მთავარი > Interesting, Personal > ცნობილი ადამიანების შიშები, ანუ ფობიები!!!

ცნობილი ადამიანების შიშები, ანუ ფობიები!!!

ყველა ადამიანს გააჩნია ფობიები. ძალიან ბევრი სახის ფობია არსებობს, მაგალითად შიში ობობების (arachnophobia) – რომელიც ძალიან გავრცელებულია, ხალხის შიში (sociophobia) – რომელიც არც თუ ისე ხშირია. მე მინდა მოგიყვეთ ცნობილი ადამიანების შესახებ, რომელთაც უცნაური ფობიები ჰქონდათ და ზოგიერთს ეხლაც აქვს…

1.  George Washington
Taphephobia (fear of being buried alive)

ჯორჯ ვაშინგტონი გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი. მისი სურათი ერთ დოლარიან კუპიურაზეა გამოსახული. იგი გახლდათ გენერალი, ჯარის წინამძღოლი და მეთაური, აქვს მრავალი ბრძოლა მოგებული, იბრძოდა ბრიტანელების წინააღმდეგ…  მისი ბიოგრაფიის შემხედვარე უნდა ვიფიქროთ, რომ იგი ნამდვილად უშიშარი ადამიანია, მაგრამ მას ჰქონდა ერთი უცნაური ფობია: შიში ცოცხლად დამარხვისა!!!🙂 თქვენ წარმოიდგინეთ სიკვდილის პირას მყოფმა ჯორჯ ვაშინგტონმა დაიბარა და პირობაც ჩამოართვა გარშემომყოფთ, რომ როდესაც გარდაიცვლებოდა მისი ცხედარი ორი დღის განმავლობაში გარეთ დაეტოვებიათ რათა შეიძლებოდა გაცოცხლებულიყო, ბოლომდე უნდა დარწმუნებულიყვნენ მის გარდაცვალებაში და მერე დაეკრძალად სათანადოდ… დამეთანხმებით  მართლაც უცნაური ფობია ჰქონდა ვაშინგტონს.

2.   Woody Allen
Panophobia (fear of pretty much everything)

ვუდი ალენი, ყველასათვის ცნობილი რეჟისორი, ძალიან ბევრი ფობიების მქონე აღმოჩნდა… 74 წლის მსახიბსა და რეჟისორს (თითქმის ყველა მის ფილმში თვითონ ასრულებს მთავარ როლს, რატომ არ ვიცი🙂 ) ყველაფრის ეშინია!!!  აქვს შედარებით “ნორმალური” და გავრცელებული ფობიები როგორიცაა: სიმაღლის შიში, დახურული სივრცის შიში, მწერების შიში და ა.შ ასევე აქვს “არანორმალური” ფობიებიც, როგორიცაა: ნათელი ფერების შიში, ცხოველების შიში, ასევე ეშინია ლიფტის, არაქისის კარაქის სასაზე აკრობის, მიწებების და ა.შ

3.   Richard Nixon
Nosocomephobia (fear of hospitals)

რიჩარდ ნიქსონი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების 34_ე პრეზიდენტი, რომელსაც ჰქონდა საშინელი შიში საავადმყოფოების. 1974 წლისათვის მას შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა (სისხლის შედედება), მან უარი განაცხადა საავადმყოფოში წასვლაზე. ასე თუ ისე, დაარწმუნეს და უთხრეს, რომ თუ იგი არ დაწვებოდა საავადმყოფოში აუცილებლად მოკვდებოდა. საბოლოოდ იგი დათანხმდა გადაელახა და დაეძლია მისი ფობია…

4.   Alfred Hitchcock
Ovophobia (fear of eggs)

ჰოლივუდის ცნობილი რეჯისორი და პროდუსერი, ალფრედ ჰიჩკოკი, ცნობილი მისი ფილმებით Psycho და  Vertigo, ჰქონდა კვერცხის შიში. იგი ამბობდა, რომ კვერცხები ზიზღდა მას, არასდროს ჰქონდა გასინჯული კვერცხი თავის ცხოვრებაში, და საერთოდ მასთან ახლოს ყოფნასაც კი გამორიცხავს. მან ისიც აღნიშნა, რომ ყველაზე საშინელი და საძაგელი რამ მისთვის არის ყურება თეთრი მრგვალი რაღაცის, რომელსაც არ აქვს ნასვრეტები, და მასში შიგნით მოთავსებულია ყვითელი სითხე…🙂 უცნობია, ისეთ ადამიანს როგორიც არის ჰიჩკოკი, რატომ აქვს ასეთი უცნაური შიში…

5.    Sigmund Freud
(Fear of Weapons and Ferns)

ზიგმუდ ფროიდი იყო უდიდესი ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქიატრი რომელმაც მსოფლიო დონის ნაშრომები შექმნა თავისი პროფესიის კუთხით. თქვენ წარმოიდგინეთ “ფსიქოლოგიის მამასაც” კი ჰქონდა ფობიები და თან საქმაოდ უცნაური: მას ეშინოდა ტყვიის და გვიმრების!!! ნუ, საიდან ჩამოუყალიბდა  მას ასეთი სახის შიშები ძნელი გასარკვევია, მაგრამ მისი ნაცნობები და ახლობლები ყოველთვის აღნიშნავდნენ რომ იგი არასდროს არ  მიირთმევდა გვიმრას და ძალიან არ უყვარდა იგი…

6.      Nikola Tesla
(Fear of Germs and Jewelry)

გენიალური ნიკოლა ტესლა ყველასთვის ცნობილია მისი გამოგონებებით, განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვის ელექტრომაგნეტიზმის და ელექტროობის განვითარებაში. იგი ვერ იტანდა მიკრობებს, რის გამოც იგი ყოველთვის ცდილობდა თავი აერიდებინა ხელის ჩამორთმევას, ცნობილია რომ ტესლა დღეში ძალიან ბევრჯერ იბანდა ხელს. მისი მეორე უცნაური ფობია გახლდათ ზვირფასი სამკაულების შიში, იგი განსაკუთრებით ვერ იტანდა და სძაგდა ისეთი სამკაული, რომელიც შეიცავდა მარგალიტის თვლებს. გარდა ამისა მას ბევრი სხვა უცნაურობანი და თავისებურებანი ახასიათებდა, რომლის მოყოლაც შორს წაგვიყვანს…

7.    Napoleon Bonaparte
Ailurophobia (Fear of Cats)

ნაპოლეონ ბონაპარტეს, საფრანგეთის იმპერატორს, შეიარაღებული ჯარების  ლიდერს,  საოცრად ეშინოდა კატების, რატომ ეს უცნობია. ცნობილია ის რომ კატის ერთი გამოხედვაც კი პანიკაში აგდებდა მას. ნაპოლეონი არ იყო ამ შემთხვევაში გამონაკლისი. ძალიან ბევრი ლიდერი,  დიქტატორი როგორებიც იყვენენ: ჰიტლერი, მუსოლინი და იულიუს კეისარიც კი კატის შიშით იყვნენ შეპყრობილნი. როგორც ვხედავთ, არის ამ ცხოველში რაღაც ისეთი მისტიური რასაც დიქტატორები და ბოროტი გენიები ვერ ეგუებიან!!!

P.S   კატის არ მეშინია ე.ი. უნდა მიხაროდეს, ჩემგან დიქტატორი არ დადგება :)) იმედია მოგეწონებად ჩემი ნაწვალევი ნამუშევარი, თუ სურვილი გექნებათ დაწერეთ თქვენი ფობიების შესახებ ან უცნაური ფობისების შესახებ რაც გსმენიათ თქვენს ახლობებზე ან ნაცნობებზე…  მადლობთ ყურადღებისთვის!!!
 
 
 
Copyright © 2010-2011 Jazzmena’s Blog

  1. 2kija
    November 26, 2010 at 13:17

    ვა კატებზე გაასწორა ))) შანსი არ მაქ რომ შევხედო ))

    Like

  2. December 19, 2010 at 13:17

    ძალიან საინტერესო პოსტია,
    აი ჰიჩკოკს თუ ასეთი უცნაური ფობია ქონდა ნამდვილად არ ვიცოდი.

    პირადად მე არაფრის ფობია არ მაქვს.
    მარტო ზიზღი მაქვს მატლების და ტარაკნების,და შიშოთ არაფრის არ მეშინია

    Like

    • December 20, 2010 at 13:17

      ჰიჩკოკისგან მაგას არც მე არ მოველოდიი…🙂😉
      უცებ რო გაიხედო და შენს მხარზე ტარაკანა დაინახო მოკალათებული, შეგეზიზღება თუ შეგეშინდება?🙂 შენ მწერების ფობია გქონია და გვიმალავ…🙂😉

      Like

  3. ნინი
    August 8, 2011 at 13:17

    და გველების ფობიას რა ქვია? პანიკურად მეშინია მაგ საზიზღარი არსებების :S

    Like

    • June 11, 2012 at 13:17

      Ophidiophobia (ოფიდიოფობია) ქვია გველების შიშს ნინი😉

      Like

  4. August 4, 2012 at 13:17

    მადლობა პროდუქტიული ინფორმაციისათვის = )))))))

    Like

  5. ninuca
    September 14, 2012 at 13:17

    me dzalian meshinia avadmyofobis nebismieris sicxec rom maqvs imazec ki cudad vxdebi da mgonia rom mteli cxovreba cudad viqnebi

    Like

    • September 16, 2012 at 13:17

      eg ar vici ramdenad sheidzleba fobiad chaitvalos ninuca, tumca iseti ucnauri fobiebi arsebobs ar gamikvirdeba tu “sicxis qonis shishic” arsebobdes…🙂😉

      Like

  6. November 27, 2012 at 13:17

    კატების არ მეშინია საბედნიეროდ და არც ერთი რაიმე აკვიატებული ფობია მაქვს. ძალიან გამიკვირდა ფსიქოლოგიის მამას, როგორ შეიძლება რაიმე ფობია ჰქონოდა. მან ხომ ყველაზე კარგად იცოდა ფობიის დამარცხების გზები… საინტერესოა, რატომ ვერ დაამარცხა გვიმრის ფობია🙂

    Like

    • November 28, 2012 at 13:17

      იყო ფსიქოლოგიის მამა და ძალიან ძლიერი სპეციალისტი სულაც არ ნიშნავს, რომ ფობია არ გქონდეს… ფსიქოლოგებიც ხო ადამიანები არიან…🙂 რაც შეეხება გვიმრებთან ბრძოლას, მე ვფიქრობ ფროიდს სხვა ბევრად უფრო მნიშვენლოვანი საფიქრალი ქონდა… თან თავისი ფსიქიკაც შეირყა გარკვეულ პერიოდებში და გვიმრებისთვის აღარ ეცალა ალბათ🙂😀

      Like

  7. მარი
    December 23, 2013 at 13:17

    აუ მითხარით რა თუ არსებოსბ მკვდრის სულების შიშს რაქვია?? მე მაქვს :S :S :X

    Like

  8. anidzadza
    March 30, 2016 at 13:17

    გაგეცინებათ, მაგრამ მეშინია ბუშტების😀 ბუშტს რომ ვუყურებ გული ლამის ამომივარდეს , იმის შიშით რომ გასკდება… პატარაობაში ბუშტს ვბერავდი და შუა ჩაბერვის დროს გამისკდა და იმის მერე მეშინია:/ კიდევ წყლის სიღრმისა და ვირთხების:/

    Like

    • March 30, 2016 at 13:17

      საინტერესო ფობია გქონია ანი..😀😀

      Like

  1. June 11, 2012 at 13:17
  2. June 25, 2012 at 13:17

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: