მთავარი > Interesting > სასაცილო კანონები!!! :D

სასაცილო კანონები!!! :D

    მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დღემდე მოქმედებს მეტად ახირებული, უცნაური და კურიოზული კანონები, რომლებიც დიდი ხნის წინ იქნა მიღებული და რატომღაც ჯერაც არ გაუქმებულა. ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე მეტადაა ცნობილი მსოფლიოში თავისი სულელური კანონებით.

გთავაზობთ 10 ყველაზე უცნაურ, სასაცილო და გაუგონარ კანონს🙂

10. ფლორიდაში გაუთხოვარ ქალებს ეკრძალებათ კვირაობით პარაშუტით ხტომა. მკაცრად იკრძალება ფლორიდაში საცურაო კოსტუმში გამოწყობილი სიმღერა; სკეიდით სეირნობა სანომრე ნიშნების გარეშე; შხაპის მიღება გაშიშვლებულ მდგომარეობაში. ასევე აკრძალულია დღეში სამზე მეტი თეფშის გატეხვა. ქალაქ პენსაკოლაში ქალმა, რომელიც დაიღუპა აბაზანაში ელექტრომოწყობილობების გაუფრთხილებლად გამოყენების გამო, უნდა გადაიხადოს ჯარიმა 100$.

9.   ფორტმედისონში (აიოვას შტატი) მეხანძრეებმა 15 წუთი უნდა გაივარჯიშონ ხანძრის ჩასაქრობად წასვლამდე. სენტ-ლუისში მეხანძრეებს ეკრძალებათ გაშიშვლებული ან ღამის პერანგში გამოწყობილი ქალების დახმარება.

8კალიფორნიაში ცხოველებს ეკრძალებათ სქესობრივი აქტის დამყარება სკოლებთან, ეკლესიებთან და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებთან 500 მეტრზე უფრო ახლო მდებარე ადგილებში. აქვე აკრძალულია მძღოლის გარეშე მოძრავი ავტომობილის სიჩქარემ გადააჭარბოს 60 მილს საათში.😀

კალიფორნიაში აკრძალულია კოვბოის ჩექმების ტარება იმ პირების მიერ, რომელთაც არ ჰყავთ 2 ძროხა მაინც.

7. ინდიანაში აკრძლულია: აბაზანის მიღება ოქტომბრის თვიდან მარტის თვემდე; მანქანების გაყიდვა კვირაობით; ფრინველებისა და კურდღლების შეღებვა; რძის გაყიდვა ღვინის მაღაზიაში. აქვე სასამართლოს გადაგცემენ გაუპატიურების ბრალდებით, თუ მანქანაში წინდების გარეშე გიზის მგზავრი, რომელსაც არ შესრულებია 17 წელი.

1984 წლიდან ინდიანას ქალაქ სპეიდსში მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს კონსერვის ქილების გახსნას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ამ კანონის დარღვევისათვის სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 თვით.

ინდიანაში მოქმედი კანონის მიხედვით რიცხვი პ ტოლია არა 3,1415-ის , არამედ 4-ის.😀

6.  ალაბამაში, ჯასპერის ოლქში, ქმრებს უფლება აქვთ სცემონ თავიანთ ცოლებს ჯოხით, თუ ჯოხის დიამეტრი ცერის დიამეტრს არ აღემატება. ლოსანჯელესში კი ქმარს უფლება აქვს სცემოს ცოლს ქამრით, რომლის სიგანე 12 სმ-ზე მეტი არ არის (წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელია ცოლის თანხმობა). არკანზასში სულ ერთია რითი სცემს ქმარი ცოლს, თუკი ეს არაუმეტეს თვეში ერთხელ ხდება. 

5.  პენსილვანიაში სახლი, რომელშიც 16 ქალი ცხოვრობს, საროსკიპოდ ითვლება, ტენესიში ასეთივედაა მიჩნეული სახლი, რომელშიც 6 ქალი ცხოვრობს. მამაკაცების ზღვრული რაოდენობა კი 120-ია. 

4. ლუიზიანაში მკაცრად ისჯება ადამიანის კბენა, ამისათვის პროთეზის გამოყენება ამძიმებს გარემოებას.😀

3.   ტეხასის შტატში აკრძალულია ფეხზე დამდგარი მიყოლებით სამი ყლუპი ლუდის დალევა; აკრძალულია სასტუმროს მეორე სართულიდან კამეჩებისათვის სროლის დაწყება; აქვე საკმარისია ქალი სამჯერ წარუდგინოთ მეგობრებს, როგორც ცოლი და იგი ავტომატიურად ითვლება თქვენს ოფიციალურ მეუღლედ; ფეხსაცმლის გარეშე სიარულისათვის დაგსჯიან თუ არ გაგაჩნიათ ამისათვის სპეციალური ნებართვა, რომელშიც 5$ გადაიხადოთ. ესენი საკმარისად ძველი კანონებია. სულ ახლახან კი გუბერნატორ ჯ. ბუშის (ა.შ.შ.-ს Semdgom პრეზიდენტი) ზეგავლენით ტეხასში მიიღეს კანონი, რომლის შესაბამისად დამნაშავე ვალდებულია მსხვერპლს წერილობით ან სხვა ფორმით შეტყობინოს მოსალოდნელი დანაშაული მის ჩადენამდე 24 საათით ადრე. ამ წესის დარღვევას სასამართლო განიხილავს დამამძიმებელ გარემოებად.

2.     ილინიოსის შტატშის ქალაქ გეილსბურგში 1000$-ით აჯარიმებენ მას, ვინც ბეისბოლის ჯოხით თაგვს სცემს.

ტენესში, ქ. მემფისში ბაყაყებს ეკრძალებათ ყიყინი ღამის 11 საათის შემდეგ.

ატლანტაში აკრძალულია ჟირაფის მიბმა ტელეგრაფის ბოძზე;

1.        ქალაქ ბალტიმორში (მერილენდის შტატი) 500$-ით დაჯარიმდება ის, ვინც თეატრში ლომთან ერთად მივა;

თეატრი იმდენად მოსაწყენია ლომისთვის, რომ შეიძლება მოვლენები ასეც განვითარდეს …😀

to be continued…

 

კატეგორიები:Interesting
  1. January 19, 2011 at 13:17

    Saroskipo ra ari? :p

    Like

    • January 19, 2011 at 13:17

      მსუბუქ-საეჭვო ყოფაქცევა-რეპუტაცის ქალბატონთა დაწესებულება, რომელთა საქმიანობაა გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ მოემსახურონ და ასიამოვნონ მამაკაცებს… ბარდელია რა…🙂

      Like

  2. NinucaElectro
    January 22, 2011 at 13:17

    ოო მააი გაად რაა!😀 პირველად გამიხარდა რომ საქართველოში ვცხოვრობ და არა ამერიკაში.😀 ღმერთო ჩემო რა უბედურებაა ეს?! ა ა ა ა ა ! ! !

    Like

    • January 22, 2011 at 13:17

      ეს ჩვენი გადმოსახედიდან ჩანს ასე, აბა იმათ კითხე ჩვენს კანონმდებლობაზე რამე… დაგვცინებენ მაგარს…🙂🙂

      Like

  3. March 29, 2014 at 13:17

    – Ramdeni Uazro Kanoniaa :X😀

    Like

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: