History (Jazz, Bluse)

        ჯაზი (ინგლ. Jazz) ორიგინალური ამერიკული მუსიკალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც ადრეულ 1920-იან წლებში ნიუ-ორლეანში გაჩნდა; ეფუძნება დასავლეთის მუსკიკალურ ტექნიკასა და თეორიას და მის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აფრო-ამერიკელთა კულტურულ ტრადიციებს. ჯაზისთვის დამახასიათებელია რბილი ნოტები, სინკოპაცია, სვინგი, პოლირითმია და იმპროვიზაცია. ჯაზს ხშირად „ამერიკის კლასიკურ მუსიკად“ მოიხსენიებენ.

 

 

        ჯაზი, როგორც მუსიკალური მიმდინარეობა, შეიქმნა დასავლეთ აფრიკული (ტუნისი) და ვესტერნული მუსიკალური ტრადიციების, ბლუზისა და რეგთაიმის, „ახალი ინგლისური“ რელიგიური ჰიმნების, ჩრდილო ამერიკული ფოლკლორის (ჰილიბილი) და ევროპული „მარშინგ ბენდების“ მუსიკის ურთიერთშერწყმის საფუძველზე.მე-20 საუკუნის დასაწყისში, აფრო-ამერიკულ საზოგადოებაში დამკვიდრების შემდეგ, ჯაზი 20-იან წლებში უკვე გავლენას ახდენს მუსიკის სხვა ჟანრებზეც. ჯაზი აღმოცენდა ბლუზზე, რომელიც დასავლეთ აფრიკული კულტურისა და ტრადიციების საფუძველზე ჩამოყალიბდა და რომელსაც საფუძველი დაუდო გათავისუფლებულმა აფრიკელმა მონებმა სამხრეთ ამერიკაში.  ჯაზ მუსიკოსი ვინთონ მარსალისი (ინგლ. Wynton Marsalis) აღნიშნავდა: „ჯაზი შავკანიანთა უცნაური გამოგონებაა…“ მარშინგ და საცეკვაო ბენდების ინსტრუმენტები მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯაზური მუსიკის წამყვან ინსტრუმენტებად იქცნენ.

საერთოდ პირველი ჯაზ-მუსიკა აფრო-ამერიკელების მიერ იქნა დაკრული ნიუ–ორლეანში. ბადი ბოლდენი (ინგლ. Buddy Bolden) უკრავდა კორნეტზე და ძირითადად ეს კაცი ითვლება პირველ ნამდვილ ჯაზ მუსიკოსად. ასევე იყვნენ რედი კეპარდი (ინგლ. Reddy Keppard), კლარენს ვილიამსი (ინგლ. Clarence Williams) და სხვები. ეს მუსიკოსები ხალხის უმრავლესობისათვის უცნობია, თუმცა მათი იდეები ჯერ კიდევ ახდენენ ზეგავლენას იმაზე, თუ როგორ იკვრება დღესდღეობით ჯაზი. მეორე ტალღა ჯაზმენებისა იყო ჯო ოლივერი (ინგლ. Joe Oliver), ჯელი როლ მარტონი (ინგლ. Jelly Roll Morton) და სხვები. ამ მუსიკოსებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი ბენდები, გააუმჯობესეს და გაართულეს შესრულების ტექნიკა და მეტი წარმატებაც მოიპოვეს. ამ პერიოდის მუსიკა ცნობილია, როგორც „Hot Jazz“ (მხურვალე ჯაზი), არანორმალურად სწრაფი ტემპების გამო. ჯო ოლივერმა ნიუ ორლეანში აღამოაჩინა ახალგაზრდა კორნეტისტი, სახელად ლუის არმსტრონგი (ინგლ. Louis Armstrong). მალე ის ერთერთ ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ მუსიკოსად იქცა მსოფლიოში. ამ ჯაზმენების მუსიკა ყოველთვის პატივისცემის ღირსია. ჯაზის ტრადიციული ინსტრუმენტებია: საქსოფონი – საყვირი – ტრომბონი – კლარნეტი – ფორტეპიანო – გიტარა – კონტრაბასი – ბას გიტარა – დასარტყამები
 

 

         ბლუზის სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატებია და მისი პირველი შემსრულებლები აფროამერიკელები იყვნენ. ამიტომ მას ხანდახან შავკანიანების ფოლკ მუსიკასაც უწოდებენ.
 

    ბლუზის ზუსტ წარმოშობაზე ბევრი არაა ცნობილი, არც კონკრეტული თარიღი ვიცით როდის ჩამოყალიბდა. სავარაუდოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში.ეს მუსიკალური სტილი წარმოიშვა ინგლისური და შოტლანდიური ბალადების, შავკანიანთა შრომის სიმღერების, სადიდებლების და სხვათა ელემენტების შეზავებით. თვითონ სიტყვა blues ნიშნავს ნაღვლიან, დეპრესიულ ხასიათს… ეს ბუნებრივია, რადგან “პირველი ბლუზმენები” ხომ აფროამერიკელი მონები იყვნენ.ბლუზის ძირითადი მონახაზი როგორც წესი 12 ტაქტიანია. ტიპიური ინსტრუმენტებია: გიტარა, ფორტეპიანო, ჰარმონიკა, ბასი, ჩასაბერებიდან – საყვირი, საქსოფონი, ტრომბონი … და დასარტყამები. მელოდიურად ბლუზის განმასხვავებელი ნიშანია დადაბლებული მესამე, მეხუთე და მეშვიდე საფეხურების გამოყენება, ამას უწოდებენ  “blue ნოტებს”. რაც შეეხება ტექსტს, თავდაპირველად მარტო ერთხაზიანი იყო, რომელიც მეორდებოდა სამჯერ, რათა წრე შეკრულიყო (AAA ფორმა ეწოდება). შემდეგ უფრო სტანდარტული გახდა ორი ხაზის გამეორება და მესამე-განსხვავებული, დასკვნის სახით (AAB). ძირითადად ბლუზი ისე იმღერებოდა, რომ ნახევრად რითმული ლაპარაკი იყო და ნახევრად მელოდია. თავდაპირველად ბლუზის ძირითადი თემა იყო დარდის, უკმაყოფილების გამოხატვა საშინელი რეალობის მიმართ, ოღონდ ისინი რამე ამბავს ან ისტორიას კი არ ჰყვებოდნენ, უფრო თავიანთ გრძნობებს გამოხატავდნენ.. blues-ის პირველ შემრსულებლებს შორის არიან რობერტ ჯონსონი, “ბრმა ვილი ჯონსონი”, ჰენრი ტომასი და სხვები..ბევრი სხვა სტილის მსგავსად, ბლუზსაც ერთ დროს “ეშმაკის მუსიკას” უწოდებდნენ და ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ხალხს ძალადობისკენ უბიძგებდა. თუმცა 20-იანი წლების შემდეგ თეთრკანიანებმაც გაბედეს და დაიწყეს ბლუზის მოსმენა და მოგვიანებით შესრულებაც.

წყარო:  ვიკიპედია

 

 

 

  1. teo
    June 8, 2011 at 13:17

    pirvelad vsstumrob tqvens blogs da zalian momewona…xshirad gestumrebit…:)

    Like

    • June 9, 2011 at 13:17

      გამიხარდება თუ ხშირად მესტუმრები თეო 😉😉

      Like

  2. February 5, 2012 at 13:17

    პირველი ვიტყვი იმას რომ მომწონს შენი ბლოგი.. მაგრამ ვფიქრობ უბრალოდ ბლოგი არ არის, მე როგორც ჯაზის მოყვარული (და ჯერ ჯრეობით უბრალოდ დილეტანტი ამ საკითხში) ვფიქრობ რომ შენიშნავ საქმეს აკეთებ და პირადად ჩემთვის🙂 მადლობთ და წარმატებები…

    P.S: Twitter-ზე ხომ არ ხარ?

    Like

  3. February 7, 2012 at 13:17

    გაიხარე ჯორჯ😉 კარგია რომ ჯაზით დაინტერესდი და დარწმუნებული ვარ ეს ჟანრი იმდენად შეგაყვარებს თავს, რომ “დილეტანტიზმი” ცოტა ხანში – პათოლოგიურ სიყვარულში გადაგეზრდება🙂

    P.S მადლობა შენ!!! Twitter_ზე არ ვარ..

    Like

  4. maia
    March 19, 2012 at 13:17

    amdeni rame rogor moidzie da sheagrove jazmen magari kaci xar, karg dros gipove da chavujdebi awi shens blogs)))

    Like

  5. maia
    March 19, 2012 at 13:17

    tavad tu ukrav rameze an raime kavshiri gaq jaztan?

    Like

    • March 20, 2012 at 13:17

      არა მაია, მარტო პიანინოზე ვუკრავ, თან ძალიან ცუდად🙂 ჯაზთან მხოლოდ სულიერი კავშირი მაქვს🙂😉

      Like

  6. March 25, 2012 at 13:17

    საინტერესოა, ჯაზი მიყვარს ყველაზე მეტად :)))

    Like

  1. June 13, 2012 at 13:17

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: