მთავარი > Music > 10 Truly Great Jazz Composition

10 Truly Great Jazz Composition

   ამასწინათ ვათვალიერებდი ჩემს “ჯაზ-კოლექციას” და გამიჩნდა სურვილი ამ სიმღერებიდან ამერჩია ათი საუკეთესო… დავიწყე არჩევა, მაგრამ იმდენად ბევრი ჩემთვის საყვარელი კომპოზიცია შემხვდა, რომ ბოლოს ათეული კი არა “ორმოცდათეული” შემრჩა ხელში🙂  მე მაინც გავიჭირვებ და შევეცდები მათგან 10 საუკეთესო ამოვარჩიო  და შემოგთავაზოთ…

10.  WHEN YOU’RE SMILING (Louis Prima)

ლუის პრიმა წარმოშობით იტალიელი იყო, მოგვაწეობდა ამერიკაში 1910 – 1978 წლებში, ჰყავდა ბენდი და არის ბევრი ცნობილი სიმღერის ავტორი, ყველას ახსოვს მისი ხმა მულტფილმ “მაუგლიდან”

9.The Shadow of Your Smile (Tony Bennett)

   ამ კომპოზიციას ძალიან ბევრი ცნობილი ჯაზმენი ასრულებს, როგორებიც არიან: ფრენკ სინატრა, გარი მულიგანი, ბარბარა სტრეიზანდი, სარა ვიუანი, ჯორჯ ბენსონი და ა.შ. მაგრამ ყველაზე ფაქიზი და დახვეწილი შესრულება მაინც ტონი ბენეტის ეკუთვნის… ბენეტი არის 15 გრემის და ორი ემის მფლობელი, 50 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული მთელს მსოფლიოში.

8. Mama (Hugh Masakela)

   თითქმის ყველასათვის საყვარელი ეს კომპოზიცია ჰიუ მასაკელას ეკუთვნის, რომელიც წარმოშობით სამხრეთ აფრიკიდანაა. იგი სულ ახლახანს სტუმრობდა ბათუმის ჯაზ-ფესტივალს და ქართველ მელომანებს მეორედ ჰქონდათ მისი მოსმენის შესაძლებლობა… იმედია ხშირად გვესტუმრება და გაგვახარებს…

7.The Girl from Ipanema (Astrud Gilberto)

ბოსა-ნოვას სტილის ამ უკვდავმა სიმღერამ 1965 წელს გრემი აიღო, იგი შეიქმნა 1962 წელს.

6. Take Five (Dave Brubeck)

“Take five” დეივ ბრუბეკის ბენდის მიერ დაიდგა 1959 წელს, ეს კომპოზიცია მალევე აიტაცა მსმენელმა და შეიძლება ითქვას, ბრუბეკის სავიზიტო ბარათად იქცა … ეს კომპოზიცია ჯაზ-სტანდარტია და ბევრი ჯაზმენი ცდილობს შეასრულოს იგი, ზოგიერთს გამოსდის კიდეც🙂 მაილს დევისი ერთერთი მათგანია თუ არა ერთადერთი…🙂

5. DON’T LET ME BE MISUNDERSTOOD  (Nina Simone)

Bennie Benjamin, Gloria caldwell, sol Marcus ამ ადამიანებმა  შექმნეს ეს სიმღერა  1964 წელს ნინა სიმონესათვის. აქვე მინდა ავღნიშნო ამ სიღერის არანაკლებ ბრწყინვალე შემსრულებლები: ბრიტანული ძველი ჯგუფი “ენიმალზი” და ჯო კოკერი, რომლებმაც არაჩვეულებრივად შეასრულეს ეს ნაწარმოები…

4.Autumn leaves (Keith Jarrett)

ჯარეტის ხელოვნებაზე და შესრულების ტექნიკაზე საუბარი ვფიქრობ ზედმეტია… რაც შეეხება ამ სიმღერას, მისი ორიგინალი 1945 წელს შექმნილი ფრანგული სიმღერაა – სახელწოდებით  “Les feuilles mortes” (სიტყვა-სიტყვით “მკვდარი ფოთლები”).  მუსიკა ეკუთვნის Joseph Kosma_ს, ხოლო ტექსტის ავტორია: Jacques Prévert. წლების შემდგომ, ეს სიმღერა იქცა პოპ და ჯაზ სტანდარტად მთელ მსოფლიოში, ორივე ენაზე. 1950 წელს ლეგენდარულმა ფრანგმა მომღერალმა Édith Piaf _მა შეასრულა იგი. “შემოდგომის ფოთლებს” ბევრი მოტრფიალე და შემსრულებელი გამოუჩნდა, მათ შორის არიან: ბარბარა სტრეიზანდი, ბენ ვებსტერი, ჩიკ კორეა, ფრენკ სინატრა, მაილს დევისი, ნათ კინგ კოული, ოსკარ პიტერსონი, პატრიცია კაასი და ა.შ. მე განსაკუთრებით გამოვყოფდი კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მომღერალის შესრულებას, რომელიც მე ყველაზე მეტად მომწონს, ეს არის ევა ქესიდი!!!

3.  It don’t mean a thing (Duke Ellington)

1931 წელს შეიქმნა ეს კომპოზიცია დუკ ელინგტონის ძალისხმევით, ტექსტის ავტორია Irving Mills. ბევრი შემსრულებელი ჰყავს ამ სიმღერას: ნინა სიმონე, ელა ფიცჯერალდი, ტონი ბენეტი, ლუი ამსტრონგი და ა.შ

2. Caravan

ჩემს უსაყვარლეს “ქარავანს” და “summertime”_ს  სხვა პოსტები მივუძღვენი და აქ არ განვმეორდებიიიი…

1. Summertime (Ella Fitzgerald & Louis Armstrong)

Bonus!!!

კატეგორიები:Music
  1. აკო გორგაძე
    May 9, 2013 at 13:17

    ადმინ!!! ამას წინათ მოვუსმინე ლუი ამსტრონგის ერთ-ერთ კომპოზიციას და სიმართლე ვთქვა ძალიან მომეწონაააა….. შენ კი კარგად იცი ჯაზის ისტორია და იქნებ როგორმე დამეხმარო და გამარკვიო ჯაზში??? akogorgadze2@gmail.com ეს ჩემი მაილია გთხოვ დამიკავშირდე

    Like

    • May 14, 2013 at 13:17

      konkretulad rashi ginda garkveva??? dagexmarebi..

      Like

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: