Summertime

უკვდავი კომპოზიცია   “Summertime” არის შექმნილი  ამერიკელი კომპოზიტორისა  და პიანინსტის ჯორჯ გერშვინის მიერ. იგი არის ნაწყვეთი ოპერიდან  “Porgy and Bess”, რომელიც გერშვინმა დაწერა 1935 წელს. ლირიკა ეკუთვნის აგრეთვე ამერიკელ ნოველისტს DuBose Heyward_ს.

Summertime and the livin’ is easy Fish are jumpin’ and the cotton is high Oh, your daddy’s rich and your ma is good lookin’ So hush little baby, don’t you cry One of these mornings, you’re goin’ to rise up singin’ Then you spread your wings and you’ll take the sky but ’til that mornin’, there’s nothin’ can harm you With daddy and mammy standin’ by One of these mornings, you’re goin’ to rise up singin’ Then you spread your wings and you’ll take the sky But ’til that mornin’, there’s nothin’ can harm you With daddy and mammy standin’ by

შემდგომში  ეს სიმღერა იქცა  “ჯაზ-სტანდარტად”, თითქმის არ არსებობენ გენიალური ჯაზმენები, რომლებსაც ეს კომპოზიცია არ ჰქონდეთ შესრულებული ან არ ცდილობდნენ ამ უნიკალური სიმღერის შესრულებას. მათგან არ შემიძლია არ გამოვყო ლუი არმსტრონგისა და ელა ფიცჯერალდის დუეტი, რომელმაც გაიჟღერა   Sergio Leone_ს ფილმში ”Once Upon a Time in America”.   შესანიშნავად აქვს შესრულებული ეს ღვთაებრივი მელოდია ბილი ჰოლიდეის, რომლის განსაკუთრებული ხმის ტემბრი გარკვეულ ხიბლს და სიხალასეს სძენს ისედაც აღმაფრთოვანებელ ჰანგებს :)  არ მაქვს უფლება არ შევეხო ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს “ჯაზვუმენს” ნინა სიმონეს. აქ უკვე ჩემი სიტყვები უძლურია, რათა აღწეროს ის მისტიკური შესრულება და  მაგიური  ჟღერადობა,  რაც ნინამ შემოგვთავაზა. იგი ერთადერთია და განუმეორებელი!!! ამ სიმღერის ყველაზე განსხვავებული ვარიანტი, რაც მე მომისმენია ეს არის ელ ჯეროს შესრულებით. აქ უკვე საქმე გვაქვს უსაზღვრო იმპროვიზაციასთან და “ელ ჯეროსეული ხმების” გამოცემის სპეციფიკურ ტექნიკასთან, რომლის გაკეთებაც მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ!!!

თუ ვინმემ გაითავისა “Summertime” ბოლომდე და შეძლო მისი სრულყოფილი გადმოცემა, ხალხო ეს ეროლ გარნერია!!! მე ასევე  აღმაფრთოვანა კენი ჯისა და ჯორჯ ბენსონის დუეტმა და მიმაჩნია რომ იგი უდაოდ შედევრია!!! სახტად დამტოვა Keith Jarrett_ის შესრულების ტექნიკამ!!! გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანს როიალთან აშკარად სექსი აქვს🙂 აუცილებლად შემოგთავაზებთ ვიდეოს და თვენ თვითონ დარწმუნდებით ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებაში!!!

მოდი არ დავჩაგრავ ჯენის ჯოპლინს და მის შესრულებაზეც ვიტყვი ერთი-ორ სიტყვას… მისი “სასიამოვნოდ ხრინწიანი” ხმა და ძლიერი ვოკალური მონაცემები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს მელოდია განვიხილოთ ჯაზ-როკის ჟანრში, რაც ერთობ ორიგინალურია და სასიამოვნოდ მოსასმენი. მასში იგრძნობა ცოტა სიბრაზე, ცოტა სევდა და მარილი გემოვნებით🙂

დიდი იმპროვიზატორი და გიგანტი ჯაზმენი, მაილს დევისი, ასე ვთქვათ თავისებურად  “უბერავს” და მოდით ნუ შევაწუხებთ… აღსანიშნავია Sarach Vaugan_ის წვლილი ამ კომპოზიციის  “დაპატენტებაში”, მას “სარასეული პეწი” დაჰკრავს მის მრავლისმეტყველ შესრულებას.

დიდებულად ასრულებს პოლ მაკარტნი, ჯაზამორი, ოსკარ პიტერსონი, ვანესა მეი, ჯონ კოლტრეინი, რომელთა განხილვაც შორს წაგვიყვანს. . .


თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენი ესტრადის მომღერლებმაც იციან ეს სიმღერა, მაგრამ პრინციპულად, ჯიუტად და განძრახ არ ასრულებენ მას… არსებობს  მწვანე ოთახისა და   სოფიკოს მიერ შესრულებული ვერსიები, ოღონდ არა დუეტში.  მოდით ასევე მოვიხსენიოთ მუსიკოსები, რომლებმაც სცადეს შეესრულებინათ “Summertime”!!! ავად თუ კარგათ შეასრულეს კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი დიდი ყურაღება ვერ მიიქციეს, თუმცა აქვე დავძენ რომ ისინი უსაზღვროდ ნიჭიერები არიან. ესენია:  Feddie Fubbard,  Herbie Hancock,  Keith Emerson,  Nina Hugen,  Peter Gabriel,  Rick Wakeman,  Sidney Bechet,  Willie Nelson,  Leslie West,  Stray cats და სხვა მრავალნი…

ალბათ შეატყობდით ჩემს უსაზღვრო სიყვარულს და სათუთ დამოკიდებულებას ამ სიმღერისადმი. . .  ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ სულ რაღაც 40-მდე ვერსია  მაქვს “summertime”-ის და კიდევ ვაგრძელებ ძიებას და კვლევას…  ერთი სიტყვით,  “სამართაიმომანიით” ვარ დაავადებული… 

 

კატეგორიები:Music, Personal
  1. February 25, 2010 at 13:17

    > გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანს როიალთან აშკარად სექსი აქვს🙂

    დისკოს ამოვარდნის პრობლემა არ შექმნია ამას ალბათ, მთლად კარადიდან ხტომა არ შემინიშნავს ვიდეოში😀

    კარგი პოსტია… +1

    Like

    • February 26, 2010 at 13:17

      დისკო მხოლოდ “რჩეულებს” უვარდებათ Savior😀

      Like

  2. zoziiii
    March 3, 2010 at 13:17

    Me mikvars ” SUMMERTIME ” _ The best !!! :*:*:*

    Like

  3. February 24, 2012 at 13:17

    მიყვარს ეს სიმღერა…
    განსაკუთრებით კი ევას შესრულებით❤
    ახლა დანარჩენებსაც მივამატებ ჩემს ფლეილისთს
    და მეც სამერთაიმომანიით დაავვადდები..;დ❤

    Like

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: