მთავარი > Cinematographic Art, Music > ნინა სიმონე (Nina Simone)

ნინა სიმონე (Nina Simone)

   ნინა სიმონე ნამდვილი სახელი (Eunice Kathleen Waymon) დაიბადა 1933 წლის 21 თებერვალს, ტრაიონში (სამხრეთ კაროლინის შტატში). განათლება მიიღო ნიუ-იორკის პრესტიჟულ მუსიკალურ კოლეჯში (Juilliard School of Music) სადაც თავის დროზე სწავლობდა მაილს დევისი (Miles Davis). ის იყო ძალიან ნიჭიერი შავკანიანი ამერიკელი მომღერალი,კომპოზიტორი, პიანისტი. მან თავის კარიერა დაიწყო 1953 წელს ატლანტიკ-სითიში, სადაც ის ღამის კლუბებში პიანინოზე უკრავდა. ზუსტად ამ დროს დაირქვა მან თავისი სასცენო ფსევდონიმი (nina simone) ნინა ესპანურად გოგოს ნიშნავს და სიმონე დაირქვა ცნობილი მსახიობის ”სიმონე სინიორე”-ს საპატივცემულოდ. სამოციანი წლების დასაწყიში მან მოამზადა დიუკ ელინგტონის კომპოზიციების ალბომი სადაც ძირითადათ შედიოდა ბლუზის ბალადები ბროდვეის მიუზიკლებიდან. ორმოცდაათიანი წლების ბოლოს, მან უკვე ჩაწერა და გამოუშვა თავისი 10 ალბომი. სიმონე ხშირად გამოდიოდა კონცერტებზე და არამარტო როგორც მომღერალი, არამედ როგორც პიანისტი, მოცეკვავე და მსახიობი. იგი ჯაზის ტრადიცებს არ ღალატობდა, გამოირჩეოდა შესრულების ორიგინალობით. ის სოულს, პოპ-მუსიკას და ბლუზს უთავსებდა ჯაზს. ნინა სიმონე ძირითადათ თავის სიმღერებს ორკესტრის თანხლებით წერდა.

1965 წელს გამოვიდა მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალბომი (I Put Spell on You) რომელშიც შევიდა მისი ყველაზე პოპულარული სიმღერები (I Put a Spell on You) (Feeling Good) და (Ne Me Quitte Pa).
1996 წელს გამოუშვა შემდეგი ალბომი სახელწოდებით (Wild Is the Wind) ამ ალბომში შესული სიმღერები პოპ-მუსიკს ჟანრში იყო ჩაწერილი, ამიტომ მას კრიტიკოსებმა იმ პერიოდში პოპი-მუსიკის დედოფალი შეარქვეს.
ნინა სიმონე პირადად იცნობდა მარტინ ლუთერ კინგს, ამერიკელი შავკანიანების უფლებების დამცველს. ოთხი შავკანიანი ბავშვის მკვლელობის შემდეგ ნინამ გამოუშვა ახალი სიმღერა სახელწოდებით (Mississippi Goddam) ამავე თემატიკის სიმღერები იყო (Pirate Jenny) და ჟაკ ბრელას ინტერპრეტირებული (Ne Me Quitte Pas) ეს სიმღერები უფრო კლასიკური ჟანრის იყო.
1968 წელს იგი უშვებს ახალ სიმღერა (Ain’t Got No) რომელიშიც შეიძლება ითქვას მწარედ აკრიტიკებს მაშინდელ პოლიტიკას.

    ნინა სიმონე გარდაიცვალა 2003 წლის 21 აპრილს საფრანგეთში მარსელთან ახლოს, თავის სახლში. სადაც მან გაატარა უკანასკნელი 8 წელი. იგი გარდაიცვალა 70 წლის ასაკში.
აქვე აღსანიშნავია რომ ნინა სიმონემ თავისი 40 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში გამოუშვა 170 სტუდიური და საკონცერტო ალბომები და სინგლები.
სულ მას აქვს შესრულებული 320 კომპოზიცია, ის დღემდე რჩება 20 საუკუნის ერთ-ერთ ავტორიტეტულ შემსრულებლად.

კატეგორიები:Cinematographic Art, Music Tags: ,
  1. November 22, 2010 at 13:17

    მერე იყო ქმართან გაშორება. დეპრესია. ალკოჰოლი. ყველამ დაივიწყა. აღარც ალბომები. აღარც კონცერტები.
    და შანელის სახლი, რომელმაც მისი My Baby Just Cares For Me რეკლამისთვის შეიძინა და შანელის ეს სარეკლამო კამპანია იქცა ნინას კამპანიადაც. და ის დაბრუნდა ხელმეორედ.

    Like

  2. PaWu
    December 5, 2010 at 13:17

    ძალიან მაგარი ადამიანი… უნიკალური ხმის ტემბრით… მიყვარს ძალიან… კარგი პოსტია🙂

    Like

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: