მთავარი > Interesting > ნობელის პრემია (Nobel Prize)

ნობელის პრემია (Nobel Prize)

ნობელის პრემია, ყოველწლიური საერთაშორისო პრემია, სახელი ეწოდება მისი დამაარსებლის შვედი ინჟინრის, ქიმიკოსის, გამომგონებლისა და მრეწველის ალფრედ ბ.ნობელის პატივსაცემად.

ნობელის ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი. პრემია ენიჭება რასის, ეროვნების, სქესისა და სარწმუნოების განურჩევლად კანდიდატებს ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, მხატვრული ლიტერატურის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის. ნობელის პრემია შედგება ოქროს მედლისაგან, რომელზეც გამოსახულია ნობელი, დიპლომისა და ფულადი თანხის ჩეკისაგან; თანხის ოდენობა განისაზღვრება ნობელის პრემიის ფონდის შემოსავლით (როგორც წესი, 30-70 ათასი დოლარი). ანდერძის შესაბამისად ნობელის პრემიის მინიჭების უფლება აქვს სტოკჰოლმის სამეფო მეცნიერებათა აკადემიას (ფიზიკისა და ქიმიის დარგში, მემორიალური პრემია ეკონომიკის დარგში – 1968), კაროლინის სამეფო სამედიცინო – ქირურგიის ინსტიტუტს სტოკჰოლმში (ფიზიოლოგიასა და მედიცინაში) და შვეციის აკადემიას სტოკჰოლმში (ლიტერატურის დარგში), ნორვეგიაში ნობელის პრემიას მშვიდობის განმტკიცებისათვის ანიჭებს ნორვეგიის პარლამენტის მიერ დანიშნული ნობელის კომიტეტი. ნობელის პრემიას ანიჭებენ ცალკეულ პირებს და მხოლოდ ერთხელ (არსებობს გამონაკლისიც, მაგალითად მ. სკლოდოვსკი-კიურიმ ნობელის პრემია მიიღო ორჯერ – 1903 და 1911). ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი იმართება სტოკჰოლმსა და ოსლოში ყოველი წლის 10 დეკემბერს – ა. ნობელის გარდაცვალების დღეს, რომელიც ნობელის დღედაა გამოცხადებული. ნობელის პრემიის მინიჭება დაიწყო 1901 წელს.

ალფრედ ბერნჰარდ ნობელი (დ. 21 ოქტომბერი, 1833, სტოკჰოლმი, შვედეთი ― გ. 10 დეკემბერი, 1896, სანრემო, იტალია), ნობელის პრემიის დამფუძნებელი, შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი, ნოვატორი, იარაღის დამამზადებელი და დინამიტის შემქმნელი. იგი იყო ბოფორსის მეპატრონე, შეიარაღების მთავარი მწარმოებელი, რომელიც მან რკინის გადამამუშავებელი ქარხნიდან გარდაქმნა. მან ბოლო სურვილის მეშვეობით გამოიყენა საკუთარი მდგომარეობა, რათა დაენიშნა ნობელის პრემია. სინთეზური ელემენტი მის საპატივცემულოდ იქნა წოდებული ნობელიუმად.ნობელმა გამოიგონა დინამიტი.

ნობელი, მეჩვიდმეტე საუკუნის მეცნიერის ოლოს რადბეკის (1603—1708) შთამომავალი, იყო იმანუელ ნობელის (1801—1872) მესამე ვაჟი, დაბადებული სტოკჰოლმში 1833 წლის 21 ოქტომბერს. 1842 წელს იგი ოჯახთან ერთად სანქტ-პეტერბურგში გადავიდა, სადაც მამამისმა (თანამედროვე ფანრის გამომგონებელმა) დაიწყო „ტორპედოს“ სამუშაოები. 1859 წელს ეს სამუშაო გადაბარებულ იქნა მეორე ვაჟიშვილზე ლადვიგ ნობელზე (1831—1888), რომელმაც იგი საკმაოდ გააფართოვა. ამერიკაში ოჯახთან და მამასთან ერთად გაკოტრების შემდეგ დაბრუნებისას, ალფრედი მუშაობს ასაფეთქებელ ნივთიერებებზე. რამდენიმე აფეთქება გაზეთშიც იქნა გამოქვეყნებული, რომელიც იუწყებოდა ნობელების მფლობელობაში მყოფ ქარხანაში მომხდარ აფეთქებებზე. ერთ-ერთი აფეთქებისას 1864 წელს დაიღუპა ალფრედის უმცროსი ძმა ემილი და რამდენიმე მუშა.

1901 წლიდან მოყოლებული გაიცემა ნობელის პრემია, რომელიც ყველა ქვეყნის და რასის წარმომადგენელ მამაკაცებსა და ქალბატონებს აძლევდა საშუალებას ყოფილიყვნენ დაფასებულნი თავიანთი მიღწევებით. ნობელის პრემიებია ფიზიკაში, ქიმიაში, მედიცინასა და ლიტერატურაში, და ასევე მშვიდობიან საქმიანობაში.

არ არის ნობელის პრემია დანიშნული მათემატიკის დარგში. ლეგენდის მიხედვით, ნობელმა მათემატიკის დარგში პრიზი იმიტომ არ დააწესა, რომ ქალმა, რომელსაც იგი ეტრფოდა, მას მათემატიკოსი ამჯობინა. არ არსებობს ამ ამბის ისტორიული დამადასტურებელი ცნობა, მაგრამ მიიჩნევენ, რომ მისი ოპონენტი იყო ცნობილი მათემატიკოსი მაგნუს გუსტაფ მიტაგ-ლეფლერი.

ნობელი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული.

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ყოველწლიურად ენიჭება ავტორს, რომელსაც ალფრედ ნობელის აზრით შექმნილი აქვს “იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება”. “თხზულებაში” იგულისხმება ლიტერატორის მთელი შემოქმედება, და არა კონკრეტული ნაწარმოები, თუმცა არსებობს გამონაკლისიც და ცალკეულ ნაშრომსაც დაუმსახურებია ჯილდო. შვედეთის აკადემია მთელი წლის მანძილზე განიხილავს მიმდინარე ლიტერატურულ ტენდეციებს მსოფლიოში და ოქტომბრის დასაწყისში ასახელებს პრემიის ლაურეატს.

ზემოთ ნახსენები ნობელის ფრაზას სხვადასხვანაირად განმარტავენ. შვედური ენიდან სიტყვა idealisk ითარგმნება როგორც იდეალისტური, ასევე როგორც იდეალი. შესაბმისად, პრემიის გაცემის საწყის წლებში აკადემია ცდილობდა სიტყვა–სიტყვით შეესრულებინა ნობელის სურვილი, რამაც ჯილდოს მიღმა დატოვა საუკუნის დასაწყისის დიდი მწერლები, როგორიც იყვნენ ლევ ტოლსტოი და ჰენრიკ იბსენი, რომელთა ნაწარმოებები არ იყო საკმარისად “იდეალისტური”. შემდგომ წლებში ნობელის კომიტეტმა შეარბილა შერჩევის კრიტერიუმები და მთავარი აქცენტი მწერალთა ნაწარმოებების ლიტერატურულ ღირებულებებზე გაამახვილა.

ნობელის პრემია არ წარმოადგენს ლიტერატორის წარმატებისა და პოპულარობის საზომს. ბევრი მწერალი, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი ბესტსელერებისა, ხშირად კანდიდატთა სიაშიც კი ვერ ხვდება.

ყოველ წლიურად შვედეთის აკადემია აქვეყნებს განცხადებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ. თავად აკადემიის წევრები, ლიტერატურული აკადემიებისა და საზოგადოების წევრები, ენისა და ლიტერატურის პროფესორები, ნობელის პრემიის ყოფილი ლაურეატები და მწერალთა ორგანიზაციების პრეზიდენტები უფლებამოსილნი არიან წარადგინონ კანდიდატები. ამავდროულად, არ შეიძლება საკუთარი თავის წარდგენა.

ათასობით გაცხადება იგზავნება ყოველწლიურად შვედეთის აკადემიიდან და მხოლოდ 50–მდე კანდიდატის წარდგენა ხორციელდებ მთელი მსოფლიოდან. 1 თებერვლისთვის კანდიდატთა სიების მიღება წყდება. აპრილისთვის აკადემია ამცირებს კანდიდატთა რაოდენობას ოცამდე, მოგვიანებით, ზაფხულში კი ქვეყნდება 5 კანდიდატთა სია. იმავე წლის ოქტომბერში აკადემიის წევრები კენჭს უყრიან კანდიდატებს და ის მწერალი, რომელიც კომიტეტის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას მოიპოვებს ოფიციალურად ცხადდება ნობელის პრემიის ლაურეატად ლიტერატურის დარგში.

პრემიის ფულადი ნომინალი იცვლება დაარსებიდან და სადღეისოდ, დაახლოებით, 10 მილიონ {შვედური კრონა|შვედური კრონას]] წარმოადგენს. ლაურეატი ასევე ღებულობს ოქროს მედალსა და ნობელის დიპლომს.

ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცების დარგში
ამ სიაში ჩამოთვლილია ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებისათვის:

1901 : ანრი დიუნანი და ფრედერიკ პაასი
1902 : ელი დიუკომენი და ალბერ გობა
1903 : უილიამ კრიმერი
1904 : საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი
1905 : ბერტა ფონ ზუტნერი
1906 : თეოდორ რუზველტი
1907 : ლუი რენო და ერნესტო მონეტა
1908 : კლას არნოლდსონი და ფრედერიკ ბაიერი
1909 : ოგიუსტ ბერნარი და პოლ კონსტანი
1910 : მშვიდობის საერთაშორისო ბიურო

1911 : ტობიას ასერი და ალფრედ ფრიდი
1912 : ელიუ რუთი
1913 : ანრი ლაფონტენი
1914 : პრემია არ გაცემულა
1915 : პრემია არ გაცემულა
1916 : პრემია არ გაცემულა
1917 : წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია
1918 : პრემია არ გაცემულა
1919 : ვუდრო უილსონი
1920 : ლეონ ბურჟუა

1921 : კარლ ბრანტინგი, კრისტიან ლანგე
1922 : ფრიტიოფ ნანსენი
1923 : პრემია არ გაცემულა
1924 : პრემია არ გაცემულა
1925 : ჯოზეფ ჩემბერლენი და ჩარლზ დაუესი
1926 : არისტიდ ბრიანი და გუსტავ შტრეზემანი
1927 : ფერდინანდ ბიუისონი და ლუდვიგ კვიდე
1928 : პრემია არ გაცემულა
1929 : ფრენკ კელოგი
1930 : ნათან სიოდერბლუმი

1931 : ჯეინ ადამსი დანიკოლას ბატლერი
1932 : პრემია არ გაცემულა
1933 : რალფ ენჯელი
1934 : არტურ გენდერსონი
1935 : კარლ ოსეცკი
1936 : კარლოს საავედრა ლამასი
1937 : რობერტ სესილი
1938 : ნანსენის საერთაშორისო ორგანიზაცია ლტოლვილთა საქმეებში
1939 : პრემია არ გაცემულა
1940 : პრემია არ გაცემულა

1941 : პრემია არ გაცემულა
1942 : პრემია არ გაცემულა
1943 : პრემია არ გაცემულა
1944 : წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი
1945 : კორდელ ჰალი
1946 : ემილი ბოლჩი და ჯონ მოტი
1947 :
1948 : პრემია არ გაცემულა
1949 : ჯონ ორი
1950 : რალფ ბანჩი

1951 : ლეონ ჟუო
1952 : ალბერტ შვეიცერი
1953 : ჯორჯ მარშალი
1954 : გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
1955 : პრემია არ გაცემულა
1956 : პრემია არ გაცემულა
1957 : ლესტერ პირსონი
1958 : ჟორჟ პირი
1959 : ფილიპ ნოელ–ბეიკერი
1960 : ალბერტ ლუთული

1961 : დაგ ჰამარშელდი
1962 : ლაინუს პოლინგი
1963 : წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია და წითელი ჯვრის ლიგა
1964 : მარტინ ლუთერ კინგი
1965 : გაეროს ბავშვთა ფონდი
1966 : პრემია არ გაცემულა
1967 : პრემია არ გაცემულა
1968 : რენე კასენი
1969 : შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია
1970 : ნორმან ბორლოუნგი

1971 : ვილი ბრანტი
1972 : პრემია არ გაცემულა
1973 : ჰენრი კისინჯერი დალე დიკ თხო
1974 : ეისაკუ სატო და შონ მაკბრაიდი
1975 : ანდრეი სახაროვი
1976 : ბეტი უილიამსი და მეირიდ კორიგანი
1977 : საერთაშორისო ამნისტია
1978 : ანვარ სადათი და მენაჰემ ბეგინი
1979 : დედა ტერეზა
1980 : ადოლფო პერეს ესკიველი

1981 : გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი
1982 : ალბა მიურდალი და ალფონსო გარსია რობლესი
1983 : ლეხ ვალენსა
1984 : დეზმონდ ტუტუ
1985 :
1986 : ელი ვიზელი
1987 : ოსკარ არიას სანჩესი
1988 : გაეროს სამშვიდობო ძალები
1989 : XIV დალაი ლამა
1990 : მიხეილ გორბაჩოვი

1991 : აუნ სან სუ ჭი
1992 : რიგობერტა მენჩუ
1993 : ნელსონ მანდელა და ფრედერიკ ვილჰელმ დე კლერკი
1994 : იასირ არაფატი, იცხაკ რაბინი და შიმონ პერესი
1995 : რობერტ როტბლატი
1996 : კარლუშ ფელიპე შიმონეშ ბელუ და ჟოზე რამუშ-ორტა
1997 : ჯოდი უილიამსი
1998 : ჯონ ჰიუმი და დევიდ ტრიმბლი
1999 : ექიმები საზღვრებს გარეშე
2000 : კიმ დე ჯუნი

2001 : გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და კოფი ანანი
2002 : ჯიმი კარტერი
2003 : შირინ ებადი
2004 : ვანგარი მაატაი
2005 : ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო და მუჰამედ ელ ფარადეი
2006 : მუჰამად იუნუს და გრემის ბანკი
2007 : კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი და ელ გორი
2008 : მარტი აჰტისაარი
2009 : ბარაკ ობამა
2010 :

ნობელის პრემია ქიმიის დარგში გაიცემა ყოველწლიურად 1901 წლიდან და შეადგენს 10 მილიონ შვედურ კრონს, რაც დაახლოებით 1,1 მლნ ევროს შეესაბამება. თუკი ერთ წელს პრემიას რამდენიმე ქიმიკოსი მიიღებს, პრემია თანატოლ ნაწილებად გაიყოფა ლაურეატებს შორის. ლაურეატების შერჩევა შვედეთის სამეფოს მეცნიერებათა აკადემიის პრეროგატივაა. 1895 წლის 27 ნოემბრით დათარიღებულ ანდერძში, რომელიც ჯილდოს მინიჭების წესს განსაზღვრავდა, პრემიის დამწესებელი ალფრედ ნობელი აღნიშნავდა, რომ ნობელის პრემია ქიმიის დარგში უნდა მიენიჭოს მას, „ვისაც ეკუთვნის ყველაზე მნიშვნელოვანი ქიმიური აღმოჩენა ან გაუმჯობესება“ . ყოველ წელს ნობელის პრემია ლაურეატს ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს, 19 დეკემბერს, გადაეცემა შვედეთის მეფის მიერ.

ჯილდოს დაწესებიდან დღემდე სულ 153 ქიმიკოსმა მიიღო ნობელის პრემია. მათგან 150 მამაკაცია (98%) და სამი ქალი (2%).

ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკაში:
1969 რაგნარ ფრიში ნორვეგია
1969 იან ტინბერგენი ჰოლანდია
1970 პოლ ენტონი სამუელსონი აშშ
1971 საიმონ კუზნეცი აშშ
1972 ხიკსი ჯონ რიჩარდ დიდი ბრიტანეთი
1972 კენეტ ეროუ აშშ
1973 ბასილი ლეონტიევი აშშ
1974 გუნარ მურდალი შვედეთი
1974 ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი დიდი ბრიტანეთი
1975 ლეონიდ კანტოვიჩი ჩინეთი
1975 ტიალინგ კულმანსი აშშ
1976 მილტონ ფრიდმენი აშშ
1977 ბერტილ ულინი შვედეთი
1977 ჯეიმს მიდი დიდი ბრიტანეთი
1978 საიმონ გერბერგი აშშ
1979 თეოდორ შულცი  აშშ
არტურ ლევისი  დიდი ბრიტანეთი
1980 ლოურენს კლეინი აშშ
1981 ჯეიმს ტობინი აშშ
1982 ჯორჯ სტიგლერი აშშ
1983 ჟერარდ დებრიო აშშ

ნობელის პრემია მიენიჭა: ფიზიკისა და ქიმიის დარგში – ვ. რენტგენს (1901), მ. პლანკს (1918), ა. აინშტაინს (1921), ნ. ბორს (1922), ე. რეზერფორდ (1908), ლ. ლანდაუს (1962) და სხვებს. ფიზიოლიგიისა და მედიცინის დარგში – ი. პავლოვს (1904), რ. კოხს (1905) და სხვებს. ლიტერატურის დარგში – რ. თაგორს (1913), რ. როლანს (1915), თ. მანს (1929), მ. შოლოხოვს (1965) და სხვებს.

წყარო: ქართული ვიკიპედია

კატეგორიები:Interesting
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: