მთავარი > Poetry > პოეზიის 5 წუთი…

პოეზიის 5 წუთი…


***
მაშ, შენ ამბობ რომ არ ჰყოლია მტრები რუსთაველს,
არ გაქცევია სამშობლოდან სულთამხუთავებს
და რომ მარტოდენ უიმედო ტრფობის ბრალია,
რომ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია…
იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:
თეიმურაზი
არჩილ მეფე
ვახტანგ მეექვსე,
საბა-სულხანი გამოაწყო ბერის კაბაში,
ძვალთშესალაგი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს
მამულს მოსწყვიტა სამუდამოდ გურამიშვილი
და ბარათაშვილს ამოჰხადა სული შიმშილით?

იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა ტყვია
ან სიყვარულმა ჰკრა მაჩაბელს ხელი-სამიწე
ან იქნებ იმას სიყვარული სახელად ჰქვია,
რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე?
არა.
ქართველთა გზა როდია ასე იოლი,
თვითმკვლელობაა დიდი საქმის ჩვენში დაწყება…

სარკმელს გააღებს ამღვრეული  გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი
და ქვაფენილებს შურდულივით დაენარცხება

***

თქვეს ერთხელ სამთა ანგელოზთა:

როგორ დავბადოთ კაცი ყველაზი ბედნიერი და უბედური

რა დავანათლოთ ანდა ისეთი რა დავაწყევლოთ

ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც.

პირველად თეთრმა ანგელოზმა წარსდგა ნაბიჯი:

“დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.”

წითელმა: “ყრმა ოცნებებს რომ არ მიეცეს ულამაზესიც იყოს და უღარიბესიც”

ბოლოს კი შავმა ანგელოზმა წარსდგა ნაბიჯი:

“სასჯელი გნებავთ?!

მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,

სახელდიდებით შეჰყურებდეს ცათა კაბადონს,

მაგრამ დავბადოთ უთუოდ მგოსნად და უთუოდ საქართველოში.”

იმ ღამეს წყნარად ვერ დიოდა ჭყვიშთან რიონი

თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი

***

ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ
(ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის):
– ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ
მეორე პოეტი…
უცებ ჭინკებით გაევსო თვალი
თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი,
– საქართველოში??? ჩაიქირქილა
და ლომურ წვერზე
მოისვა ბრჭყალი…

***

რარიგ კარგია, სამშობლოვ,

შენი მტკვარი და რიონი,

შოთა, ილია, აკაკი,

ვაჟა და 

კატეგორიები:Poetry Tags:
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: