მთავარი > Music > ყველა დროის 10 საუკეთესო გიტარისტი!!!

ყველა დროის 10 საუკეთესო გიტარისტი!!!

2003 წელს ამერიკულმა ჟურნალმა “Rolling Stone”-მა ჩატარებული გამოკითხვის შედეგად   გამოაქვეყნა 100 საუკეთესო გიტარისტის სია.

მე შემოგთავაზებთ პირველ 10 გიტარისტს, რომლებმაც მიიპყრეს მთელი მსოფლიოს ყურადღება და დატოვეს დიდი სახელი…

1) Jimi Hendrix
2) Duane Allman
3) B.B. King
4) Eric Clapton
5) Robert Johnson
6) Chuck Berry
7) Stevie Ray Vaughan
8) Ry Cooder
9) Jimmy Page
10) Keith Richards

1. ჯიმი ჰენდრიქსი (ინგლ. Jimi Hendrix) (* 27 ნოემბერი, 1942, სიეტლი, ვაშინგტონი – გ. 18 სექტემბერი, 1970, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) ამერიკელი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი. ჰენდრიქსი აღიარებულია როკ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და უდიდეს გიტარისტად. ინგლისში მოპოვებული წარმატების შემდეგ, მსოფლიო აღიარება მან 1967 წელს მონტერეის პოპ ფესტივალზე, თავისი გამოსვლის შემდეგ მოიპოვა. სიკვდილამდე (1970 წელს, 27 წლის ასაკში), იგი ერთ-ერთი მთავარი სტუმარი იყო 1969 წლის საკულტო ვუდსტოკის ფესტივალზე.

 

 

2. Duane Allman (1946-1971) იყო ცნობილი ამერიკელი გიტარისტი, რომელმაც დააფუძნა როკბენდი სახელად “The Allman Brothers Band”. იგი დაჯილდოვებული იყო იმპროვიზაციის დიდი უნარით. Allman_ს  შესრულებული აქვს დუეტები ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან როგორებიც არიან: King Curtis, Aretha Franklin, Wilson Pickett, Herbie Mann და ა.შ.

3. B.B. King არის ამერიკელი ბლუზ გიტარისტი. მისი ნამდვილი სახელია რილი ბი კინგი (Riley B. King). იგი დაბადებულია 1925 წლის 16 სექტემბერს. ის მიიჩნევა როგორც ბლუზის მეფე და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბლუზ გიტარისტი.

ბი ბი კინგი არის ლიცენზირებული პილოტი, ცნობილი აზარტული მოთამაშე, ვეგეტარიანელი, არამწეველი და არამსმელი ადამიანი. მას დიაბეტი აწუხებს და მთელი ცხოვრება გამოდიოდა დიაბეტით დაავადებულთა მხარდასაჭერად.მისი საყვარელი მომღერალი იყო ფრენკ სინატრა. ბი ბი კინგი იხსენებს საკუთარ ავტობიოგრაფიაში თუ როგორ იძინებდა ყოველ საღამოს ფრენკ სინატრას კლასიკური ალბომის, In the Wee Small Hours-ის, მოსმენის შემდეგ. კინგი სინატრას მოიხსენიებდა როგორც ადამიანს რომელმაც შავკანიან შემსრულებლებს კარი გაუღო და შანსი მისცა დაეკრათ თეთრების გვერდით.ბი ბი კინგი არის 17 შვილის მამა, რომლებიც სხვადასხვა ქალებთან შეეძინა.

ბი ბი კინგმა ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობა 1947 წლიდან დაიწყო. მემფისში ის ერთ დროს დისკ ჟოკეი იყო, სადაც ზედმეტ სახელი Beale Street Blues Boy შეარქვეს, შემოკლებით კი ბი ბი(BB).1950-იანებში იგი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი R&B მუსიკოსი და მრავალი საინტერესო სიმღერა ჩაწერა.1964 წელს გამოვიდა ლეგენდარული ალბომი Live at the Regal.პირველი დიდი წარმატება მას 1969 წელს როი ჰოვკინსის სიმღერამ, The Trill Is Gone-მა, მოუტანა. მისეულმა ვერსიამ საყოველთაო აღიარება მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა Pop და R&B ჩარტებში პარალელურად, რაც იმ დროისათვის უჩვეულო რამ იყო. ამავე წელს გამართულმა ამერიკულმა ტურნემ უფრო როკის სახე მიიღო.ბი ბი კინგის წარმატება 1970-იანებშიც გრძელდებოდა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ სიმღერები To Know You Is To Love You და I Like To Live The Love.1951-1985 წლებში ბი ბი კინგის სიმღერები Billboard-ის R&B ჩარტებში 74-ჯერ მოხვდა.1980, 1990 და 2000-იანებში იგი სულ უფროდაუფრო ნაკლებ სიმღერებს წერდა, მაგრამ აქტიური კარიერა არ შეუწყვეტია და ხშირად ჩნდებოდა სატელევიზიო შოუებში.1988 წელს მან თაყვანისმცემლების კიდევ ერთი ნაკადი შეიძინა როდესაც გამოვიდა მისი დეუტი ირლანდიურ ჯგუფ U2-სთან, სიმღერას When Love Comes To Town ერქვა.2000 წელს კი გამოვიდა მისი და ერიკ კლეპტონის დუეტი Riding With the King.

ასევე 2000 წელს ბი ბი კინგი გამოჩნდა ფილმში The Blues Brothers 2000.

 

80 წლის ასაკში ბი ბი კინგმა გამოსამშვიდობებელი ტურნე გამართა. ის 2006 წელს ინგლისში დაიწყო. ბლუზის მეფე ამ ჟანრში ასევე კარგად ცნობილ შემსრულებელთან, გარი მურთან ერთად გამოვიდა. შემდეგ იყო ევროპა.
ამას მოყვა 6 კონცერტი ბრაზილიაში. სან პაულოში ერთმა ჟურნალისტმა ბი ბი კინგს ჰკითხა იქნებოდა თუ არა ეს მისი ბოლო კონცერტი, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: “ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობია შოტლანდიელი შონ კონერი, რომელიც ცნობილია როგორც აგენტ 007-ის საუკეთესო შემსრულებელი, მის ერთ-ერთ ფილმს კი ჰქვია “არასოდეს თქვა არასოდეს””. პასუხი სრულიად გასაგები იყო.
2007 წელს ბი ბი კინგმა მონაწილეობა მიიღო Crossroads Guitar Festival-ში ერიკ კლაპტონთან ერთად. მთელი ფული გადაირიცხა ანტიგუას დასახმარებლად.

Lucille არის ბი ბი კინგის ერთ-ერთი სავაჭრო ნიშანი. ასე მის გიტარებს ჰქვია. ეს სახელი მისმა გიტარამ მას შემდეგ მიიღო რაც ორივენი ხანძარს ძლივს გადაურჩნენ. ერთ-ერთ ადგილას სადაც უკრავდა, ორი მამაკაცი ქალის გულისთვის წაჩხუბდა, რომლის სახელიც იყო Lucille. ამ ჩხუბში მათ შემთხვევით ნავთქურა წააქციეს და ხანძარიც გაჩნდა. მას შემდეგ რაც ბი ბი კინგი გარეთ გამოვიდა, გაახსენდა რომ გიტარა შიგნით დარჩა და სწრაფად შებრუნდა უკან, რის შემდეგაც ძლივს გამოასწრო გარეთ. ამის შემდეგ მან საკუთარ გიტარას Lucille დაარქვა, რათა არასოდეს დავიწყებოდა ის შემთხვევა და არასოდეს გაემეორებინა მსგავსი საქციელი.

52 წლის განმავლობაში ბი ბი კინგმა 15 000 კონცერტსა და შოუში მიიღო მონაწილეობა.

ბი ბი კინგი არის ცნობილია აქტიური მოღვაწეობით ბავშვებისათვის მუსიკალური განათლების მიცემის სფეროში. 2002 წელს ის ოფიციალურად გახდა საქველმოქმედო ორგანიზაცია Little Kids Rock-ის პარტნიორი, რომელიც უფასოდ ავრცელებს მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ატარებს გაკვეთილებს აშშ-ს მასშტაბით. იგი ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს საპატიო წევრია.

 

 

4) Eric Clapton  (Eric Patrick Clapton; 30 მარტი, 1945), ინგლისელი მომღერალი, მუსიკოსი, გიტარისტი.

ერიკ პატრიკ კლეპტონი დაიბადა 1945 წლის 30 მარტს, ინგლისში. იგი 16 წლის პატრისია მოლი კლეპტონისა და 25 წლის კანადელი სამხედრო მოსამსახურის, ედვარდ ვოლტერის უკანონო შვილია. სანამ ერიკი დაიბადებოდა მამამისი კანადაში დაბრუნდა თავის ცოლთან, ხოლო ერიკი ბებიამ და ბაბუამ საიდუმლოდ იშვილეს და მას დიდხანს სჯეროდა, რომ ისინი იყვნენ მისი ნამდვილი მშობლები, ხოლო დედამისი – მისი და. ერიკის დედა მალე გათხოვდა და კანადაში გადავიდა საცხოვრებლად თავის მეუღლესთან ერთად. შვილი კი ბებიასთან დატოვა ინგლისში.ოჯახური საიდუმლო კლეპტონს ბებია-დედამ მხოლოდ მაშინ გაუმხილა, როცა ბიჭს 9 წელი შეუსრულდა. ამ მოვლენამ განსაზღვრა მთელი მისი მომავალი ცხოვრება.მეცამეტე დაბადების დღეზე ერიკს აკუსტიკური გიტარა აჩუქეს, მაგრამ მას ისე გაუძნელდა დაკვრის შესწავლა, რომ კინაღამ თავი დაანება. იგი საათობით ვარჯიშობდა და ცდილობდა სწორად აეღო აკორდები, რომ მიეღო ისეთივე ჟღერადობა, როგორსაც მუსიკალური ჩანაწერებიდან ისმენდა. მის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს ცნობილმა ბლუზის შემსრულებლებმა. ესენი იყვნენ: ბი.ბი კინგი, ბადი გაი, მადი ვოთერსი და ჯონ ლი ჰუკერი. 1963 წელს კლეპტონი გამორიცხეს ხელოვნების კოლეჯიდან და იგი შეუერთდა ჯგუფ იარდბერდსს.
ერიკ კლეპტონის კუთვნილი ყველა გიტარა ისეთივე ღირსშესანიშნავი იყო, როგორც მათი პატრონი.კარიერის დასაწყისში კლეპტონი უკრავდა როგორც გიბსონის, ისე ფენდერის გიტარებზე, მაგრამ 1965 წელს ექსკლუზიურად დაიწყო გიბსონზე დაკვრა, როცა იყიდა 1960 წლის გიბსონის Les Paul standard მოდელი, რომელიც მან გამოიყენა 1966 წლის ჯონ მეიოლთან და Bluesbreakers-თან ერთად ჩაწერილ ალბომში.იმ პერიოდში როდესაც კლეპტონი უკრავდა Cream-ში, მისი ძვირფასი 1960 წლის Les Paul Standard მოიპარეს, მიუხედავად ამისა კლეპტონმა გააგრძელა გიბსონის გიტარებზე დაკვრა Cream-შიც და Blind Faith-შიც. (მოდელები: Les Paul; Firebird; ES-335)მისი ყველაზე ცნობილი გიტარა იმ პერიოდში იყო 1964 წლის გიბსონის SG. იგი გამოირჩეოდა აღსანიშნავი გარეგნობით. 1967 წელს, Cream-ის ამერიკულ გასტროლებამდე, კლეპტონის SG, ბრუსის Fender VI და ბეიკერის დასარტყამი ინსტრუმენტი გადაღებეს თვალში მოსახვედრი დიზაინით.1999 წელს, კლეპტონმა თავისი გიტარების კოლექციის რამოდენიმე ნიმუში აუქციონზე გაიტანა. ამით მან 5 მლნ დოლარით გაზარდა მის მიერ 1997 წელს დაარსებული Crossroads Centre-ის შემოსავალი. Crossroads Centre ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის შექმნილი სარეაბილიტაციო კლინიკა. 2004 წელს კლეპტონმა ორგანიზება გაუკეთა Crossroads-ის სახელობის გიტარის ფესტივალს, სადაც თავადაც მიიღო მონაწილეობა.

2004 წლის 24 ივნისს, კრისტის აუქციონზე მეორედ გაიტანეს ერიკ კლეპტონის ცნობილი გიტარები, გარდა ამისა, აქ გამოტანილი იყო კლეპტონისთვის მეგობრების მიერ ნაჩუქარი ეგზემპლიარები. აუქციონიდან მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა $7,438,624.

 

5) Robert Johnson (1911-1938)  ამერიკელი ბლუზმენი, გიტარისტი, რომელიც დაიბადა უღარიბეს ოჯახში, გარდაიცვალა 27 წლის ასაკში. რობერტ ჯონსონის გავლენა განიცადეს ისეთმა ცნობილმა მუსიკოსებმა, როგორებიც არიან: Muddy Waters, Led Zeppelin, Bob Dylan, The Rolling Stones, Johnny Winter, Jeff  Beck and Eric Clapton და სხვა მრავალნი . Eric Clapton თქვა, რომ  “იგი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბლუზის შემსრულებელი ვისაც კი ოდესმე უცხოვრია ამ ქვეყანაზე”…

 

 

 

 

6) Chuck Berry (born October 18, 1926-) ამერიკელი გიტარისტი, მომღერალი, ცნობილი ჰიტების ავტორი, როგორიცაა: “No Particular Place To Go”, “You Never Can Tell”, “Nadine”,  Johnny B. Goode.

 

 

 

 

 

 

 

7) Stevie Ray Vaughan (1954-1990)  _  ამერიკელი გიტარისტი, მომღერალი და სიმღერების მწერალი. სულ გამოსჰვებული აქვს 18 ალბომი. გარდაიცვალა 35 წლის ასაკში.

 

 

 

 

 

 

 

8) Ry Cooder _ Ryland “Ry” Peter Cooder (born 15 March 1947, in Los Angeles, California),  ამერიკელი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი. ნამუშევარი აქვს ცნობილ მუსიკოსებთან: The Rolling Stones, Van Morrison, Earl Hines, Little Feat, Captain Beefheart, The Chieftains, John Lee Hooker, Pops, Mavis Staples, Gabby Pahinui, Flaco Jiménez, Ali Farka Touré  და ა.შ.

 

9) Jimmy Page _ James Patrick “Jimmy” Page (born 9 January 1944), ინგლისელი ლეგენდარული გიტარისტი, რომელმაც დაარსა როკბენდი “Led Zeppelin”.

 

10 ) Keith Richards_ (born 18 December 1943), არის ჯგუფ The Rolling Stones_ დამფუძნებელი წევრი, მას 100ზე მეტი სიღერა აქვს დაწერილი მიკ ჯაგერთან ერთად…

 

 

 

 

 

 

 

 

კატეგორიები:Music
  1. February 28, 2010 at 13:17

    არა რა… ინგვი ყველამ დაივიწყა

    Like

    • March 1, 2010 at 13:17

      არა გოგა, მალმსტინის დავიწყება როგრ შეიძლება :d ნუ, ეს ათეული ამერიკელი ხალხის არჩევანია:8 ცოტა ხანში მე შემოგთავაზებთ ჭეშმარიტ, კომპეტენტურ და სამართლიან ათეულს, ჩემს მიერ შედგენილს… მინდა გითხრა ინგვის დიდი შანსები არ აქვს ჩემს ათეულში მოხვედრისა, მაგრამ შენი ხათრით “ბონუსად” დავამატებ მე-11 ადგილს.

      Like

  2. March 6, 2010 at 13:17

    ჯიმი ჰენდრიქსი მართლა გიჟი იყო🙂 კარგი პოსტია, მრავლისმომცველი😉

    Like

  3. March 6, 2010 at 13:17

    ჯიმი პეიჯი კი ბავშვობიდან მევასება. ზეპელინის გული იყო🙂

    Like

    • March 6, 2010 at 13:17

      ხო გეთანხმები, ჰენდრიქსი და პეიჯი ლეგენდები არიან, ამას რათ უნდა ლაპარაკი… მე გამიკვირდა სლეში რატო არ მოხვდა 10ში, ან სანტანა, ჯონ ლი ჰუკერი და სხვა მრავალნი…🙂

      Like

  4. March 8, 2010 at 13:17

    იმიტომ, რომ ეს ათეული არაკომპეტენტური “ჟიურის” მიერ არის შექმნილი. ეს მგონი ხალხის არჩევანია, ანუ გამოკითხვის ამბავია, და სადაც გამოკითხვაა იქ შესაძლოა ნამდვილ ნიჭს გვერდზე აუარონ, ან საერთოდ გაგნებაში არ იყვნენ ვინ არის მალმსტინი და ჰენრდიქსი ახსენდებათ ეგრევე.
    ჩემთვის პირადად ჰექნდრიქსი მართლაც მამამთავარია გიტარისტთა გილდიის, მაგრამ ათეულში მალმსტინის არ მოხვედრა, სუბიექტურობაზე მიგვითითებს.

    Like

    • March 8, 2010 at 13:17

      გვესმის შენი გულის ტკვივილი… მალმსტინი ხომ გენიალური, ვირტუოზი, შეუდარებელი, განსაცვიფრებელი ფეხბურთელი იყო…🙂😀😉

      Like

  5. April 21, 2010 at 13:17

    ნებისმიერი სია სუბიექტურია.
    მე მაგალითად ბი ბი კინგისტი ვარ.

    Like

    • April 21, 2010 at 13:17

      BB geniosia, amashi ori azri ar arsebobs, ‘King’ia raa…

      Like

  6. lex tempus
    April 29, 2010 at 13:17

    და რენდი როუდსმა რა დააშავა, ნუ გადამრიეთ ახლა!!!:(
    როდის იქნება შენი ათეული???:)
    მაგრამ ჯაზის მოყვარულთან მგონი, დიდი შანსი არ ექნება:)

    Like

    • April 29, 2010 at 13:17

      Randy Rhoads დასაფასებელი გიტარისტია, მაგრამ სწორად აღნიშნე🙂 ჩემს ათეულში არამგონია მოხვდეს…🙂 როდის იქნება ჩემი ათეული ზუსტად ვერ გეტყვი, მეზარება წერა თორე “იმ საათშივე” დავპოსტავდი🙂

      Like

  7. April 29, 2010 at 13:17

    ჰენდრიქსი პირველზე სამართლიანადაა.. თუმცა რობერტ ჯონსონი უფრო ზემოთ მინდოდა მე : ) მაინც ძველი ბლუზის პლიადას მივეკუთვნები😀

    Like

    • April 29, 2010 at 13:17

      მესმის შენი გულის ტკივილი…😉

      Like

  8. lex tempus
    April 29, 2010 at 13:17

    რა ვიცი, ჯაზი კი ვერ გავითავისე მაინცდამაინც, მაგრამ… ლინკებში დაგამატებ, რა:):):):)

    Like

    • April 30, 2010 at 13:17

      მე კიდე როკი ვერ გავითავისე ბოლომდე, მაგრამ მაინც დაგამატებ…😉🙂

      Like

  9. lex tempus
    April 29, 2010 at 13:17

    ისე, პეიჯს მაინც ვერ ამოაგდებ, ალბათ:):) ასე მგონია მე:):):)

    Like

    • April 30, 2010 at 13:17

      ნუ ფეიჯი უეჭველი მოხვდება, ამაში ორი აზრი არ არსებობს…😉

      Like

  10. deathlyhallow
    October 6, 2010 at 13:17

    მოდი,ობიექტურად ვეცდები ვთქვა, რომ არ მიმაჩნია სწორად ამ საკითხზე დავა, ვინაიდან ჭეშმარიტი მსმენელისათვის ბლიუზ–როკ სამყაროში არ არსებობს საუკეთესო!
    საუკეთესოს ვეძახით ყველა მათგანს–ჰენდრიქსი, პეიჯი, ბიბი კინგი, კლაპტონი, ლინკ რეი, სტივ რეი ვონი, ჯონსონი, ელვინ ლი რობერტ ფრიპი, რიჩარდსი, კუდერი, ჩაკ ბერი, პიტერ გრინი, ჰარისონი, ლენონი, მაკკარტნი, შემდეგ კი – პოლ კოსოფი… ამის შემდეგ, კიარადა, წინ ტომ ვეითსი, უკვდავი ირლანდიური სისხლი – რორი გალახერი, რომელიც, ჩემი აზრით, ხუთეულში იმსახურებს ადგილს… იგივე პრინცი, რომელიც სტილის რატომღაც მამამთავარ ჯიმის მომაგონებს!
    რობერტ ფრიპი, ნილ იანგი, ჯონ ჩიპოლინა თავისი უკვდავი “ქვიკსილვერი”–თ, მარტინ ბარისა და იან ანდერსონის გიტარა–ფლეიტის ტანდემი; აქედან დიიდი ნახტომი–ფრენკ ზაპა, კარლოს სანტანა, და ბოლოს, დღევანდელობის ძლიერები–ჯო სატრიანი, სტივ ვეი, კირკ ჰამეტი…….. უამრავი ასეთი გენიოსის დასახელება შეგვიძლია, და მეც, იმედია, ჩემი საყვარელი ხალხი არ გამომრჩა…

    მოკლედ, როკ’ენ’როლს გაუმარჯოს, მეგობრებო!

    Like

  11. deathlyhallow
    October 6, 2010 at 13:17

    ობიექტურად არ გამომივიდა მარა მაინც😀

    Like

    • October 7, 2010 at 13:17

      საკამაოდ ობიექტური, თუმცა სუბიექტური კომენტარია!!!😀 ნუ, მეც გეთანხმები, საბედნიეროდ მინიმუმ 10ზე მეტი გენიალური გიტარისტი არსებობს და შეუძლებელია შეადარო ისინი, რთულია თქვა რომელი უფრო მაგარია🙂 მე შეძლების და გვარად ჩემს ათეულს გაგაცნობდით პოსტის სახით, მაგრამ ვერცკი წარმოიდგენთ როგორ მეზარება…😀

      Like

  12. ika
    November 17, 2010 at 13:17

    Clapton is god😉

    Like

  13. January 27, 2011 at 13:17

    Mark Knopfler-ი გამოგრჩათ!

    Like

    • January 27, 2011 at 13:17

      27 ადგილი დაიკავა Mark Knopler_მა…

      Like

  14. Mariami
    January 17, 2012 at 13:17

    da Ritchie Blackmore ? sad aris

    Like

    • January 18, 2012 at 13:17

      es kitxe roling stonebis redaqtorssss😀 ise ritchie martla magaria da mec sheviyvandi ateulshi😉

      Like

  15. December 1, 2015 at 13:17

    ძალზედ გაუფასურებული არის ამ ქვეყნად სიტყვა “გენიოსი”, რაც ალბათ დამეთანხმებით იშვიათის ხვედრია, თორემ ასე ცალკე მის აღნიშნავას არ გამოვიგონებდით. “გენიოსები” კი ისინი არიან ვინც რამე ცვლილებას და ახალს ტოვებენ ამ ქვეყნად, რაც მათი ღრმა და დაფფარული ბუნებიდან მოდის. თქვენ თუ ამ უკანაკნელ თვისებებს რომელიმე გიტარისტში ამ დოზით შეამჩნევთ, როგორც ეს რიჩი ბლექმორშია, მაშინ იგი თუნდ ასეულს მიღმა დატოვეთ, მაგრამ ეჭვი მეპარება. კიდევ მინდა გითხრათ, რომ სუფთა მუსიკალური თვალსაზრისით რიჩიმ ნამდვილი გადატრიალება მოახდინა და კლასიკური მუსიკა თვით უმძიმეს ჟღერადობას აკუსტიკური ჰარმოონიით დაუკავშირა, რაც თვით პეიჯმაც კი ვერ შეძლო ასე..
    ზემოთხსენებულის გენიალურობა იმდენად ღრმაა, რომ ყოველი ბინძური ალგორითმი, რასაც მუსიკათან საერთოდ არანაირი ხელი არა აქვს. სათნო და არამიწიერ ბგერებად გამოძერწა ღვთიურ ყალიბში. მაშ მიიღეთ ჩემი ათეული და იფიქრეთ მთვარის ცივ შუქზე, რომელიც ამ სიტყვათა ერთობლიობის წაკითხვის შემდეგ მოეფინება თქვენს მზერას
    10.დევიდ გილმორი
    9.ჯეფ ბეკი
    8.რენდი როუდსი
    7.პიტ თაუშენდი
    6.ერიკ კლეპტონი
    5.ტონი აიომი
    4.აგნუს იანგი
    3.ჯიმი პეიჯი
    2.ჯიმი ჰენდრიქსი
    1.რიჩი ბლექმორი

    Like

  16. December 7, 2015 at 13:17

    ბრავო :დ აი მესმის კომენტარი და მსჯელობა.. დაგითმობთ მაღალფარდოვნად საუბრის ასპარეზს, ჩემზე უკეთ გამოგდით ვატყობ…🙂 მე რა მინდა გითხრათ: ეს ათეული ჩემი შედგენილი არ არის. 2010 წელს დამიპოსტავს ეს ინფორმაცია, რომელიც “როლინგ სტოუნის” გაზეთმა გამოაქვეყნა.. ჩემი რჩეული გიტარისტების ათეული, რა თქმა უნდა, სხვაგვარად გამოიყურება… რომელშიც აუცილებლად რიჩი ბლექმორიც შედის…

    მომწონს თქვენი ჩამონათვალი და ვხედავ თქვენს სიღრმისეულ დამოკიდებულებას მუსიკისადმი.. 😉 B|

    Like

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: