მთავარი > Poetry > ტერენტი გრანელი (Terenti Graneli)

ტერენტი გრანელი (Terenti Graneli)


ტერენტი სამსონის ძე გრანელი (ნამდვილი გვარი კვირკველია), (დ. 25 ნოემბერი, 1897, ახლანდელი ქ. წალენჯიხა ― გ. 10 ოქტომბერი, 1934, თბილისი), ქართველი პოეტი. 1921 წელს რუსეთმა მოახდინა საქართველოს ანექსია. დაიწყო მასობრივი დახვრეტები, რეპრესიები და იდეოლოგიური ზეწოლები, რაც ინტელიგენციასაც შეეხო.ტერენტი გრანელი დარჩა სამშობლოს ერთგული. იგი ხმამაღლა უარყოფს “პარტიულ პოეზიას”. ტერენტი გრანელი 1924 წელს ერთ-ერთ ლექსში სტალინს აკრიტიკებს და დიქტატორს უწოდებს.ასევე ანტიკომუნისტურია მისი ლექსები – “1921”, “პოეზია”, “ფიქრები ქაქუცას მკვლელობის დღეს” და ა.შ. იგი მძიმედ განიცდის საქართველოს მძიმე ტრაგედიას, მაგრამ ქართველ ხალხს მიმართავს გამამხნევებელი სიტყვებით. პოეტი მაინც არ კარგავს მომავლის იმედს და არ ვარდება სასოწარკვეთილებაში. იგი მუდამ ბოლომდე მებრძოლია, როგორც ჭეშმარიტი ქართველი. როგორც ცნობილია გრანელს არც-ერთი ლექსი არ მიუძღვნია “წითლებისათვის”. მისი პოეზიის თემები მოტივვები აბსოლუტურად შეუსაბამო იყო კომუნისტური იდეოლოგიიისთვის. ტერენტი გამოცხადდა შოვინსტ და მავნებელ პოეტად დაიწყო მისი შევიწროვება. პროლეტარმა პოეტებმა დაგმეს მისი პოეზია, ხოლო 1926 წლიდან კი მას საერთოდ აღარ უქვეყნებდნენ ლექსებს, მის სახელს სერიოზული ტაბუ დაედო. არსებობს ვარაუდები იმის შესახებ, რომ ტერენტი გრანელი აუცილებლად მოხვდებოდა 1937 წლის რეპრესიებში.

1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. 1928 წლიდან კი იწყება პოეტის მკვეთრი სულიერი დეპრესია. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს. აკაკი ანდრიაშვილი იგონებს: “ტერენტის დაეწყო კოშმარული ჰალუცინაციები. ეჩვენებოდა, ვითომ იქ სადაც იატაკი მიწურისა იყო, შუაღამისას მისი გარდაცვლილი მამა წამოიწევდა. მერე დაიწყებდა ტერენტისთან საუბარს, მაგრამ არა პირდაპირ, უშუალოდ, არამედ ვითაც მესამე პირის მეშვეობით. ეს ვიღაც მესამე პირი გადასცემდა ტერენტის მამის ნათქვამს. საჭირო იყო რაიმე ზომების მიღება, თორემ ტერენტი საშინელი საფრთხის წინაშე იყო”.

…ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი გრანელმა სამუდამ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა. ტერენტი გრანელის ცხედარი 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.

წყარო: ქართული ვიკიპედია

——————————————————————-
გრანელის  პოეზია:

***

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან  ხეზე გადაფრინდა ჩიტი.


სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.
ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.
წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

***

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.

შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული

ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.

***

ცოცხალი დავრჩი,
ცოცხალი არ ვარ.
ყოველთვის ბავშვი,
წამიღო ქარმა.
ცოცხალი დავრჩი,
ცოცხალი არ ვარ.
ვსეირნობ ბაღში,
წამიღო ქარმა.

***

კვდება ეს მდელო და ეს ქარია
და საქართველო ახლა მკვდარია.
დილაზე მდელოს ვუმზერ სპეტაკი:
და საქართველოს ციდან ვუძახი.

მათ საქართველო დღეს გულში დაჭრეს,
ახლა ძნელია სულის მიგნება.
ირგვლივ ღამეა,არ ჩანს მესია
და საშინელი ეს გაციგნება.

მაგრამ..!ლაზარე აღსდგება მკვდრეთით
აღდგება როგორც ღვთის სიყვარული.
…………………………………………….
მას ვამბობ რასაც ვამბობდი:კმარა!!!”
მზეო, ამოდი!”ამოდი ჩქარა!!!

1923

  1. March 1, 2011 at 13:17

    ვგიჟდები მეც ტერენტიზე, http://natia121.wordpress.com/2011/02/12/memento-mori/ აი ჩემი ტერენტი, გულიდან სისხლის წვეთები კი უბალოდ მზარავს….

    Like

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: