მთავარი > Music > ოპერა

ოპერა

ოპერა (იტალ. opera) — თეატრალური წარმოდგენის მხატვრულ-დრამატული ფორმა, რომელშიც მოქმედება ძირითადად მუსიკით (სიმღერითა და აკომპანემენტით) სრულდება. ოპერა ლათინური სიტყვაა და ნიშნავს თხზულებას. ოპერა არის სინთეზური, მასში გაერთიანებულია სიმღერა, სცენური მოქმედება, ინსტრუმენტული მუსიკა, დრამა და ა.შ. ოპერის საორკესტრო შესავალს ჰქვია უვერტიურობა, ოპერის ტექსტს ლიბრეტო, ხოლო ოპერის მოქმედებებს ჰქვია აქტები. ოპერაში გვხვდება მელოდიას მოკლებული სიტყვიერი ტექსტი, რომელსაც ეწოდება რეჩიტატივი. ოპერაში მომღერალი თავის გრძნობებს გადმოგვცემს არიით. ორი მომღერლის მღერას ჰქვია დუეტი.

მსოფლიოს საოპერო თეატრებია: მილანის ლა სკალა, მეტროპოლიტენის თეატრი ამერიკაში, ვენის სამეფო თეატრი და ა.შ.

ლა სკალა (იტალ. Teatro alla Scala – სიტყვასიტყვით “თეატრი კიბეზე”), ოპერის შენობა მილანში, იტალიაში. შენობა აგებულ იქნა ორ წელიწადში არქიტექტორ ჯუზეპე პიერმარინის მიერ, მარი-ტერეზა ავსტრიელის შეკვეთით მას სემდეგ, რაც ხანძრის გამო განადგურდა ძველი საჰერცოგო თეატრი. ლა სკალა გაიხსნა 1778 წლის 3 აგვისტოს ანტონიო სალიერის ოპერით l’Europa riconosciuta.

ამ შენობაში იდგმებოდა დომენიკო ჩიმაროზას, ჯუზეპე ვერდის და სხვათა ოპერები. ეს იყო ქორეოგრაფიული ხელოვნების მთავარი ადგილიც. ყოველ წელიწადს მასში უამრავი ბალეტები იდგმება კასიკური ცეკვის უდიდესი ოსტატების მონაწილეობით. ყოველივე ამის გამო ლა სკალამ თითქმის მითოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა.1943 წელს ლა სკალის შენობა დაბომბილ იქნა და მისი ხელახალი გახსნა 1946 წელს მოხერხდა.

ლა სკალის ყველაზე ცნობილი მთავარი დირიჟორი იყო არტურო ტოსკანინი. 1972 წელს იგი შეცვალა კლაუდიო აბადომ, 1986 წელს კი – რიკარდო მუტიმ. 2002 წლის 19 იანვარს შენობა დაიხურა განახლებისთვის საჭირო სამუშაოების გამო. განახლებას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი მარიო ბოტა. ხელახალ გახსნას ადგილი ჰქონდა 2004 წლის 7 დეკემბერს სალიერის იმავე ოპერით, რითაც თავდაპირველად გაიხსნა.

ლა სკალაში მუსიკალური სეზონი ტრადიციულად იხსნება 7 დეკემბერს, მილანის მფარველი წმინდა ამბროზის დღეს. ამავე შენობაში არის ლა სკალას მუზეუმი, სადაც ინახება სასცენო ნახატების, დეკორაციების, ქანდაკებების, კოსტიუმების უდიდესი კოლექცია.

ოპერა  პირველად დაარსდა და ჩამოყალიბდა იტალიაში 16_ე საუკუნეში. Jacopo Peri არის იტალიელი კომპოზიტორი და მომღერალი, რომელიც ითვლება ოპერის “გამომგონებლად”. შემდგომში ოპერის კულტურა განავითარა Schütz_მა გერმანიაში, რომელიც ითვლება უდიდეს კომპოზიტორად და ორღანისტად გერმანიაში იოჰან სებასტიან ბახის შემდეგ. Lully საფრანგეთში დანერგა ოპერა, ხოლო Henry Purcell_მა ინგლისში განავითარა იგი. 19 საუკუნე “ოქროს ხანად” ითვლება ოპერის ისტორიაში, რადგან ასპარეზზე გამოჩნდნენ Richard Wagner და Giuseppe Verdi. 20 საუკუნისათვის ოპერის პოპულარობა კიდევ უფრო და უფრო გაზარდა Giacomo Puccini_მა და Richard Strauss_მა. 20 საუკუნის დასასრულისათვის ჩამოყალიბდა რამოდენიმე მიმდინარეობა და დაიხვეწა ვოკალური შესრულება, ამ მხრივ დიდი პოპულარულობით სარგებლობდა იტალიელი ტენორი Enrico Caruso, რომელმაც დიდი აღიარება მოიპოვა. არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ Luciano Pavarotti_ის ღვაწლი.

 

წყარო: ქართული ვიკიპედია




კატეგორიები:Music
  1. No comments yet.
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: