ნამუშევრები (1964-1979)
1964 – მარნი (Marnie)
1966 – ჩამოხეული ფარდა (Torn Curtain)
1969 – ტოპაზი (Topaz)
1972 – სიგიჟე (Frenzy)
1976 – ოჯახური შეთქმულება (Family Plot)

წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/ალფრედ_ჰიჩკოკი

  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: